ცვივა თუ არა გადანერგილი თმა და ეტყობა თუ არა, რომ გადანერგილია? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

ცვივა თუ არა გადანერგილი თმა და ეტყობა თუ არა, რომ გადანერგილია?

ცვივა თუ არა გადანერგილი თმა და ეტყობა თუ არა, რომ გადანერგილია?
თუ ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნაზარდ თმის ღერებს განვალაგებთ
ერთმანეთის მიყოლებით, მთელი სიგრძე გამოვა 1126.5 კილომეტრზე მეტი. თმის ღერის ზრდის სიჩქარე არის დაახლოებით 12.7მმ თვეში, ანუ 15.24 სმ წელიწადში და 0.00001609კმ/სთში. 60 წლისათვის გაცვენილი თმების მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 4 მილიონია. თმის ცვენის გამოწვევა შეუძლია 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს.

თმა ყველაზე სქელია 20 წლისათვის, შემდეგ თხელდება და 70 წლისთვის ისეთი სისქე აქვს, როგორც ახალშობილს. სიმელოტის 90% კი ანდროგენული თმისცვენაა. თუმცა დღეს ანდროგენული და არც სხვა სახის სიმელოტე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან მსოფლიოში
და მათ შორის საქართველოშიც, თმის თანამედროვე მეთოდოლოგიით გადანარეგვა მაღალ დონეზეა განვითარებული.

mkurnali.ge

მიუხედავად ამისა მაინც არსებობს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრებები თმის გადანერგვის შესახებ, რომელიც როგორც თმის გადანერგვის კლინიკის Hairline International-ის დირექტორმა ირაკლი ბებიაშვილმა განმარტა მითები ყოფილა. მაშ ასე, ახლა წარმოგიდგენთ 5 მითსა და რეალობას თმის გადანერგვის
შესახებ, რომელზეც სწორედ ირაკლი ბებიაშვილი გვესაუბრება.

მითი 1
გადანერგილი თმა მალე ცვივა

გადანერგილი თმა მალე კი არა, საერთოდ არ ცვივა. ონკოლოგიური პათოლოგიისა და ქიმიოთერაპიის პროცედურები ერთადერთი შემთხვევეაა, როცა გადანერგილი თმა ცვივა. სხვა შემთხვევაში ანდროგენული ალოპეცია გადანერგილ თმას აღარ ემუქრება. სახელიდანაც ჩანს, რომ თმის ცვენის მიზეზი არის ანდროგენები, გადანერგილ თმაზე კი ანდროგენები ვერ მოქმედებენ და შესაბამისად, თმა არ ცვივა.

ამის კარგი დასტურია თავად Hairline International-ის დამფუძნებლის, პროფესორ თამაზ თამაზაშვილის შემთხვევა. თმის გადანერგვის ეფექტურობა მან მრავალი წლის წინ თავის თავზე აშშ-ში გამოსცადა.შემდეგ კი პირველმა ამიერკავკასიაში, თბილისში 1997 წელს შემოიტანა და დაამკვიდრა ბუნებრივი თმის გადანერგვის ტექნოლოგიები.

mkurnali.ge

მითი 2
გადანერგვის პროცედურა მტკივნეულია

მანიპულაცია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე, პაციენტისათვის თავისუფალი რეჟიმის პირობებში. ზოგადად, თუ ადგილობრივი ანესთეზია არაა საკმარისი ადეკვატური გაყუჩებისთვის, მაშინ ინტრავენური და ბალანსირებული ანესთეზია კეთდება. თუმცა თმის გადანერგვის დროს ამის საჭიროება არ დგება ხოლმე.

ადგილობრივი ანესთეზია კეთდება სხვადასხვა მეთოდით: ინსულინის ნემსით, მეზოთერაპიული ანუ კიდევ უფრო წვრილი ნემსით. ხოლო მათთვის, ვისაც ტრიპანოფობია ანუ ნემსის შიში აქვს, ანესთეზია უნემსოდ, დერმაჯეტით უკეთდება. მეთოდის შერჩევა ხდება პაციენტის ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლის მიხედვით.

მთავარია, რომ თმის გადანერგვის კლინიკას ყველა არსებული მეთოდი ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების არსენალში და სასურველის პაციენტზე მორგება უკვე მარტივია. თმის გადანერგვის დროს მთავარია, რომ პირველი ანესთეზია გაკეთდეს უმტკივნეულოდ და ყოველი შემდეგის დამატება უკვე ანესთეზირებულ არეზე ხდება.

მითი 3
გადანერგილ თმას ეტყობა, რომ გადანერგილია

გადანერგილს თმას საერთოდ არ ეტყობა, რომ გადანერგილია. დღეს თმის ტრანსპლანტაციის მეთოდები ისეა დახვეწილი, რომ თავზე თმის გადანერგვა წვერისა და ტანიდანაც შესაძლებელია. ორგანიზმს გააჩნია უნარი, რომ გადანერგვიდან 5-6 თვის შემდეგ ტანიდან და წვერიდან გადანერგილი თმის სტრუქტურის გარჩევაც ვეღარ მოხერხდეს ადგილობრივი თმისგან. სტრუქტურა ხდება იდენტური და მათი დიფერენცირება შეუძლებელია.

დღეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები უკვე გრძელი თმის გადანერგვასაც აკეთებენ. ამ შემთხვევაში თავის გადაპარსვა საჭირო აღარაა და გადანერგვის პროცესი უცხო თვალისთვის სრულიად შეუმჩნეველი ხდება. გადანერგილი თმის ამოსვლაც ნელ-ნელა და ეტაპობრივად ხდება და ის ზედმეტად თვალშისაცემი არაა.

მითი 4
თმის გადანერგვის შემდეგ მთელი ცხოვრება წამლები უნდა სვა

თმის გადანერგვის შემდეგ წამლების დალევა სავალდებულო არაა. ექიმები რეკომედაციას უწევენ ხოლმე ორი სახის პრეპარატის მიღებას. ერთი, რომელიც სისხლძარღვთა ადგილობრივ მიკროცირკულაციას აუმჯობესებს, სასურველია, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში 2-3 თვის განმვლობაში მიიღოს პაციენტმა, რაც გადანერგილ თმას ადატპტაციაში ეხმარება.

მეორე მედიკამენტი კი ბლოკავს ანდროგენების სიჭარბეს და მას რეკომენდაციას უწევენ ხოლმე იმიტომ, რომ პაციენტს საკუთარი თმა არ გასცვივდეს. გადანერგილს კი გაცვენა არ ემუქრება. მისი მიღება სრულად პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული და არანაირი ვალდებულება არ არსებობს.

mkurnali.ge

მითი 5
თმის გადანერგვა ყველას არ შეუძლია

ხშირად ამბობენ, რომ თმის გადანერგვა ყველას არ შეუძლია და ამისთვის აუცილებელია, რომ პაციენტს გარკვეული რაოდენობის თმა ჰქონდეს. ესეც მითია, რადგან უიმედო პაციენტი არ არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალკვალიფიცური სამედიცინინო პერსონალის ჩართულობით თმის გადანერგვა წვერისა და ტანიდანაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ მიჩნეულია, რომ თმის გადანერგვა ყველას შეუძლია. ისე კი, თავიდან თმის ამოღების შემთხვევაში, არსებული თმის მაქსიმუმ 50%-ის ამოღებაა რეკომენდებული.

მნიშვნელოვანია, ამოღებისას დარჩენილი ღერები არ დააზიანო და ამოღებულებიდანაც ყველა სიცოცხლისუნარიანი იყოს. სწორად უნდა შეირჩეს სადონორო ზონაც. წინააღმდეგ შემთხვევაში გადანერგილი თმა შეიძლება, "გასცვივდეს". თმას თავისი არსებობის ფაზები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი მოსვენების ფაზაა. გადანერგვისას მოსვენების ფაზაში მყოფი ერთფოლიკულიანი მიკროგრაფტის ამოღება არ უნდა მოხდეს, რადგან გადანერგვის შემთხვევაში ახალი თმის რეპროდუქცირება არ მოხდება. ინერგება ზრდის ფაზაში მყოფი თმა, რომელიც ამოსვლას გადანერგვიდან 2-3 თვის შემდეგ იწყებს.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 30-03-2019
alo
ნერგები სად იყიდება ?
თარიღი : 25-03-2019
ზურა
ჩემი აზრით ყველაფერი მითი არ უნდა იყოს. თმაგადანერგილების უარყოფითი გამოხმაურებებიც წამიკითხავს.
თარიღი : 20-03-2019
ვახო
გამარჯობა. თმის გადანერგვა მინდა მაგრამ საკმარისი რაოდენობა არ მაქვს კეფაზე სადონორო. მაქვს ფეხებზე ბანჯგვლები, თუ შესაძლებელია კეფიდან გადანერგილ თმასთან ერთად სიხშირის და მოცულობის გასაზრდელად ჩამატება ფეხის ბეწვის? და თუ შეიძლება შემდგომში თუ გაიზრდება სიგრძეში როგორც თმის ღერები?
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მსგავსი სიახლეები
ფილტვების გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) სადღეისოდ ფილტვის ზოგიერთი დაავადების
05-12-2018
თმის გადანერგვა საქართველოში დააფუძნა პროფ.თამაზ თამაზაშვილმა,რომელმაც 1998 წელს თბილისში დააარსა პირველი თმის ტრანსპლანტაციის კლინიკა "თალიზი"
19-10-2018
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
ეფექტი განსხვავებულია სქესის მიხედვით. ქალებისთვის არაა რეკომენდებული ჩართული კონდიციორებისა და
განაყოფიერება სქესობრივი ურთიერთობის თანამდევი პროცესია. ამ დროს საშოში დაახლოებით 3-5 მლ სპერმა ხვდება,
ტანსაცმელმა რომ დიდხანს შეინარჩუნოს ფორმა და ფერი, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
სახის კანის ხარისხიანი დატენიანება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მისთვის სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
ტრადიციული აღმოსავლური მედიცინა, საზოგადოდ, დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ცხოვრების წესს (სტილს).
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად