ცვივა თუ არა გადანერგილი თმა და ეტყობა თუ არა, რომ გადანერგილია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცვივა თუ არა გადანერგილი თმა და ეტყობა თუ არა, რომ გადანერგილია?

ერთმანეთის მიყოლებით, მთელი სიგრძე გამოვა 1126.5 კილომეტრზე მეტი. თმის ღერის ზრდის სიჩქარე არის დაახლოებით 12.7მმ თვეში, ანუ 15.24 სმ წელიწადში და 0.00001609კმ/სთში. 60 წლისათვის გაცვენილი თმების მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 4 მილიონია. თმის ცვენის გამოწვევა შეუძლია 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს.

თმა ყველაზე სქელია 20 წლისათვის, შემდეგ თხელდება და 70 წლისთვის ისეთი სისქე აქვს, როგორც ახალშობილს. სიმელოტის 90% კი ანდროგენული თმისცვენაა. თუმცა დღეს ანდროგენული და არც სხვა სახის სიმელოტე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, თმის თანამედროვე მეთოდოლოგიით გადანარეგვა მაღალ დონეზეა განვითარებული.

mkurnali.ge

მიუხედავად ამისა მაინც არსებობს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრებები თმის გადანერგვის შესახებ, რომელიც როგორც თმის გადანერგვის კლინიკის Hairline International-ის დირექტორმა ირაკლი ბებიაშვილმა განმარტა მითები ყოფილა. მაშ ასე, ახლა წარმოგიდგენთ 5 მითსა და რეალობას თმის გადანერგვის შესახებ, რომელზეც სწორედ ირაკლი ბებიაშვილი გვესაუბრება.

მითი 1

გადანერგილი თმა მალე ცვივა

გადანერგილი თმა მალე კი არა, საერთოდ არ ცვივა. ონკოლოგიური პათოლოგიისა და ქიმიოთერაპიის პროცედურები ერთადერთი შემთხვევეაა, როცა გადანერგილი თმა ცვივა. სხვა შემთხვევაში ანდროგენული ალოპეცია გადანერგილ თმას აღარ ემუქრება. სახელიდანაც ჩანს, რომ თმის ცვენის მიზეზი არის ანდროგენები, გადანერგილ თმაზე კი ანდროგენები ვერ მოქმედებენ და შესაბამისად, თმა არ ცვივა.

ამის კარგი დასტურია თავად Hairline International-ის დამფუძნებლის, პროფესორ თამაზ თამაზაშვილის შემთხვევა. თმის გადანერგვის ეფექტურობა მან მრავალი წლის წინ თავის თავზე აშშ-ში გამოსცადა.შემდეგ კი პირველმა ამიერკავკასიაში, თბილისში 1997 წელს შემოიტანა და დაამკვიდრა ბუნებრივი თმის გადანერგვის ტექნოლოგიები.

mkurnali.ge

მითი 2

გადანერგვის პროცედურა მტკივნეულია

მანიპულაცია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე, პაციენტისათვის თავისუფალი რეჟიმის პირობებში. ზოგადად, თუ ადგილობრივი ანესთეზია არაა საკმარისი ადეკვატური გაყუჩებისთვის, მაშინ ინტრავენური და ბალანსირებული ანესთეზია კეთდება. თუმცა თმის გადანერგვის დროს ამის საჭიროება არ დგება ხოლმე.

ადგილობრივი ანესთეზია კეთდება სხვადასხვა მეთოდით: ინსულინის ნემსით, მეზოთერაპიული ანუ კიდევ უფრო წვრილი ნემსით. ხოლო მათთვის, ვისაც ტრიპანოფობია ანუ ნემსის შიში აქვს, ანესთეზია უნემსოდ, დერმაჯეტით უკეთდება. მეთოდის შერჩევა ხდება პაციენტის ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლის მიხედვით.

მთავარია, რომ თმის გადანერგვის კლინიკას ყველა არსებული მეთოდი ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების არსენალში და სასურველის პაციენტზე მორგება უკვე მარტივია. თმის გადანერგვის დროს მთავარია, რომ პირველი ანესთეზია გაკეთდეს უმტკივნეულოდ და ყოველი შემდეგის დამატება უკვე ანესთეზირებულ არეზე ხდება.

მითი 3

გადანერგილ თმას ეტყობა, რომ გადანერგილია

გადანერგილს თმას საერთოდ არ ეტყობა, რომ გადანერგილია. დღეს თმის ტრანსპლანტაციის მეთოდები ისეა დახვეწილი, რომ თავზე თმის გადანერგვა წვერისა და ტანიდანაც შესაძლებელია. ორგანიზმს გააჩნია უნარი, რომ გადანერგვიდან 5-6 თვის შემდეგ ტანიდან და წვერიდან გადანერგილი თმის სტრუქტურის გარჩევაც ვეღარ მოხერხდეს ადგილობრივი თმისგან. სტრუქტურა ხდება იდენტური და მათი დიფერენცირება შეუძლებელია.

დღეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები უკვე გრძელი თმის გადანერგვასაც აკეთებენ. ამ შემთხვევაში თავის გადაპარსვა საჭირო აღარაა და გადანერგვის პროცესი უცხო თვალისთვის სრულიად შეუმჩნეველი ხდება. გადანერგილი თმის ამოსვლაც ნელ-ნელა და ეტაპობრივად ხდება და ის ზედმეტად თვალშისაცემი არაა.

მითი 4 თმის გადანერგვის შემდეგ მთელი ცხოვრება წამლები უნდა სვა

თმის გადანერგვის შემდეგ წამლების დალევა სავალდებულო არაა. ექიმები რეკომედაციას უწევენ ხოლმე ორი სახის პრეპარატის მიღებას. ერთი, რომელიც სისხლძარღვთა ადგილობრივ მიკროცირკულაციას აუმჯობესებს, სასურველია, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში 2-3 თვის განმვლობაში მიიღოს პაციენტმა, რაც გადანერგილ თმას ადატპტაციაში ეხმარება.

მეორე მედიკამენტი კი ბლოკავს ანდროგენების სიჭარბეს და მას რეკომენდაციას უწევენ ხოლმე იმიტომ, რომ პაციენტს საკუთარი თმა არ გასცვივდეს. გადანერგილს კი გაცვენა არ ემუქრება. მისი მიღება სრულად პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული და არანაირი ვალდებულება არ არსებობს.

mkurnali.ge

მითი 5

თმის გადანერგვა ყველას არ შეუძლია

ხშირად ამბობენ, რომ თმის გადანერგვა ყველას არ შეუძლია და ამისთვის აუცილებელია, რომ პაციენტს გარკვეული რაოდენობის თმა ჰქონდეს. ესეც მითია, რადგან უიმედო პაციენტი არ არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალკვალიფიცური სამედიცინინო პერსონალის ჩართულობით თმის გადანერგვა წვერისა და ტანიდანაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ მიჩნეულია, რომ თმის გადანერგვა ყველას შეუძლია. ისე კი, თავიდან თმის ამოღების შემთხვევაში, არსებული თმის მაქსიმუმ 50%-ის ამოღებაა რეკომენდებული.

მნიშვნელოვანია, ამოღებისას დარჩენილი ღერები არ დააზიანო და ამოღებულებიდანაც ყველა სიცოცხლისუნარიანი იყოს. სწორად უნდა შეირჩეს სადონორო ზონაც. წინააღმდეგ შემთხვევაში გადანერგილი თმა შეიძლება, "გასცვივდეს". თმას თავისი არსებობის ფაზები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი მოსვენების ფაზაა. გადანერგვისას მოსვენების ფაზაში მყოფი ერთფოლიკულიანი მიკროგრაფტის ამოღება არ უნდა მოხდეს, რადგან გადანერგვის შემთხვევაში ახალი თმის რეპროდუქცირება არ მოხდება. ინერგება ზრდის ფაზაში მყოფი თმა, რომელიც ამოსვლას გადანერგვიდან 2-3 თვის შემდეგ იწყებს.