როგორ და რატომ უნდა გამოვირეცხოთ ცხვირი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ და რატომ უნდა გამოვირეცხოთ ცხვირი

რომელიც, სათანადო თერაპიის გარეშე, შეიძლება ჰაიმორიტითაც კი გართულდეს. ამის ასარიდებლად ოტოლარინგოლოგები მარილიანი წყლით ცხვირის გამორეცხვას გვირჩევენ, ანუ ირიგაციული თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარებას. თუმცა ცოტამ თუ იცის მისი სწორად გაკეთება.

ირიგაციული თერაპიის ჩვენებები

დასაწყისისთვის გავარკვიოთ, რისთვისაა საჭირო შინაურ პირობებში ცხვირის გამორეცხვა მარილიანი წყლით. ეს პროცედურა ტარდება ცხვირის ღრუს წიაღებისა და სავალების გასასუფთავებლად დაგროვილი ლორწოსგან, რომელიც ვირუსებისა და სხვა პათოგენური მიკროორგანიზმების საპასუხოდ გამოყო ორგანიზმმა. ცოტამ თუ იცის, რომ ცხვირის გამორეცხვა რეკომენდებულია არა მარტო სურდოს, არამედ სხვა დაავადებების დროსაც, როგორებიცაა:

  • ლარინგიტი, ფარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ლარინგოტრაქეიტი და სხვა.
  • რეგულარული დილის შაკიკი;
  • ლორწოვანის შეშუპებით მიმდინარე გამოხატული ალერგიული რეაქციები;
  • აპათი, დეპრესიული მდგომარეობა;
  • უსაფუძვლო დაღლილობა.

ცხვირის გამორეცხვისას მარილიანი წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის სავალებიდან გამოგვაქვს ინფექცია, ალერგენები, რითაც ბუნებრივად ვზრდით ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს.

ირიგაციული თერაპიის ჩატარების წინ აუცილებელია ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია.

ცხვირის გამორეცხვის პროცესი

ყველაზე კარგი ამ დროს ზღვის წყალია. თითოეული ნესტოს გამოსასუფთავებლად დაახლოებით 200 მლ სითხეა საჭირო.

1. ცხვირის სავალები გაისუფთავეთ ფიზიოლოგიური საშუალებით (ცხვირის მოხოცვა).

2. თავი გვერდზე უნდა იყოს გადახრილი და მაქსიმალურად მიბჯენილი მხართან;

3. აუცილებელი ოდენობის სითხე შევიყვანოთ ერთ ნესტოში და შემდეგ გადავიდეთ მეორე ნესტოს მანიპულაციაზე;

4. გამორეცხვის დროს კატეგორიულად არ შეიძლება სუნთქვის შეკავება. ისუნთქეთ პირით თანაბრად და მშვიდად. თუ შეიკავებთ სუნთქვას, შეიძლება ხსნარი გადავიდეს ქვედა სასუნთქ გზებში, რამაც შესაძლოა უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს;

5. პროცედურის დასრულების შემდეგ 1 საათი მაინც უნდა იყოთ სახლში, მოერიდეთ ორპირს და არ მოსწიოთ.

ირიგიციული თერაპიის სწორად ჩატარებისას ვერანაირ დისკომფორტს ვერ იგრძნობთ. მდგომარეობის გაუარესების ან ლორწოვანის შეშუპების შემთხვევაში მიმართეთ ექიმ-ლარინგოლოგს.

ცხვირის გაჭედილობისას ცხვირის გამორეცხვა დასაშვებია დღეში 3-4-ჯერ. პროფილაქტიკურად კვირაში 2-ჯერ.