რამდენ ხანს არის ღორის გრიპით დაავადებული ადამიანი საშიში გარშემომყოფებისთვის?
24-დან 48 სათამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებიდან დაავადების ნიშნების გამოვლინებამდე პერიოდი არის მაქსიმუმ 2 დღე. დაავადებული კი ეპიდემიოლოგიურად საშიში (დაავადების გამავრცელებელი) არის კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება ბავშვებს, აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო მეტ ხანს ინარჩუნებენ ინფექციის გავრცელების უნარს - გარშემომყოფთათვის ეპიდემიოლოგიურად საშიშნი ისინი 10 დღის განმავლობაში რჩებიან.
ჩვენი რჩევა იქნება, ამ ხნის განმავლობაში ყველა დაავადებული დარჩეთ შინ და ნუ ივლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.