რა პროფილაქტიკური ანალიზების ჩატარებაა საჭირო, ჯანმრთელობა რომ შევინარჩუნოთ? - ექიმი თამარ მამაცაშვილი გვირჩევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა პროფილაქტიკური ანალიზების ჩატარებაა საჭირო, ჯანმრთელობა რომ შევინარჩუნოთ? - ექიმი თამარ მამაცაშვილი გვირჩევს

რის მიზეზადაც უდროობას, უსახსრობას ასახელებს. ზოგჯერ შიშიც აქვს, გაურბის კვლევების შედეგებს.

ჯანმრთელობა ნებისმიერი ადამიანისთვის ძვირფასი, მნიშვნელოვანია და მასზე ზრუნვა - სავალდებულო. ამიტომ, საჭიროა, წელიწადში რამდენიმე კვლევის ჩატარება, ხოლო თუ რა ანალიზებია იმისთვის საჭირო, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" და mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი გვირჩევს:

- დაავადებათა პროფილაქტიკა გაცილებით უფრო იაფი ჯდება და ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების უფრო კარგი საშუალებაა, ვიდრე უკვე განვითარებული და გართულებული პათოლოგიების მკურნალობა. პროფილაქტიკისთვის კი საკმარისია წელიწადში ერთხელ მაინც სულ რამდენიმე ანალიზის ჩატარება. ეს ანალიზებია:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • შარდის საერთო ანლიზი
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - ქოლესტერინისა და მისი ფრაქციების გამოკვლევა, გლუკოზა სისხლში, კრეატინინი, რომელიც თირკმლის ფილტრაციულ ფუნქციას გვიჩვენებს.
სისხლის საერთო ანალიზი გვაწვდის ინფორმაციას, ხომ არ მიდის ორგანიზმში ფარული ინფექცია, ანთება, ხომ არ არის ანემია, ხომ არ არის იმუნიტეტი დაქვეითებული, ალერგიისაკენ მიდრეკილება.

შარდის ანალიზით კი ვნახულობთ თირკმლის ფუნქციურ მდგომარეობას, საშარდე გზებში მიმდინარე ანთებებს და სხვა პათოლოგიებს.

ბიოქიმიური ანალიზები საშუალებას მოგვცემს, ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და მათი რისკ-ფაქტორები. დროულად გამოვლენის შემთხვევაში კი შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ამ დაავადებების მძიმე გართულებები: ინსულტი, ინფარქტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

მათ, ვინც ხშირად სტუმრობს სტომატოლოგს, იკეთებს ტატუირებას, არის ნარკოტიკების მომხმარებელი, ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორებს, უწევს ოპერაციული ჩარევა რაიმე ქირურგიული პრობლემის გამო, აუცილებლად უნდა ჩაიტარონ სისხლის ანალიზი ბ და ც ჰეპატიტებზე და შიდსზე.

40 წლის ასაკიდან ამ გამოკვლევებს უნდა დაემატოს:

ქალებში - მამოგრაფია და გინეკოლოგიური გასინჯვა, პაპ-ტესტი. ჩვენთან ეს კვლევები სკრინიგ-პროგრამით არის უზრუნველყოფილი და აბსოლუტურად უფასოა. საშვილოსნოს კიბოს გაახალგაზრდავების და გახშირების გამო პაპ-ტესტი 25 წლიდან ტარდება.

50 წლიდან მამაკაცებში - სისხლში პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის - პსა-ს ანალიზი. პსა გამოავლენს წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეს და სიმსივნისწინა მდგომარეობებს. სხვათა შორის, დროულად გამოვლენილი პროსტატის კიბო, ოპერაციული მკურნალობის შედეგად სრულად იკურნება!

50 წლის შემდეგ საჭირო და აუცილებელია მსხვილი ნაწლავის სკრინინგიც - სისხლდენაზე სპეციალური ტესტი (FOBT). ასევე ურიგო არ იქნება, თუ გასტროსკოპიულ კვლევასაც ჩავიტარებთ. იმ ქვეყნებში, სადაც ეს კვლევები მასობრივად ტარდება, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზით სიკვდილიანობამ მკვეთრად იკლო.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში, როგორც იოდდეფიციტის ენდემურ კერაში, სავალდებულო კვლევებს დაემატა ფარისებრი ჯირკვლის პროფილაქტიკური გამოკვლევა (TSH, ექოსკოპია). კვლევის პასუხის შემდეგ გადაწყდება, რა პერიოდულობით დასჭირდება ადამიანს ამ მიმართულებით შემდგომი მონიტორინგი.