თუ გრიპი უკვე გადაიტანეთ - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
უხშირესად ვირუსული პნევმონიით, რომელიც გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გადაიტანა.
გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ვირუსული პნევმონიის გადატანის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი გრძელდება 1,5 თვემდე. ამ ხნის განმავლობაში თქვენი ორგანიზმი არის ჰიპოქსიის მდგომარეობაში ანუ განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას და ეს აისახება მთელი სხეულის ცალკეულ ორგანოთა და ქსოვილთა ფუნქციონირებაზე, განსაკუთრებით კი გადაძაბულ რეჟიმში მუშაობს გულ-სისხლძარღვთა სისტემა.
ამიტომ ამ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა ერიდოთ ყოველგვარ ფიზიკურ დატვირთვას, სიმძიმეების აწევას, სტრესულ მდგომარეობაში არ ჩააყენოთ თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა.
იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ გადატანილი გრიპის შემდგომ პერიოდში, თითქოსდა უკვე გამოჯანმრთელებული ასაკოვანი ადამიანები მოულოდნელად დამძიმდნენ თითქოსდა გაურკვეველი მიზეზით. მიზეზი კი ტოტალური ჰიპოქსია გახლდათ. თუ ადამიანს ისედაც აქვს გულის ქრონიკული დაავადება, აწუხებს წნევა ან დაზიანებული აქვს სისხლძარღვები, მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ამ მიმართულებით ვირუსული პნევმონიის გადატანის შემდგომ პერიოდში.
გირჩევთ მკაცრად აკონტროლოთ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები და არავითარ შემთხვევაში არ დაიტვირთოთ ფიზიკურად, თუნდაც ყოველდღიური საქმიანობით.
მკურნალის რედაქტორი თამარ მამაცაშვილი