ჯანსაღი საძინებელი რომ გვქონდეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ჯანსაღი საძინებელი რომ გვქონდეს

ჯანსაღი საძინებელი რომ გვქონდეს
ძილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, პროცესი, როცა ნერვული სისტემა ისვენებს და ფსიქიკა განიტვირთება. თუ ადამიანს ცუდად სძინავს, უთუოდ უნდა ვეძებოთ მიზეზი. აუცილებელი არ არის, უძილობა დაავადებას უკავშირდებოდეს. ის შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანმა გამოიწვიოს და ადამიანი გამაღიზიანებელი სიფხიზლის მდგომარეობაში ჩავარდეს, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ:

  • დღე-ღამეში საშუალოდ 6 საათი მაინც გვეძინოს;
  • ერთსა და იმავე დროს დაწექით დასაძინებლად:
  • ივახშმეთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, მაგრამ ნურც მშიერი დაიძინებთ;
  • ეცადეთ, ძილის წინ დაისვენოთ;
  • ნუ წაიკითხავთ უშუალოდ ძილის წინ;
  • დაწოლამდე გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • მოიწესრიგეთ საწოლი ოთახი ან კუთხე.

სრულფასოვანი ძილისა და დასვენებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
საწოლ ოთახს. ის ბინის ყველაზე მყუდრო და მოხერხებულ ადგილას უნდა მდებარეობდეს. მნიშვნელოვანია, როგორი ავეჯი დგას საწოლ ოთახში, როგორია თავად საწოლი, რა ფერია ოთახის კედლები - მათი ფერი საოცრად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, მის განწყობილებაზე, ამიტომ ის დამამშვიდებელი უნდა იყოს, მაგალითად, ცისფერი ან ვარდისფერი.

ფსიქიკაზე გავლენას ახდენს
ფარდების ფორმა და ფერიც, ამიტომ ის უნდა შეეფერებოდეს ინტერიერს და ჰარმონიულად ერწყმოდეს მას. კომფორტი და მყუდროება, ტრადიციისამებრ, რბილ ავეჯთან ასოცირდება. რასაკვირველია, ასეთი ავეჯი ლამაზია, თუმცა ჯანმრთელობა და ესთეტიკა ყოველთვის ერთსა და იმავეს როდი ნიშნავს.

საწოლი ოთახის ავეჯი რბილქსოვილგადაკრული, მაგრამ მკვრივი უნდა იყოს - სწორედ ეს არის სრულფასოვანი დასვენების საწინდარი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ტორსის ფიზიოლოგიური პოზიციის შესანარჩუნებლად მათ სწორი და შედარებით მყარი ზედაპირი სჭირდებათ. რბილი საწოლი საფრთხეს უქმნის ხერხემალს, განსაკუთრებით - ბავშვისა და მოზარდისას.

ავეჯის გადასაკრავად კი - ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა, მტკიცე და ხარისხიანი ქსოვილია გობელენი (ჟაკარდი). იგი ფართოდ გამოიყენება როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე ინტერიერის შესაქმნელად. ლეიბი მკვრივი უნდა იყოს, საბანი - თხელი და მსუბუქი. ზედმეტად თბილი და ფუმფულა ქვეშაგები აფრთხობს ძილს და აღვიძებს სქესობრივ აღგზნებას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მატყლისა და ბუმბულის ქვეშაგები არასასურველია მათთვის, ვინც ალერგიისკენაა მიდრეკილი. მათ სინთეტიკური მასალის ლეიბებს, ბალიშებსა და საბანს ვურჩევთ. სწორად უნდა შეირჩეს საწოლის თეთრეულიც - ის უნდა იყოს ნაზი, ნატურალური ქსოვილის, სასიამოვნო ფერისა და, რაც მთავარია, მოხერხებული.

ბავშვებისთვის სპეციალისტები ჭრელ, მოჩითულ, მოხატულ თეთრეულს გვირჩევენ - ის აღვიძებს ფანტაზიას, დაძაბულობისა და შფოთვის დროს ეხმარება ყურადღების გადატანას, ამშვიდებს ბავშვს, ნაზი და სასიამოვნო ფერთა შეხამება კი მას ძილს ჰგვრის.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
უკვე დადგენილია, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ქალებთან სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი რამდენადმე
22-07-2019
მხოლოდ 16 წუთითაც კი ძილის დანაკლისი მეორე დღეს შრომის ეფექტურობას მნიშვნელოვნად აქვეითებს. სამხრეთ
12-06-2019
პედიატრები გვირჩევენ ჩვილები მყარ ზედაპირზე, ყოველგვარი ბალიშის გარეშე დავაძინოთ. ჩვილების
28-05-2019
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ამოსოვის პასტა იმუნიტეტის გამაძლიერებელი უნიკალური საშუალებაა.
ამოსოვის პასტა იმუნიტეტის გამაძლიერებელი უნიკალური საშუალებაა.
ზოგიერთმა მავნე ჩვევამ შეიძლება დაასამაროს პირადი ცხოვრება. აქედან
ვიტამინების მიღება ექიმის კონტროლით უნდა მოხდეს. მაღალი დოზებით ვიტამინების მიღებამ შეიძლება
750000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების მასშტაბური ანალიზი ჩატარდა ა.შ.შ-.ს კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის,
უსაფრთხოდ ითვლება 5 სმ-მდე ზომის ქუსლი, ოპტიმალურად - 3 სმ. ქუსლი, რაც უფრო მაღალია,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად