რჩევები მათთვის, ვინც კომპიუტერსა და სხვა მოწყობილობებზეა დამოკიდებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები მათთვის, ვინც კომპიუტერსა და სხვა მოწყობილობებზეა დამოკიდებული

ჭამის დროს ბევრი მობილური მოწყობილობით ან ტელევიზორით ერთობა, დროს არ კარგავს სიახლებიის გასაცნობად ან ვირტუალური ურთიერთობებისთვის, რაც ყოვლად დაუშვებელია. ჭამის დროს უნდა კონცენტრირდეთ მხოლოდ საკვების მიღებაზე, იფიქროთ საჭმელზე და ისიამოვნოთ. მხოლოდ ამ გზით შეგერგებათ მიღებული საკვები, სრულფასოვნად მოინელებთ მას და სარგებლობას მოუტანთ ორგანიზმს.

2) კომპიუტერი აზიანებს თქვენს მხედველობას!

არავისთვისაა ახალი, რომ კომპიუტერთან მუშაობა ვნებს მხედველობას. თუ თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე ვერ ამცირებთ კომპიუტერთან ურთიერთობის დროს, მონიტორს მაინც დაშორდით მაქსიმალურად. როდესაც მონიტორთან ახლოს ზიხართ, თქვენი თვალები მუდმივად დაძაბულია და ერთ წერტილზეა კონცეტრირებული, სწორედ ამის გამო ვნებს კომპიუტერი თქვენს თვალებს. შეეცადეთ, მონიტორთან ჯდომისას ხშირად ახამხამოთ თვალები, პერიოდულად კი მოაცილოთ ისინი კომპიუტერს და მზერა დაშორებულ ობიექტზე გადაიტანოთ.

3) ძილის წინ მაინც დაისვენეთ მობილური მოწყობილობებისაგან!

მობილურ მოწყობილობებზე დამოკიდებულება დღეს ბევრის პრობლემაა. აუცილებლად გამორთეთ ისინი დაძინებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე. თუ ამას შეძლებთ, მალევე დარწმუნდებით რა სარგებლობას მოგიტანთ ეს წესი. კომპიუტერის, ტელევიზორისა თუ მობილური მოწყობილობიდან მომავალი მავნე გამოსხივება დამღუპველად მოქმედებს არა მხოლოდ მხედველობაზე, არამედ ტვინზეც. ფსიქიკის დარღვევა და ძილის გაუარესება ცალსახად ამ მავნე გამოსხივების გავლენის შედეგია. თუ დაძლევთ მობილურ მოწყობილობებზე დამოკიდებულების დამღუპველ ჩვევას, მეტი დრო გაგიჩნდებათ დაგეგმვისა და კრეატიული აზროვნებისთვის, თუნდაც ძილის წინ ერთ საათში უამრავ სასიკეთო საქმეს მოასწრებთ, შეძლებთ გააანალიზოთ, გაშიფროთ თავს გადამხდარი და მოემზადოთ მეორე დღისთვის.

თინათინ გოცაძე