როგორ მოვამზადოთ ქაცვის ზეთი სახლის პირობებში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვამზადოთ ქაცვის ზეთი სახლის პირობებში?

ხშირად იყენებენ დამწვრობის, ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ. ეფექტურია ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ბუასილისა და პაროდონტიტების დროს. ქაცვის ზეთს სვამენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ. მედიცინის გარდა, ის კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება: მოშვებულ კანს უბრუნებს ელასტიკურობას, აჩერებს თმის ცვენას, ამაგრებს ფრჩხილებს და ა.შ.

ქაცვის ზეთის კლასიკური მეთოდით დასამზადებლად საღი ნაყოფი კარგად გარეცხეთ, ქაღალდის საფენზე ერთ ფენად დააწყვეთ და გააშრეთ. ამის შემდეგ წვენსაწურით, ბლენდერით ან ხორცსაკეპი მანქანით დააქუცმაცეთ და წვენი გამოწურეთ.

ქაცვის ჩენჩო მინის ქილაში გადაიტანეთ და ზეთი დაასხით (სასურველია ზეითუნის). გაითვალისწინეთ, რომ 3 ჭიქა ქაცვის ჩენჩოზე 1/2 ლიტრი ზეთი დაგჭირდებათ.

ქილას თავი დააფარეთ და ბნელ ადგილზე დადგით.

ერთი კვირის შემდეგ ქილა გამოიღეთ და ქაცვის ჩენჩოდან ზეთი გადმოწურეთ. ეს პროცედურა ფრთხილად უნდა ჩაატაროთ, რადგან ქაცვის ზეთი ტანსაცმელზე ძნელად ამოსაყვან ლაქებს ტოვებს.

პროცედურის ჩატარებისას არ უნდა გამოიყენოთ მეტალის ნივთები (ჯამი, ქვაბი, კოვზი და ა.შ.), რადგან ეს პროდუქტის სასარგებლო თვისებებს შეამცირებს.