რატომ არის ქაღალდით გაჭრილი ასე მტკივნეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის ქაღალდით გაჭრილი ასე მტკივნეული

ნერვული დაბოლოებები განსაკუთრებით კონცენტრირებულია უშუალოდ მოძრაობასა და შეგრძნებებისთვის მნიშვნელოვან ადგილებში (ტუჩები, თითების ბოლოები). ეს ნერვული დაბოლოებები ცნობილია, როგორც ნოციცეპტორები. ეს უკანასკნელი უგზავნის ტვინს სიგნალს იმ საგნებზე, რომელთაც კანის დაზიანება შეუძლიათ (ექსტრემალურად მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ქიმიური ნივთიერებები). ამით აიხსნება რატომ არის ამდენად მტკივნეული ხელზე ჭრილობა.

გარდა ამისა, თითებზე ჭრილობა დიდხანს ხორცხდება და მუდმივად ღიზიანდება, რადგანაც ხელები მუდმივ ხმარებაშია და ჭრილობის იზოლირება ძნელია. ქაღალდის ფურცელს მაქსიმალურად ბასრი და ამავდროულად დაკბილული კიდე აქვს, რის გამოც რჩება უსწორმასწორო ჭრილობა.

ქაღალდი მზადდება ხისგან და სხვადასხვანაირი ბოჭკოსგან, რომელიც შეიძლება მოხვდეს ჭრილობაში და ხელი შეუშალოს შეხორცებას. ღრმა ჭრილობისას, ორგანიზმი იწყებს სისხლდენის შემაჩერებელი თრომბის ფორმირებას, რომელზეც წარმოიქმნება დამცავი ქერქი. ქაღალდისგან მიღებულ ჭრილობაზე ეს არ ხდება. ასეთი ჭრილობა საკმარისად ღრმაა, რომ შეეხოს რეცეპტორებს, მაგრამ სისხლის შედედების მექანიზმის ჩასართავად არაიმდენად ღრმა. კანსაც უფრო მეტი დრო სჭირდება დაზიანებული უბნის ახალი უჯრედებით შესაცვლელად.

ლალი ჩხიკვაძე