როგორ მოვიქცეთ პიროტექნიკით და სხვა მიზეზით მიღებული დამწვრობის დროს, სანამ ბავშვს ექიმთან მივიყვანთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიქცეთ პიროტექნიკით და სხვა მიზეზით მიღებული დამწვრობის დროს, სანამ ბავშვს ექიმთან მივიყვანთ?

სანამ საავადმყოფოში მივალთ, პირველ რიგში აუცილებელია წვის შეჩერება. ამისათვის დამწვარი ადგილი რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლით ჩამორეცხეთ. აუცილებლად მოვაშოროთ დაზიანებულ ადგილზე ტანსაცმელი, თუმცა, თუ დამწვრობის გამო ტანსაცმელი მიკრულია სხეულზე, ძალდატანებით არ უნდა მოვაშოროთ. დაუშვებელია რაიმე ე.წ. ხალხური მეთოდების გამოყენება. ნუ გამოიყენებთ კბილის პასტას, ზეთს, შარდს ან მაწონს, მალამოს.

პირველი დახმარება თერმული დამწვრობისას

რაც უფრო მაღალია დამაზიანებელი ფაქტორის (წყლის, გახურებული ნივთის) ტემპერატურა, მით უფრო ნაკლები დროა საჭირო დაზანების გამოსავლენად. მაგალითად, თუ წყლის ტემპერატურა 70 გრადუსია, საკმარისია ერთი წამი, რომ ბავშვს III ხარისხის დამწვრობა განუვითარდეს. თუ დაზიანებული უბნები დაფარულია ტანსაცმლით, სწრაფად, მაგრამ ფრთხილად უნდა გავხადოთ. თუ დამწვრობა მშრალი სიცხით (ცეცხლის ალით) მოხდა, ტანსაცმელი ცივი წყლით უნდა დაასველოთ და ისე გავხადოთ. თუ ტანსაცმელი სხეულს მიეკრო, ჯობს, ხელი არ ვახლოთ, რომ კანი უფრო მეტად არ დავაზიანოთ. საჭირო პროცედურებს ექიმი ჩაუტარებს. კანის დაზიანებული უბანი უნდა გავაგრილოთ. ამისთვის ის ან ცივ წყალში უნდა მოვათავსოთ (თუ, მაგალითად, კიდურია დამწვარი), ან დავადოთ ყინულის პაკეტი. ეს შეამცირებს დაზიანების ხარისხს და შეასუსტებს ტკივილს. სითბური ენერგიის ქსოვილთა სიღრმისკენ გადაცემა რომ შევაჩეროთ, გაგრილება 15-20 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს. იმავე დროს, ეცადეთ არ გადააჭარბოთ - თუ გაგრილება 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, შესაძლოა მოხდეს სისხლძარღვოვანი სპაზმი და დაზიანებული უბნის სისხლით მომარაგება უფრო მეტად დაირღვეს.

პირველი დახმარება ელექტროდამწვრობის დროს

ელექტროდამწვრობა დამწვრობის მძიმე ფორმაა - მას თან ახლავს ელექტროტრავმაც. სიმძიმე დამოკიდებულია ელექტროდენის ძაბვასა და სიძლიერეზე, დაზიანებული ადგილის ფართობზე, ორგანიზმში გამავალი დენის მიმართულებაზე. საფრთხე ყველაზე დიდი მაშინ არის, როცა დენი გულის ან ტვინის მიმართულებით გაივლის. პირველი დახმარება გულისხმობს დამაზიანებელი ფაქტორის მოშორებას. იგი ან უნდა გამოვრთოთ დენის წყაროდან, ან ხის ჯოხის საშუალებით მოვაშოროთ ბავშვს. ხელზე აუცილებლად უნდა გვეცვას რეზინის ხელთათმანი ან მჭიდროდ შემოვიხვიოთ მშრალი ქსოვილი. დენის გამორთვამდე შიშველი ხელით შეხება არ შეიძლება. ამის შემდეგ დაშავებულს დამწვარ ადგილას უნდა დავაფაროთ მშრალი სტერილური სახვევი და რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ სტაციონარში, სასურველია რეანიმობილით.

პირველი დახმარება ქიმიური დმაწვრობის დროს

დაზიანებული უბანი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვბანოთ ცივი გამდინარე წყლით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დამწვრობა გოგირდმჟავათია გამოწვეული - ასეთ დროს წყალი დმაწვრობას უფრო მეტად გააღრმავებს. თუ ქიმიური ნივთიერება სამოსზე მოხვდა, სწრაფად უნდა გავხადოთ. პირის ღრუს, საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის დამწვრობისას ქიმიური ნივთიერების ნეიტრალზიაცია უკუნაჩვენებია. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ სანთლების სახით, უკანა ტანიდან შეყვანით. თუ უახლოესი რამდენიმე საათის განმვლობაში ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა, გადააყლაპეთ უმი კვერცხის ცილა ან დაალევინეთ ცივი რძე (არა უმეტეს 1 ჭიქისა). ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანოთ სპეციალიზებულ საავადმყოფოში.