რას გვატყობინებს ნერწყვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვატყობინებს ნერწყვი

მაგრამ ორგანიზმის მდგომარეობის არანაკლები სავიზიტო ბარათია ნერწყვი. რა შემთხვევაშია საჭირო მისი ანალიზი.

ნამდვილი კოქტეილი

სანერწყვე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სითხე ცილების, ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების მთელი კოქტეილია, თუმცა მისი უდიდესი ნაწილი, 98-99%, წყალია. იოდის, კალციუმის, კალიუმის, სტრონციუმის კონცენტრაცია ნერწყვში რამდენჯერმე მეტია, ვიდრე სისხლში. ნერწყვში არსებული მიკროელემენტებია: რკინა, სპილენძი, მარგანეცი, თუთია, კალიუმი, ნიკელი, ლითიუმი, ალუმინი, ნატრიუმი, კალციუმი, ქრომი, ვერცხლი, ბისმუტი, ტყვია.

იგი ღვიძლის ერთგვარ დამცველადაც გვევლინება. ჩ ჰეპატიტი შეიძლება გამოვლინდეს ნერწყვის ანალიზით.

ასეთი მდიდარი შემადგენლობა უზრუნველყოფს ნერწყვის ფერმენტების სწორ ფუნქციონირებას, რომლებიც საკვების გადამუშავებას იწყებენ უკვე პირის ღრუში. ერთ-ერთ ფერმენტს, ლიზოციმს, გააჩნია მნიშვნელოვანი ბაქტერიციდული მოქმედება და მას გამოყოფენ ზოგიერთი წამლის მოსამზადებლად.

წყლულიდან ინფექციამდე

გამოცდილმა ექიმმა ნერწყვის ხასიათით შეიძლება დაადგინოს ზოგიერთი ორგანოს მდგომარეობა და ფუნქციონირება, ასევე ადრეულ სტადიაზე გამოავლინოს გარკვეული დაავადებები.

ინფექციური დაავადებებისას ნერწყვის ტუტე რეაქცია იცვლება მჟავად.

ნეფრიტის დროს ნერწყვში იზრდება აზოტის რაოდენობა, იგივე ხდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას ნერწყვი ხდება წებოვანი და ქაფიანი.

იცვლება ნერწყვის შემადგენლობა ზოგიერთი სიმსივნის დროსაც, რაც დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, მაშინ როდესაც კლინიკური სურათი ჯერ კიდევ არ არის გამოხატული.

რა იწვევს პირიდან უსიამოვნო სუნს

ორგანიზმის დაბერებასთან ერთად ნერწყვში ირღვევა მიკრო- და მაკროელემენტების პროპორცია, რაც იწვევს კბილის ქვის დალექვას, იზრდება კარიესისა და პაროდონტის ანთებითი დაავადებების ალბათობა.

ნერწყვის შემადგენლობა იცვლება შიმშილის, ასევე ჰორმონული ბალანსის ზოგიერთი დარღვევის დროს.

საეჭვო ნიშნები

ნერწყვის ანალიზი კეთდება ლაბორატორიაში სპეციალური რეაგენტებისა და ხელსაწყოების საშუალებით. ზოგჯერ ნერწყვის ცვლილება იმდენად ძლიერია, რომ ადამიანმა ყოველგვარი კვლევის გარეშე შეიძლება იეჭვოს პათოლოგიური პროცესი.

ნერწყვის ფერის შეცვლა - კუჭ-ნაწლავის სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს ნერწყვი ხდება მოყვითალო (იგივეა ხანდაზმულ მწეველებში, რაც რომელიმე შინაგან პათოლოგიაზე მეტყველებს).

ნერწყვის ნაკლებობა, პირის სიმშრალე, შეიძლება იყოს დიაბეტის, ჰორმონული დარღვევის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მანიშნებელი.

ნერწყვის ჭარბად გამოყოფა, რომელიც არ უკავშირდება გემრიელი საკვების მიღებას, მეტყველებს დარღვევაზე, შეიძლება იყოს ზოგიერთი სიმსივნის ან ჰორმონული დისბალანსის ნიშანი.

ნერწყვის მწარე გემო ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პათოლოგიის სიგნალია.

ნებისმიერი ამგვარი გამოვლინებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია დამატებითი კვლევების ჩასატარებლად და დარღვევის ზუსტი მიზეზის დასადგენად.