როგორ მუშაობს იმუნური სისტემა - ნახეთ ვიდეო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

როგორ მუშაობს იმუნური სისტემა - ნახეთ ვიდეო

ვერც კი იგრძნობდით კოღოს ნაკბენს, რომ არა წითელი კვალი და მომცრო შესიება. რა თქმა უნდა, ეს უსიამოვნოა,
მაგრამ ეს პატარა კოპი იმის ნიშანია, რომ თქვენ გიცავთ იმუნური სისტემა.

ეს სისტემა წარმოადგენს უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ფართო ქსელს, რომელიც იცავს ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი ფაქტორების ზემოქმედებისგან.

მის გარეშე, მილიარდობით ბაქტერიისა და ვირუსის ზემოქმედებით, ისეთი უმარტივესი რამეც კი, როგორიცაა ქაღალდის ფურცელზე თითის გაჭრა ან სეზონური გაციება, შეიძლებოდა ფატალური გამხდარიყო.

იმუნური სისტემა ემყარება სისხლის თეთრ უჯრედებს, ეგრეთწოდებულ ლეიკოციტებს, მილიონობით მებრძოლ უჯრედს, რომელთაც აწარმოებს ძვლის
ტვინი. ეს უჯრედები აღწევენ სისხლში, ლიმფურ სისტემაში და აქტიურად ებრძვიან ბაქტერიებსა და ვირუსებს.

ჩვენი სხეული გაჯერებულია ლეიკოციტებით. სისხლის ყოველ ლიტრზე ოთხიდან თერთმეტი ათასამდე უჯრედი მოდის. სისხლში მოძრაობისას ლეიკოციტები უსაფრთხოების სამსახურს მოგვაგონებენ.
ისინი რეაგირებენ ძირითადად ანტიგენებზე, რომელთა მოლეკულური კვალი ორგანიზმში უცხო ნივთიერებების არსებობის სიგნალია.

მათი აღმოჩენის
შემდეგ კი საჭიროა მხოლოდ რამდენიმე წუთი იმუნური სისტემის რეაგირებისთვის.
არსებობს ლეიკოციტების სხვადასხვა ტიპი რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვაგვარად გაუმკლავდნენ სხვადასხვა საფრთხეს.
გამოყოფენ ლეიკოციტების ორ ძირითად ჯგუფს.

პირველი არის ფაგოციტები. იმუნური სისტემის პირველივე დაძახებაზე ნეიტროფილები, მონოციტები, მაკროფაგები, პოხიერი უჯრედები... აღწევენ სისხლში ანადგურებენ უცხო უჯრედებს, მარტივი შთანთქმითა და განეიტრალებით.

ამის შემდეგ ფაგოციტები ადგენენ თუ რომელი ანტიგენი შთანთქეს და ამ ინფორმაციას გადასცემენ ორგანიზმის დამცველი უჯრედების მეორე დიდ ჯგუფს, ლიმფოციტებს.

T უჯრედებად წოდებული ლიმფოციტები მიემართებიან ორგანიზმის ინფიცირებული უჯრედების მოსაძებნად და აუვნებელყოფენ მათ.

ამას გარდა, B უჯრედები და T უჯრედები იყენებენ ანტიგენებზე შეგროვილ ინფორმაციას და მის საფუძველზე იწყებენ სპეციალური ცილების წარმოებას, რომელთაც ანტისხეულებს უწოდებენ.

სწორედ ეს არის პროგრამის ღერძი, თითოეულ უნიკალურ ანტიგენს შეესატყვისება ანტისხეულები, ანტისხეულისა და ანტიგენის ურთიერთქმედება შეიძლება შევადაროთ ბოქლომსა და გასაღებს: თითოეული ანტისხეული მხოლოდ ერთი სახის ანტიგენს ცნობს და ამგვარი სპეციფიკურობა კავშირის დიდ სიზუსტეს უზრუნველყოფს.

ანტისხეულის მიერთების შედეგად ანტიგენი (მაგ., ბაქტერია, ვირუსი..) "მოინიშნება" და ხილული ხდება იმუნური სისტემისთვის(მაგ., ლიმფოციტებისთვის) , რომლებიც ამ სამიზნეს ანადგურებენ.

B უჯრედებს შეუძლიათ მილიონობით ასეთი ანტისხეულის წარმოება, რომლებიც შემოჭრილი მტრის საძებნელად ვრცელდება მთელ სხეულში, სანამ არ გაანადგურებენ ყველა პოტენციურ საფრთხეს.

ასეთი პროცესების დროს ჩნდება ჩვეული სიმპტომები. მაგალითად, ტემპერატურის მომატება ან შესიება, რაც იმუნურ სისტემას ეხმარება "უცხოსთან" ბრძოლაში.

სხეულის მომატებული ტემპერატურა ეწინააღმდეგება ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელებას, რადგანაც ისინი მგრძნობიარენი არიან ტემპერატურისადმი.

დაზიანებისას უჯრედი გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს სითხის დაგროვებას მის გარემომცველ უჯრედებში. ასე წარმოიქმნება შესიება. ამასთან ეს იზიდავს ფაგოციტებს, რომლებიც შთანთქავენ დაზიანებულ უჯრედებს.
ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა უმკლავდება ავადმყოფობას რამდენიმე დღეში. მას ყოველთვის არ შეუძლია დაავადებისგან დაცვა, მაგრამ ეს სულაც არ არის მისი ამოცანა. გარკვეული დროის შემდეგ იმუნურ სისტემას მოაქვს შედეგი, ის ეხმარება ორგანიზმს გამოიმუშაოს გრძელვადიანი იმუნიტეტი.

როცა B და T უჯრედები აღმოაჩენენ ანტიგენებს, ისინი იყენებენ ამ ინფორმაციას მომავალში მათი უფრო სწრაფი ამოცნობისთვის. ანტიგენის განმეორებითი შეჭრისას ადამიანის ორგანიზმში მას ხვდება გამზადებული იმუნური პასუხი. სწორედ ასე გამომუშავდება იმუნიტეტი, მაგალითად, წითელას წინააღმდეგ.

თუმცა, ეს პროცესი ყოველთვის ისე არ ხორციელდება, როგორც საჭიროა. მაგალითად, ავტოიმუნური დაავადება, რომელიც ატყუებს იმუნურ სისტემას და აიძულებს მას შეუტიოს საკუთრივ ორგანიზმის უჯრედებს.

ასეთი მექანიზმი უდევს საფუძვლად ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ართრიტი, პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი და გაფანტული სკლეროზი.....

მეხსიერების უჯრედები იმახსოვრებენ ყველა იმ ანტიგენს, რომლებთანაც ოდესმე ჰქონიათ "შეხვედრა" და იცავენ ადამიანს უკვე ცნობილი ანტიგენებისგან სიცოცხლის ბოლომდე.

იმუნური სისტემა საკმაოდ რთული და მწყობრად მოქმედი მექანიზმია, რომლის სწორი რეაქციის წყალობით დაზღვეულნი ვართ ვირუსებით, ბაქტერიებითა და პარაზიტებით გამოწვეული მრავალი დაავადებისგან.

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 27-01-2019
Tbilisi
ძალიან კარგი ვიდეოა! ტელევიზიითაც უნდა აჩვენონ სხვადასხვა არხებმა რომ მიხვდეს ხალხი აცრა რისთვისაა საჭირო!
მსგავსი სიახლეები
იმუნური დაცვის საფუძველი Т-უჯრედებია. ისინი აქტიურად ებრძვიან პათოგენებს, მაგრამ ვერ პოულობენ სხეულში
02-05-2019
აივ-ინფიცირებულებს განკურნების ახალი შანსი გაუჩნდათ
05-02-2019
გრიპი და სასუნთქი გზების სხვა ინფექციები ვერაფერს დაგაკლებთ,
05-02-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
არც რვა და არც ოთხი ჭიქა არ დაუწესებია არავის ნორმად. სვამთ იმდენ სითხეს, რამდენიც თქვენს ორგანიზმს ესაჭიროება.
21-ე საუკუნე მეტაბოლური დაავადებების საუკუნეა - სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები,
ბუნების "საჩუქარი" - ბუნებრივი საშუალებები, რომლებსაც ანტითრომბული და სისხლის გამათხელებელი თვისებები აქვს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესიული მოშლილობის მქონე ადამიანებში
ალკოჰოლი, თამბაქო, დარღვეული ძილის რეჟიმი, დიდხანს ფეხზე დგომა, მარილიანი საკვები - შეშუპების მიზეზებია. როგორ ვუმკურნალოთ?
ედინბურგის უნივერსიტეტის პალიატიური დახმარების ექიმის დევიდ ჯეფრის აზრით,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად