სპეციალისტებმა 30 გრადუს ტემპერატურაზე გარეცხილ ქვედა საცვალზე აღმოაჩინეს 0,1 გრ ფეკალური მასა, რომელშიც დაახლოებით ათი ათასი ბაქტერიაა. ცხადია სარეცხ მანქანაში თეთრეულსა და ჩაის ტილოს ერთად არავინ რეცხავს. თუმცა საშიში ბაქტერიები შეიძლება დოლურას კედლებზე დაილექოს. სარეცხი მანქანიდან აღებულ 2 ჩაის კოვზ წყალში აღმოაჩინეს მილიონი მიკროორგანიზმი, მათ შორის ნაწლავის ჩხირი.
30 გრადუსზე
დაბალ ტემპერატურაზე გარეცხილ საწოლის თეთრეულში რჩება მტვრის ტკიპა, რომელიც ალერგიული ადამიანებისთვის არის სახიფათო. სპეციალისტები გვირჩევენ ორჯერ დავაყენოთ გავლების რეჟიმი, რათა კარგად მოშორდეს სარეცხი ფხვნილი და სარეცხი გავაშროთ სუფთა ჰაერზე.
სარეცხი მანქანის ბორბალი დროდადრო უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო საშუალებებით.
ლალი ჩხიკვაძე