რატომ გვიჩნდება ბევრის ყიდვის სურვილი და რა "ფანდს" გვიწყობენ დახლებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვიჩნდება ბევრის ყიდვის სურვილი და რა "ფანდს" გვიწყობენ დახლებზე

მფლობელმა სილვან გოლდმანმა ლითონის ბორბლებიანი კალათა გამოიგონა. მყიდველისთვის ის მოსახერხებელი იყო, ხოლო ბიზნესმენებისთვის მომგებიანი - ადამიანები ორჯერ მეტ პროდუქტს იღებდნენ. ამის შემდეგ გაყიდვების ტექნოლოგიამ ნამდვილი ევოლუცია გაიარა.

დასაწყისისთვის ეს უბრალო „მაღაზიის“ ფანდები იყო: გარკვეულ თაროებზე პროდუქციის განთავსება, აქციები, ღია რეკლამა. პარალელურად გამოჩნდა რთული სტრატეგიები, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანმა შეიყვაროს პროდუქტი და იყიდოს რაც შეიძლება მეტი რაოდენობით.

ყველაზე კარგად მომხმარებლამდე სარეკლამო ინფორმაცია დადის. ხოლო იმას, რასაც გაზეთებში, ჟურნალებში წერენ და ტელევიზიით გადაცემებში ჰყვებიან ამ პროდუქტებზე, მომხმარებელი როგორც წესი, ფილტრავს. რეკლამირებული პროდუქტი ხდება ჯანმრთელობისა და წარმატების სინონიმი, იწვევს საჭირო ემოციებს, ამიტომ სულ უფრო მეტის შეძენის სურვილს ბადებს.

სულ უფრო პოპულარული ხდება საკვების მკვეთრი, ნატურალური გამოსახულება, რომლისგანაც ნერწყვი მოგვდის და ხელები თავისთავად საფულისკენ მიიწევს. სურათის ჭამა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ფიზიოლოგიურ რეაქციას იწვევს - მადას აღძრავს. ტვინის ამ თვისებაზეა აგებული სწორედ მრავალი პროდუქტის რეკლამა.

გაყიდვების ტექნოლოგიები ყოველწლიურად რთულდება და მასში გარკვევა არც თუ ისე მარტივია.

გაითვალისწინეთ:

· საქონელი თაროებზე ისეა განთავსებული, რომ მომხმარებელმა ყველაზე ძვირადღირებული აირჩიოს. ხშირად ყველაზე ძვირი პროდუქტი თვალის დონეზეა განთავსებული. ჩვენ ვიღებთ მათ ისე, რომ არც კი ვადარებთ სხვებს.

· პირველ რიგში თაროზე დებენ მოკლე ვარგისიანობის ვადის პროდუქტს. ახალ პროდუქტს ათავსებენ ზემოთ ან ქვემოთ;

· აქციებით შეიძლება მოტყუებული დარჩეთ. შეიძლება დაიხარჯოთ ვადაგასულ ან თქვენთვის უსარგებლო პროდუქტებზე.

· სალარო გასასვლელი კი არა, სახიფათო ადგილია, იქ დამატებითაა განლაგებული საქონელი. რომლისთვისაც ყურადღება არ მიგიქცევიათ, ახლა ინერციით ჩააგდეთ კალათაში. რიგში დგომისას, ყველაფერი რომ არ შეისყიდოთ, დაფიქრდით რას და როგორ მოამზადებთ ლამაზად შეფუთული პროდუქტებისგან.

ლალი ჩხიკვაძე