როგორ გავყინოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373

როგორ გავყინოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის?

როგორ გავყინოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის?
სტერილიზაციის პროცესი ბევრ დიასახლისს აფრთხობს და ზამთრისთვის პროდუქტების მომარაგების სურვილს უკარგავს. შემოგთავაზებთ ბადრიჯნის გაყინვის 3 მეთოდს, რომლებსაც არც ძალისხმევა სჭირდება და შედეგით სტერილიზაციასაც არ ჩამოუვარდება.

როგორ გავყინოთ დაჭრილი უმი ბადრიჯანი

აარჩიეთ საშუალო ზომის საღი ბოსტნეული, კარგად გარეცხეთ და რგოლებად ან ზოლებად დაჭერით. გალღობის შემდეგ ბადრიჯანმა ფორმა და გემო მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს, სითხე უნდა მოაცილოთ. ამისთვის დაჭრილ ბოსტნეულს მსხვილი მარილი მოაყარეთ და ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათით დატოვეთ. გამოყოფილი წვენი გადაღვარეთ, ბადრიჯანი გამდინარე წყლით გარეცხეთ და საწურზე გადაიტანეთ. ბადრიჯანი სითხისგან რომ დაიცლება, მსუბუქად
გაწურეთ, რათა ნაჭრებმა დეფორმაცია არ მიიღოს.

ახლა ბოსტნეულის ბლანშირების (ცხელი წყლით ან ორთქლით დამუშავება) პროცესს უნდა შეუდგეთ.

ამის გაკეთება რამდენიმე მეთოდით შეიძლება. თქვენთვის სასურველი და მოსახერხებელი თავად ამოირჩიეთ:

1. საშუალო ზომის ქვაბი წყლით სანახევროდ აავსეთ და ცეცხლზე დაადგით. წყალი რომ ადუღდება, ბადრიჯნის ნაჭრები ჩაუშვით და
2-4 წუთით გააჩერეთ;

ან:

2. ბადრიჯნის ნაჭრები მიკროტალღური ღუ­მ­ლის ქვაბში ჩააწყვეთ. ცოტაოდენი წყალი დაა­სხით და მიკროტალღურ ღუმელში შედგით. მოწყობილობა 800-900 ვატის სიმძლავრეზე 3-4 წუთით ჩართეთ;

ან:

3. ბადრიჯანი ორთქლის ქვაბში 2-4 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.

ბლანშირებული ბოსტნეული წვენსაწურზე გადაიტანეთ, კარგად გააცივეთ და დაელოდეთ, სანამ სითხე მთლიანად დაიწურება; ამის შემდეგ ბოსტნეული კონტეინერებში გაანაწილეთ, თავზე დაახურეთ და საყინულეში მოათავსეთ.

შენიშვნა: ამგვარი წესით გაყინული ბადრიჯანი ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივრის საერთო კამერაში უნდა გაადნოთ. მისი გამოყენება ნებისმიერ კერძშია შესაძლებელი.

როგორ გავყინოთ შემწვარი ბადრიჯანი

ბუნებრივია, შემწვარი ბადრიჯანი რომ გაყინოთ, ჯერ უნდა შეწვათ. კარგად გარეცხილი ბადრიჯანი სასურველ ნაჭრებად დაჭერით, მარილი მოაყარეთ და რამდენიმე საათი გააჩერეთ.

გამოყოფილი წვენი გადაღვარეთ, ბოსტნე­ულს წყალი გადაავლეთ და ქაღალდის ხელსახოცზე დაყარეთ, რათა ზედმეტი სითხე მოსცილდეს.

ბადრიჯნის ნაჭრები ორივე მხრიდან შეწვით და ზედმეტი ზეთი რომ არ გაჰყვეს, ტაფიდან გადმოღებული ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ. კარგად რომ გაცივდება, აიღეთ ლანგარი, რომელიც საყინულეში თავისუფლად შეეტევა, დააფინეთ შესაფუთი პოლიეთილენის ფირი და ბოსტნეული ერთ ფენად დააწყვეთ. თავზე ისევ პოლიეთილენის ფირი დააფარეთ და ისევ ბადრიჯანი დააწყვეთ. ბოლომდე ასე გააგრძელეთ და ლანგარი მაცივარში შედგით.

რამდენიმე საათის შემდეგ ბოსტნეულით სა­ვსე ლანგარი მაცივრიდან გამოიღეთ და შეამოწმეთ, კარგად გაიყინა თუ არა. თუ გაყინულია, შეგიძლიათ, პროდუქტი გასაყინ პაკეტებში გადაიტანოთ. პაკეტებიდან ჰაერი გამოუშვით და მჭიდროდ შეკარით. ამგვარად დამუშავებული ბადრიჯანი საყინულე კამერაში ნახევარი წელი ინახება.

გამოყენების წინ ბოსტნეული ოთახის ტემპერატურაზე გაადნეთ და ზეთიან ტაფაზე რამდენიმე წუთით კიდევ შებრაწეთ.

როგორ გავყინოთ მთლიანი ბადრიჯანი


მთლიანი ბადრიჯნის გაყინვა კიდევ უფრო ადვილია, ოღონდ ამისთვის ბოსტნეული გაზქურაში უნდა გამოაცხოთ.

საშუალო ზომის ბადრიჯნები გარეცხეთ და გააშრეთ. ჩანგლით დაჩხვლიტეთ და გაზქურის თუნუქის ფურცელზე დაალაგეთ, რომელზეც ცოტაოდენი ზეთი უნდა დაასხათ.

ბადრიჯანი 200 გრადუსზე დაახლოებით ნახევარი საათი უნდა აცხოთ.

მზა ბოსტნეული გამოიღეთ, კანი გააცალეთ და მსუბუქად გაწურეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაცილოთ. ბოსტნეული გასაყინ პაკეტებში მოათავსეთ და საყინულე კამერაში შეინახეთ.

გადნობის შემდეგ სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად დაჭერით და ნებისმიერი კერძი მოამზადეთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მეცნიერთა განცხადებით, ბადრიჯანი განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტია. ის ერთდროულად რამდენიმე დაავადებისგან
25-07-2019
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
12-09-2018
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ამ დასკვნამდე მივიდნენ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარები.
ცვლილებები ხდება არა მხოლოდ პირველ რამდენიმე წელიწადში, არამედ პირველ დღეებში, საათებსა და წუთებშიც კი.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის სპეციალიტებმა ჩამოთვალეს ის ღონისძიებები,
თამბაქოს მოწევა ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს. განსაკუთრებით კი ფილტვებს.
გავრცელებული აზრით, კარაქი ან ზეთი თავიდან აგვიცილებს სწრაფად დათრობის საშიშროებას.
ნიუკასლის უნივერსიტეტის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ 85 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანები,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად