რამ გამოიწვია პანიკა და დაბნეულობა ღორის გრიპთან დაკავშირებით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

რამ გამოიწვია პანიკა და დაბნეულობა ღორის გრიპთან დაკავშირებით

რამ გამოიწვია პანიკა და დაბნეულობა ღორის გრიპთან დაკავშირებით
გრიპის სხვადასხვა სახის ვირუსი ყოველწლიურად ვრცელდება და ყოველთვის ახლავს თან
გართულებებიც და სიკვდილიანობაც, მაგრამ წელს განსაკუთრებული მღელვარება და შიში გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში H1N1-ით გამოწვეულმა ინფექციამ. რას უკავშირდება საზოგადოებაში არსებული პანიკა?

გვესაუბრება მკურნალი.გე-ს რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი:

- მართლაც დიდია მღელვარება გრიპთან დაკავშირებით. ადამიანები საზოგადოებასთან კონტაქტს ერიდებიან, მრავლად იმარაგებენ ანტივირუსულ პრეპარატებს, დადიან ნიღბებით და რაც მთავარია, ძალიან შეშინებულები არიან. ამის მიზეზი კი არის შემდეგი ფაქტორები:

1. გართულებათა მაღლი პროცენტი გრიპით დაავადებულებში.
2. გარდაცვლილთა შორის არიან ახალგაზრდა პაციენტები.

ამასთან ერთად გაურკვეველი წყაროებიდან გავრცელდა უსაფუძვლო
ჭორი იმის შესახებ, რომ თითქოსდა ვირუსი არის ხელოვნურად შექმნილი და გავრცელებული ჩვენს დასახოცად.


ეს გახლავთ სრული სისულელე, რადგან არაერთი ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ გავრცელებული ვირუსი არის H1N1 და ეს ვირუსი საქართველოს გარდა მსოფლიოს ძალიან ბევრ
ქვეყანაშია ამჟამად გავრცელებული და იქაც ზუსტად ასეთ გართულებებს იწვევს.


გრიპს ყოველთვის ახასიათებდა გართულებები პაციენტთა გარკვეულ ნაწილში, მაგრამ H1N1 ვირუსს, რომელიც წელს არის გავრცელებული, აღმოაჩნდა პულმოტროპული თავისებურება და ზედა სასუნთქ გზებთან ერთად პაციენტთა უმრავლესობაში დააზიანა ქვედა სასუნთქი გზებიც, განავითარა ვირუსული პნევმონია, რომელთან საბრძოლველად ექიმებს არც თუ ისე დიდი არსენალი გააჩნიათ და ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის იმუნიტეტზე.

ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაში ჰქონდათ იმუნური სისტემა თითოეულ გარდაცვლილს, ვგებულობთ მხოლოდ ფაქტებს, რომ ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, რაც, რა თქმა უნდა, შემზარავი ინფორმაციაა.

ვირუსული პნევმონია ხასიათდება ბრონქებსა და ბრონქიოლებში განვითარებული სპაზმური მოვლნებით, ადგილობრივი ალერგიული რეაქციით და მეტად მახასიათებელი სეკრეტით, რომლის ამოღებაც ძალიან რთულია პაციენტებისათვის. მის მკურნალობაში ექიმები იყენებენ ანტივირუსულ საშუალებებსმუკოლიზურ საშუალებებს (ნახველის გამათხელებლებს), სპაზმების მომხსნელებს და ალერგიული რეაქციის მოსახსნელად ძალიან კარგ შედეგს იძლევა ლეიკოტრეინების ანტაგონისტები (მონტეზინი, ვანსეარი).

მთავარი იარაღი ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლაში არის არა რაიმე წამალი ან რომელიმე ექიმი, არამედ ჩვენი საკუთარი ორგანიზმი და ჩვენივე იმუნიტეტი. ჩვენ კი ამ უმთავრეს იარაღს არ ვუფრთხილდებით. აბა დავფიქრდეთ, როგორ ვექცევით ჩვენს იმუნიტეტს? ფაქტორები, რომლებიც იმუნიტეტზე დამანგრევლად მოქმედებს შემდეგი გახლავთ:

  • ძილის რეჟიმის დარღვევა და ქრონიკული უძილობა;
  • დღეღამური რიტმის შეცვლა;
  • კვების რეჟიმის დარღვევა;
  • არაჯანსაღი პროდუქტების მიღება რეგულარულად;
  • ხილსა და ბოსტნეულზე უარის თქმა;
  • ორგანიზმის გადაძაბვა და ისეთი დატვირთვის დაკისრება, რომლის რესურსიც არ გააჩნია;
  • მუდმივი სტრესი და ნერვიულობა პრობლემებზე, რომელთაც ხშირად თავად ვიგონებთ.

ადამიანთა უმრავლესობას ალბათ ეცნობა ეს ფაქტორები. და რაღა გასაკვირია, თუ საჭიროების შემთხვევაში ჩვენი იმუნიტეტი გვიმტყუნებს?

მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ნუ აყვებიან პანიკას. არ არის ასეთი პანიკის საფუძველი. თქვენ გვერდით ხომ ათობით ადამიანია, რომელთაც გადაიტანეს ეს ვირუსი და გამოჯანმრთელდნენ? გარდაცვალების ერთეული შემთხვევები ყოველთვის არის და ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა საზოგადოების ასეთი პანიკა და არაჯანსაღი მდგომარეობა.

შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სულ მალე გადაივლის ეს აფეთქება, ვიმოქმედოთ ფრთხილად, გონივრულად, მაგრამ არა შიშითა და პანიკით.

სამომავლოდ კი რისკ-ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა მაინც აუცილებლად ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომ უფრო მზად დავხვდეთ მორიგ სეზონს ვირუსების აფეთქებისა. და რაც მთავარია, ვიზრუნოთ ჩვენს იმუნიტეტზე და გავუფრთხილდეთ საკუთარ რესურსებს!

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, სიხარულს და ბედნიერებას დამდეგ ძველით ახალ წელს თქვენს ოჯახებში!





გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 20-01-2019
მე
ვაქცინაცია რომ პირდაპირ იმუნურ სისტემას აჩლუნგებს? ეს რატომ გამოგრჩათ? ახალაცრილ ბავშვს, რომელსაც ექვსი სხვადასხვა დაავადების გამომწვევს ერთად შეუშხაპუნებთ და მერე გრიპიც დაემატება რა შედეგი უნდა დადგეს?
თარიღი : 16-01-2019
ლია
•არაჯანსაღი პროდუქტების მიღება რეგულარულად; - ამაზე ნდა იზრუნოს სახელმწიფომ! რა გახდა ლაბორატორიების შეძენა ან გაკონტროლება პროდუქციის ზუსტი შემადგენლობის! 1000 ლარიანი ჯარიმა რომაა დაწესებული, ეს შეაშინებს უსინდისო მწარმოებლებს???? სპორტული დარბაზები სდა საცურაო აუზებიც, ფასის გამო, მხოლოდ მცირე რაოდენობისთვისაა ხელმისაწვდომი...
თარიღი : 15-01-2019
თამილა გვურაშბვილი
რატომ მარტო რისკჯგუფებმა? აცრა ყველამ უნდა ჩაიტაროს და სავალდებულოც კი უნდა გახადოს სახელმწიფომ, როგორც ვხედავთ არარისკჯგუფში მყოფებიც დაიღუპნენ, ქალბატონო თამარ
თარიღი : 13-01-2019
keti
kargia rom mosaxleobas gaacanit imunitetis dakveitebastan dakavshirebit namdvilad panikashia mosaxleoba griptan dakavshirebit zamtaria logikuria imunitetis asamagleblad ki unda mivirtvat xil bostneuli portoxali mandarini vashli komshi sazamtro msxali mcvane salatis potlebi brokolomcvane cicmati niaxuris dzirebi zamtarshi eseni sachiroa nushi kakali txili naklebi sma da gateneba araa sachiro supta faeri da siaruli kargia lobio da cximini tevzi rac zamtarshi sachiroa ripi namdvilad ar klavs adamians tu sxva daavadeba ar akvs da ar ician gagirtuldes gripi vetanxmebi maram ara sikvdilis momtani ikves sheidzleba clebis cin gaciebulma dagrovilma naxvelma gagirtulos gripi bronkebigkondes gaciebuli amitom kargia cklis smac bronxebsac cmindavs tu dzalian gamagrebuli ar aris naxveli sxvagvarad vigebt gamatxelebel sitxes naxvelis gmertma kvela janmrtelebi gvamkopos upanikod ogond
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
ზა­ფხუ­ლის სი­ცხე ადა­მი­ანს უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის და გამ­წვა­ვე­ბის საფრ­თხეს უქ­მნის,
13-07-2019
იმუნური დაცვის საფუძველი Т-უჯრედებია. ისინი აქტიურად ებრძვიან პათოგენებს, მაგრამ ვერ პოულობენ სხეულში
02-05-2019
აივ-ინფიცირებულებს განკურნების ახალი შანსი გაუჩნდათ
05-02-2019
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია.
ზაფხულში ბევრს აშინებს შეშუპების განვითარება და ამ მიზეზით ერიდება სითხის, კერძოდ, წყლის სათანადო რაოდენობით
ზა­ფხუ­ლის სი­ცხე ადა­მი­ანს უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის და გამ­წვა­ვე­ბის საფრ­თხეს უქ­მნის,
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ყურსასმენების არასწორად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სმენის დაქვეითება,
შვებულებამდე 2-3 კვირით ადრე, აკლიმატიზაცით განპირობებული უსიამოვნო მომენტების თავიდან ასაცილებლად,
რა მოვუხერხოთ ფრჩხილებს, რომელიც თხელდება და იმტვრევა, ასევე ფერი აქვს შეცვლილი და სიყვითლე დაკრავს:
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად