ვინ არის ნეუმივაკინი, რომლის ვიდეოებსაც ავრცელებენ ინტერნეტში - კიდევ ერთი განმარტება წყალბადის ზეჟანგის დალევასთან დაკავშირებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინ არის ნეუმივაკინი, რომლის ვიდეოებსაც ავრცელებენ ინტერნეტში - კიდევ ერთი განმარტება წყალბადის ზეჟანგის დალევასთან დაკავშირებით

ჩვენმა წინა წერილმა, რომელშიც საიტის რედაქტორი გვამცნობდა მედიკოსთა მოსაზრებას იმ ისტერიაზე, რაც ქართულ ინტერნეტსივრცეში წყალბადის ზეჟანგის დალევის მოწოდებასთან დაკავშირებით ხდება.

დავლიოთ თუ არა წყალბადის ზეჟანგი - რას გვირჩევენ ამერიკელი ექიმები?

აღნიშნულ სტატიაზე კეთდება უამრავი კომენტარი და გამოხმაურება. ოპონენტები გვიგზავნიან ვიდეორგოლს, რომელშიც რუსი პროფესორი ნეუმივაკინი დამაჯერებლად საუბრობს წყალბადის ზეჟანგის დალევის აუცილებლობაზე და არგუმენტად მოჰყავს მხოლოდ მის მიერვე გამოცემული წიგნები, სადაც საკუთარ არაარგუმენტირებულ მოსაზრებებს წერს.

კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ იმისათვის, რომ ამა თუ იმ პრეპარატის მიღებაზე რეკომენდაცია გასცეს, ოფიციალურმა მედიცინამ უნდა ჩაატაროს სამეცნიერო კვლევა მისი გვერდითი ეფექტების და გვერდითი მოვლენების შესახებ. წყალბადის ზეჟანდი ასეთი შესწავლის შემდეგ მიჩნეულია მხოლოდ გარეგანი მოხმარების საშუალებად. მისი გამოყენება შეგიძლიათ ჭრილობების დასამუშავებლად, ასევე განზავებული სახით შეგიძლიათ პირში გამოვლება სტომატიტების და პირის ღრუს სხვა პათოლოგიების დროს, შეგიძლიათ ასევე განზავებული სახით ცხვირში ჩაწვეთებაც ცხვირის ღრუს გამორეცხვის მიზნით, მაგრამ არავითარ სემთხვევაში არ არის რეკომენდებული მისი სმა, მით უმეტეს რეგულარულად - ამას მედიცინა ვერ გირჩევთ. მიზეზები კი შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სტატიაში:

დავლიოთ თუ არა წყალბადის ზეჟანგი - რას გვირჩევენ ამერიკელი ექიმები?

ახლა კი, რადგან ოპნენტებისთვის ასეთი ავტორიტეტი გახდა პროფესორი ნეუმივაკინი, გვინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ მის შესახებაც. ეს ადამიანი გარდაცვლილია და გარკვეული მოსაზრებით მხოლოდ მოკლე განმარტებით შემოვიფარგლებით: იგი მართლაც იყო პროფესორი, კოსმოსური მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მაგრამ მისი მოწოდებები არ გახლდათ მეცნიერულად დასაბუთებული და განმტკიცებული სამეცნიერო კვლევებით. ასეთი მოწოდებები შეუძლია გაავრცელოს ნებისმიერ ადამიანს. მეორე ადამიანს კი შეუძლია დაუჯეროს ან არ დაუჯეროს მას.

გადავწვიტეთ შემოგთავაზოთ ერთი ფრაგმენტი მისი ვრცელი გამოსვლიდან, სადაც პროფესორი ნეუმივაკინი ჯვრის ტარების საშიშროებაზე საუბრობს. მისი აზრით თურმე ჯვარი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ენერგეტიკაზე და გულის ჩაკრაზე, თურმე ნუ იტყვით, განსაკუთრებით საშიში ყოფილა ქრისტეს გამოსახულება ჯვარზე, რადგან ის არღვევს ჩვენს ბიოენერგეტიკას!!!

დაახლოებით ასეთი მეცნიერული სიღრმის გახლავთ მისი რჩევები ყველა იმ საკითხზე, რომლებმაც საზოგადოება ლამის ფსიქოზამდე მიიყვანა.

ახლა კი თავად გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცეთ. იმედია, ჯვრის შესახებ მისი ინფორმაციაც სიმართლე არ გეგონებათ და სარწმუნოებაზე არ იტყვით უარს, რადგანაც ნეუმივაკინმა მოგვიწოდა.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა სატყუარები ხდებოდა მსგავსი ფსიქოზის მიზეზი - ხან შარდს სვამდა მთელი საქართველო, ხან აცდ-ს კიბოს პროფილაქტიკისათვის. მაგრამ მალევე იმსხვრეოდა მსგავსი მითები. ვიდრე ჩვენშიც მოხდება ისეთი გართულებები, რაზეც ამერიკელი ექიმები გვაფრთხილებენ, ჩვენც გაფრთხილებთ, მეგობრებო, გაითვალისწინებთ თუ არა, ეს თქვენი საქმეა.