რჩევები

რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის საუზმეს და ტელევიზორზე უარის თქმას

რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის საუზმეს და ტელევიზორზე უარის თქმას
ათენის ნაციონალურ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარულად მივიღოთ საუზმე და უარი ვთქვათ ტელევიზორის ყურებაზე. ასეთი რეჟიმი ინარჩუნებს სისხლძარღვების ელასტიურობას და აქვეითებს არტერიებში ჩანართების გაჩენის რისკს. შედეგად მცირდება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობა.

კვლევა 40-99 წლის მოხალისეების მონაწილეობით ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი კვირაში 21 საათზე მეტხანს უყურებდა ტელევიზორს, არტერიებში ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნის ალბათობა 2-ჯერ მეტი იყო, მათთან შედარებით, ვინც ტელევიზორზე კვირაში 7 საათზე ნაკლებს ხარჯავს. ეს თვალნათლივ აჩვენებს, რამდენად სახიფათოა მჯდომარე ცხოვრების წესი.

გარდა ამისა, კვლევამ დაამტკიცა, რომ მაღალენერგეტიკული
საუზმის მიღება (ყველი, პური, კვერცხი) უკავშირდებოდა სისხლძარღვების უფრო ჯანსაღ მდგომარეობას მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ საუზმობდა ან დილით მწირი წახემსებით კმაყოფილდებოდა.

ლალი ჩხიკვაძე
მსგავსი სიახლეები
ტრადიციული აღმოსავლური მედიცინა, საზოგადოდ, დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ცხოვრების წესს (სტილს).
23-05-2019
ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ნებისმიერი დაავადება სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს და ცუდ გუნებაზე გვაყენებს.
09-05-2019