ე.წ. open spacе-ში თანამშრომლები ნაკლებად შრომისუნარიანები არიან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ე.წ. open spacе-ში თანამშრომლები ნაკლებად შრომისუნარიანები არიან

ყველაფერი ჩანს, დასაქმებულისთვის კი საუკეთესო გადაწყვეტილება არაა. რა სჯობს - ცალკე კაბინეტი, თუ ღია ოფისი.

ჩვეული კაბინეტები დავიწყებას ეძლევა, ცალკე ოთახის ფარგლებშიც კი დამსაქმებლები აწყობენ მცირე open space-ს, პატარა ფართობზე ერთდროულად რამოდენიმე ადამიანის განთავსებით. თითქოს ასე უფრო მეტი ურთიერთობა და სამსახურის საკითხების უკეთ გადაწყვეტის წინაპირობა უნდა იყოს, მაგრამ როგორც ექიმები აცხადებენ, open space უფრო ცუდად მოქმედებს ადამიანის მდგომარეობაზე, ვიდრე კაბინეტი.

კონცენტრაციის პრობლემა - ციფრულ ეპოქაში, როდესაც ისედაც უამრავი ინფორმაციაა, დიდი რაოდენობით კოლეგების გვერდიგვერდ მოთავსება სიტუაციას ამძიმებს - ტელეფონების ხმა, ლოკალური თათბირი, კოლეგების ერთმანეთან გადალაპარაკება, პრინტერების მუშაობა და ა.შ.

Open space - ოფისების სპეციალური დაგეგმარებაა, რომლის დროსაც ერთ დიდ სივრცეში ათავსებენ რამდენიმე თანამშრომელს. ასეთ ოფისებში მაგიდები ერთმანეთის გვერდიგვერდაა განთავსებული, რასაც გარკვეული მინუსები აქვს. პირველ რიგში ხმაური.

კვლევის თანახმად, open spacе-ში თანამშრომლები დღეში 86 წუთს კარგავენ სხვადასხვა წვრილმანზე. ასეთ გარემოში მუშაობა მოქმედებს დასაქმებულის ფსიქიკაზე, შრომისუნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

დაავადებათა მიგრაცია - ღია სივრცეში ცხადია უფრო აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა დაავადება. ჩვეულებრივმა მწვავე რესპირატორულმა ვირუსულმა დაავადებამ შეიძლება ეპიდემიის ფორმა მიიღოს. კაბინეტებში ამგვარი სიტუაცია იზოლირებით მარტივდება.

სტრესის ზრდა - ადამიანი სულ გამოსაჩენ ადგილზეა, რასაც ემატება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, ხმაურის, ყურადღების გამფანტავი დეტალების კონტროლი. ეს კი დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ასეთი მდგომარეობა ასევე იწვევს ქრონიკულ დაღლილობას და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.

open space-ის პირობებში შეიძლება წარმოიქმნას ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ შეხედულებების შეუთავსებლობის პრობლემა. ამ პირობებში გუნდურობის სულისკვეთებაც კი უარესდება, რადგანაც პირადი სივრცის დარღვევის გამო, ადრე თუ გვიან ადამიანები ერთმანეთით ღიზიანდებიან. თითოეულს უჩნდება ხმაურისგან, რეპლიკებისგან, კომენტარებისგან განცალკევების სურვილი.

ლალი ჩხიკვაძე