რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

რჩევები

რჩევები
ამპელოთერაპია - ყურძნით მკურნალობა ამპელოთერაპია სპეციალური ჯიშის ყურძნით მკურნალობის უძველესი მეთოდია, რადგან ყურძენი თირკმელების რბილი, დამზოგავი ბიოლოგიური გამღიზიანებელია. ის ზრდის დიურეზს, ამცირებს შარდში მყარი ნარჩენების და ფორმიანი ელემენტების რაოდენობას. მისი გამოყენებით იზრდება მკურნალობის ეფექტურობა. თირკმელების ქრონიკული დაავადებებისას ყურძენი არეგულირებს მათ მუშაობას და აუმჯობესებს თირკმელთა ფუნქციას.

ქრონიკული ნეფრიტისას რეკომენდებულია შემდეგი ჯიშის ყურძნის ახალგამოწურული წვენი: შასლა, შავკაპიტო, პედრო. დღიური დოზა კილოგრამ წონაზე უნდა შეადგენდეს 5-15 გრამს. წვენის მიღება საჭიროა დღეში 3-ჯერ. მნიშვნელოვანია დიეტის დაცვაც: მცენარეული და რძის პროდუქტებით მდიდარი საკვები, ხორცისა და თევზის მიღება
კვირაში ერთხელ, ხილი და ბოსტნეული მოხარშული, ასევე ვეგეტარიანული წვნიანები.

მკურნალობით მცირდება ნიქტურია (დღეღამური შარდის დიდი რაოდენობით ღამით და არა დღისით გამოყოფა), პოლიურია თანდათანობით უბრუნდება ნორმალურ ციფრებს, შარდიც მუქდება. შესაბამისად, სისხლში მცირდება ცვლის მომწამვლელი პროდუქტების რაოდენობა (ნარჩენი აზოტი, საერთო აზოტი, შარდოვანა და სხვა).

ქრონიკული ნეფროზისას გამოიყენება
ყურძნის იმავე ჯიშების ახალგამოწურული წვენი, რომლის დღიური დოზა კილოგრამ წონაზე 3-10 გრამია. წვენის მიღება საჭიროა დღეში 3-ჯერ.

მკურნალობის ფონზე შარდის შემცირებული რაოდენობა თანდათანობით იზრდება და შეშუპებაც ცხრება. იკლებს შარდში ცილისა და სხვა არანორმალური მინარევების რაოდენობაც.


იზომეტრიული ფიზიკური ვარჯიშები კისრის კუნთების გასაძლიერებლად


თითოეული მოძრაობის შესრულებისას შეინარჩუნეთ ვერტიკალური მდგომარეობა, ე.წ. „კეთილშობილი ტანდეგობა“. ვარჯიშისას თავი და კისერი პრაქტიკულად არ უნდა მოძრაობდეს.

ორივე ხელი მოათავსეთ შუბლზე. ნელა და თანდათანობით თავით მიაწექით ხელებს, ერთდროულად იმავე ძალით მას ხელებით ვაწვებით უკან. ნელა და თანდათანობით მოამატეთ წინააღმდეგობა, მაგრამ არ გაადაჭარბოთ კუნთების დაჭიმვის მაქსიმალურ ძალას. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 2-5 წამი და შემდეგ მოდუნდით.

ხელები მოათავსეთ უკან თავის ცენტრალურ ნაწილში, თითები გადააჯვარედინეთ. ნელა და თანდათანობით თავი გასწიეთ უკან და ამავდროულად ამ მოძრაობას წინააღმდეგობა გაუწიეთ ხელებით. გააჩერეთ ასე 2-5 წამი. ჩამოუშვით ხელები და მოდუნდით. ამ სავარჯიშოების შესრულება შეგიძლიათ კვირაში 2-3-ჯერ, ვარჯიშმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს მტკივნეული შეგრძნებები.

ტანდეგობის 5-წამიანი შემოწმება: დაჯექით, გასწორდით და მოდუნდით. დაჯდომისას უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ გააკეთოთ მოკლე პაუზა და შეარჩიოთ დაბალანსებული მოხერხებული პოზა. დაჯექით სწორად, არ მოიხაროთ. დუნდულები და ფეხების ზედა ნაწილი უნდა იყოს დასაჯდომის ცენტრზე. რომელიმე მხარეს გადახრა გამოიწვევს სიმძიმის ცენტრის გადანაცვლებას, რაც იწვევს დაძაბულობას და სისხლის მიმოქცევის შეზღუდვას, ნუ დარჩებით ამ დაუბალანსებელ პოზაში ხანგრძლივად.

სკამის ხელის საყრდენი 25%-ით ამცირებს დატვირთვას ზურგის ქვედა ნაწილიდან და სხეულის მდგომარეობის ცვლილებისას უზრუნველყოფს საყრდენსა და სიმყარეს.

შეეცადეთ არ დაჯდეთ საკუთარ საფულეზე, მანქანის გასაღებზე, კალმისტარზე. ირლანდიაში გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ზოგ შემთხვევაში ზურგის ქრონიკული ტკივილი თითქმის სრულად გაუქრა მამაკაც პაციენტებს მაშინ, როდესაც ისინი საფულეს აღარ ატარებდნენ შარვლის უკანა ჯიბით.

სწორად დაჯდომისას მკერდი და მხრები მსუბუქად იწევს წინ მენჯ-ბარძაყის სახსარში მოხრისას. ამ დროს დუნდულები და სხეულის ქვედა ნაწილი გარანტირებულად თავსდება დასაჯდომის ცენტრში.

ფეხების გადაჯვარედინება თუ გინდათ, გადააჯვარედინეთ ისინი კოჭების არეში. ფეხის ფეხზე გადადებისას ირღვევა მენჯის სწორი მდებარეობა და თუ სწრაფად არ შეიცვლით მდგომარეობას, შეიძლება კუნთების დაძაბვა და ზურგის ტკივილი გამოიწვიოთ.

ნებისმიერი შესაძლებლობისას ტერფები იატაკზე ბრტყლად მოათავსეთ.

დაჯდომისას, საუკეთესო პოზის მოსაძებნად, ჯერ დააბალანსეთ კისრის მდგომარეობა, დახუჭეთ თვალები, თანდათანობით დახარეთ თავი მარჯვნივ, მარცხნივ და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. ნელა დახარეთ თავი წინ და უკან და დაუბრუნდით სათანადო პოზიციას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მსგავსი სიახლეები
ბულგარეთისა და რუსეთის მეცნიერები აქვეყნებენ მრავალწლიანი ერთობლივი კვლევის შედეგებს - ტკბილი
29-01-2019
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
03-08-2018
ვიდრე თირკმლის დაავადებებით პროვოცირებულ პრობლემებზე დეტალურად მოგაწვდიდეთ ინფორმაციას,
05-04-2018
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
ელექტრონული სიგარეტების მავნებლობის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ სითხეების
ვიტამინების შეწოვა-შეთვისებას სხვადასხვა ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორისაა პრეპარატები. ცნობილია, რომ
საქართველოში განსაკუთრებით განებივრებულნი ვართ სხვადასხვა ხილითა თუ კენკრით. ზაფხული ხომ შემოდგომასავით
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს:
ვიტამინების ნაკლებობა, ჩვეულებრივ, ასოცირდება მუდმივ დეპრესიებთან, ძალთა განლევასთან და განუწყვეტელ გაციება-ავადმყოფობებთან.
აღმოსავლური მედიცინა გვამცნობს - ჯანსაღი წესით მცხოვრები ადამიანი ბედნიერია, რადგან ის ჯანმრთელია და ფლობს
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად