როგორ გავყინოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავყინოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის?

შემოგთავაზებთ ბადრიჯნის გაყინვის 3 მეთოდს, რომლებსაც არც ძალისხმევა სჭირდება და შედეგით სტერილიზაციასაც არ ჩამოუვარდება.

როგორ გავყინოთ დაჭრილი უმი ბადრიჯანი

აარჩიეთ საშუალო ზომის საღი ბოსტნეული, კარგად გარეცხეთ და რგოლებად ან ზოლებად დაჭერით. გალღობის შემდეგ ბადრიჯანმა ფორმა და გემო მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს, სითხე უნდა მოაცილოთ. ამისთვის დაჭრილ ბოსტნეულს მსხვილი მარილი მოაყარეთ და ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათით დატოვეთ. გამოყოფილი წვენი გადაღვარეთ, ბადრიჯანი გამდინარე წყლით გარეცხეთ და საწურზე გადაიტანეთ. ბადრიჯანი სითხისგან რომ დაიცლება, მსუბუქად გაწურეთ, რათა ნაჭრებმა დეფორმაცია არ მიიღოს.

ახლა ბოსტნეულის ბლანშირების (ცხელი წყლით ან ორთქლით დამუშავება) პროცესს უნდა შეუდგეთ.

ამის გაკეთება რამდენიმე მეთოდით შეიძლება. თქვენთვის სასურველი და მოსახერხებელი თავად ამოირჩიეთ:

1. საშუალო ზომის ქვაბი წყლით სანახევროდ აავსეთ და ცეცხლზე დაადგით. წყალი რომ ადუღდება, ბადრიჯნის ნაჭრები ჩაუშვით და 2-4 წუთით გააჩერეთ;

ან:

2. ბადრიჯნის ნაჭრები მიკროტალღური ღუმლის ქვაბში ჩააწყვეთ. ცოტაოდენი წყალი დაასხით და მიკროტალღურ ღუმელში შედგით. მოწყობილობა 800-900 ვატის სიმძლავრეზე 3-4 წუთით ჩართეთ;

ან:

3. ბადრიჯანი ორთქლის ქვაბში 2-4 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.

ბლანშირებული ბოსტნეული წვენსაწურზე გადაიტანეთ, კარგად გააცივეთ და დაელოდეთ, სანამ სითხე მთლიანად დაიწურება; ამის შემდეგ ბოსტნეული კონტეინერებში გაანაწილეთ, თავზე დაახურეთ და საყინულეში მოათავსეთ.

შენიშვნა: ამგვარი წესით გაყინული ბადრიჯანი ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივრის საერთო კამერაში უნდა გაადნოთ. მისი გამოყენება ნებისმიერ კერძშია შესაძლებელი.

როგორ გავყინოთ შემწვარი ბადრიჯანი

ბუნებრივია, შემწვარი ბადრიჯანი რომ გაყინოთ, ჯერ უნდა შეწვათ. კარგად გარეცხილი ბადრიჯანი სასურველ ნაჭრებად დაჭერით, მარილი მოაყარეთ და რამდენიმე საათი გააჩერეთ.

გამოყოფილი წვენი გადაღვარეთ, ბოსტნეულს წყალი გადაავლეთ და ქაღალდის ხელსახოცზე დაყარეთ, რათა ზედმეტი სითხე მოსცილდეს.

ბადრიჯნის ნაჭრები ორივე მხრიდან შეწვით და ზედმეტი ზეთი რომ არ გაჰყვეს, ტაფიდან გადმოღებული ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ. კარგად რომ გაცივდება, აიღეთ ლანგარი, რომელიც საყინულეში თავისუფლად შეეტევა, დააფინეთ შესაფუთი პოლიეთილენის ფირი და ბოსტნეული ერთ ფენად დააწყვეთ. თავზე ისევ პოლიეთილენის ფირი დააფარეთ და ისევ ბადრიჯანი დააწყვეთ. ბოლომდე ასე გააგრძელეთ და ლანგარი მაცივარში შედგით.

რამდენიმე საათის შემდეგ ბოსტნეულით სავსე ლანგარი მაცივრიდან გამოიღეთ და შეამოწმეთ, კარგად გაიყინა თუ არა. თუ გაყინულია, შეგიძლიათ, პროდუქტი გასაყინ პაკეტებში გადაიტანოთ. პაკეტებიდან ჰაერი გამოუშვით და მჭიდროდ შეკარით. ამგვარად დამუშავებული ბადრიჯანი საყინულე კამერაში ნახევარი წელი ინახება.

გამოყენების წინ ბოსტნეული ოთახის ტემპერატურაზე გაადნეთ და ზეთიან ტაფაზე რამდენიმე წუთით კიდევ შებრაწეთ.

როგორ გავყინოთ მთლიანი ბადრიჯანი

მთლიანი ბადრიჯნის გაყინვა კიდევ უფრო ადვილია, ოღონდ ამისთვის ბოსტნეული გაზქურაში უნდა გამოაცხოთ.

საშუალო ზომის ბადრიჯნები გარეცხეთ და გააშრეთ. ჩანგლით დაჩხვლიტეთ და გაზქურის თუნუქის ფურცელზე დაალაგეთ, რომელზეც ცოტაოდენი ზეთი უნდა დაასხათ.

ბადრიჯანი 200 გრადუსზე დაახლოებით ნახევარი საათი უნდა აცხოთ.

მზა ბოსტნეული გამოიღეთ, კანი გააცალეთ და მსუბუქად გაწურეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაცილოთ. ბოსტნეული გასაყინ პაკეტებში მოათავსეთ და საყინულე კამერაში შეინახეთ.

გადნობის შემდეგ სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად დაჭერით და ნებისმიერი კერძი მოამზადეთ.