როგორ მოვიქცეთ პიროტექნიკით და სხვა მიზეზით მიღებული დამწვრობის დროს, სანამ ბავშვს ექიმთან მივიყვანთ? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

როგორ მოვიქცეთ პიროტექნიკით და სხვა მიზეზით მიღებული დამწვრობის დროს, სანამ ბავშვს ექიმთან მივიყვანთ?

როგორ მოვიქცეთ პიროტექნიკით და სხვა მიზეზით მიღებული დამწვრობის დროს, სანამ ბავშვს ექიმთან მივიყვანთ?
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მოვაცილოთ დამაზიანებელი ფაქტორი ანუ დამწვრობის მიზეზი. სანამ საავადმყოფოში მივალთ, პირველ რიგში აუცილებელია წვის შეჩერება. ამისათვის დამწვარი ადგილი რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლით ჩამორეცხეთ. აუცილებლად მოვაშოროთ დაზიანებულ ადგილზე ტანსაცმელი, თუმცა, თუ დამწვრობის გამო ტანსაცმელი მიკრულია სხეულზე, ძალდატანებით არ უნდა მოვაშოროთ. დაუშვებელია რაიმე ე.წ. ხალხური მეთოდების გამოყენება. ნუ გამოიყენებთ კბილის პასტას, ზეთს, შარდს ან მაწონს, მალამოს.


პირველი დახმარება თერმული დამწვრობისას

რაც უფრო მაღალია დამაზიანებელი ფაქტორის (წყლის, გახურებული ნივთის) ტემპერატურა, მით უფრო ნაკლები დროა საჭირო დაზანების
გამოსავლენად. მაგალითად, თუ წყლის ტემპერატურა 70 გრადუსია, საკმარისია ერთი წამი, რომ ბავშვს III ხარისხის დამწვრობა განუვითარდეს. თუ დაზიანებული უბნები დაფარულია ტანსაცმლით, სწრაფად, მაგრამ ფრთხილად უნდა გავხადოთ. თუ დამწვრობა მშრალი სიცხით (ცეცხლის ალით) მოხდა, ტანსაცმელი ცივი წყლით უნდა დაასველოთ და ისე გავხადოთ. თუ ტანსაცმელი სხეულს მიეკრო,
ჯობს, ხელი არ ვახლოთ, რომ კანი უფრო მეტად არ დავაზიანოთ. საჭირო პროცედურებს ექიმი ჩაუტარებს. კანის დაზიანებული უბანი უნდა გავაგრილოთ. ამისთვის ის ან ცივ წყალში უნდა მოვათავსოთ (თუ, მაგალითად, კიდურია დამწვარი), ან დავადოთ ყინულის პაკეტი. ეს შეამცირებს დაზიანების ხარისხს და შეასუსტებს ტკივილს. სითბური ენერგიის ქსოვილთა სიღრმისკენ გადაცემა რომ შევაჩეროთ, გაგრილება 15-20 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს. იმავე დროს, ეცადეთ არ გადააჭარბოთ - თუ გაგრილება 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, შესაძლოა მოხდეს სისხლძარღვოვანი სპაზმი და დაზიანებული უბნის სისხლით მომარაგება უფრო მეტად დაირღვეს.

პირველი დახმარება ელექტროდამწვრობის დროს

ელექტროდამწვრობა დამწვრობის მძიმე ფორმაა - მას თან ახლავს ელექტროტრავმაც. სიმძიმე დამოკიდებულია ელექტროდენის ძაბვასა და სიძლიერეზე, დაზიანებული ადგილის ფართობზე, ორგანიზმში გამავალი დენის მიმართულებაზე. საფრთხე ყველაზე დიდი მაშინ არის, როცა დენი გულის ან ტვინის მიმართულებით გაივლის. პირველი დახმარება გულისხმობს დამაზიანებელი ფაქტორის მოშორებას. იგი ან უნდა გამოვრთოთ დენის წყაროდან, ან ხის ჯოხის საშუალებით მოვაშოროთ ბავშვს. ხელზე აუცილებლად უნდა გვეცვას რეზინის ხელთათმანი ან მჭიდროდ შემოვიხვიოთ მშრალი ქსოვილი. დენის გამორთვამდე შიშველი ხელით შეხება არ შეიძლება. ამის შემდეგ დაშავებულს დამწვარ ადგილას უნდა დავაფაროთ მშრალი სტერილური სახვევი და რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ სტაციონარში, სასურველია რეანიმობილით.


პირველი დახმარება ქიმიური დმაწვრობის დროს

დაზიანებული უბანი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვბანოთ ცივი გამდინარე წყლით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დამწვრობა გოგირდმჟავათია გამოწვეული - ასეთ დროს წყალი დმაწვრობას უფრო მეტად გააღრმავებს. თუ ქიმიური ნივთიერება სამოსზე მოხვდა, სწრაფად უნდა გავხადოთ. პირის ღრუს, საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის დამწვრობისას ქიმიური ნივთიერების ნეიტრალზიაცია უკუნაჩვენებია. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ სანთლების სახით, უკანა ტანიდან შეყვანით. თუ უახლოესი რამდენიმე საათის განმვლობაში ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა, გადააყლაპეთ უმი კვერცხის ცილა ან დაალევინეთ ცივი რძე (არა უმეტეს 1 ჭიქისა). ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანოთ სპეციალიზებულ საავადმყოფოში.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
24-10-2019
ბავშვისთვის ყველაზე კარგი მაგალითი მშობლის ქცევაა და არა რჩევა-დარიგებები. როგორ აღვზარდოთ
20-08-2019
ზაფხული პერიოდია, რომელიც ჩვენს შვილებს კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს.
13-07-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
კატეგორიის სხვა სტატიები
21-ე საუკუნე მეტაბოლური დაავადებების საუკუნეა - სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები,
ბუნების "საჩუქარი" - ბუნებრივი საშუალებები, რომლებსაც ანტითრომბული და სისხლის გამათხელებელი თვისებები აქვს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესიული მოშლილობის მქონე ადამიანებში
ალკოჰოლი, თამბაქო, დარღვეული ძილის რეჟიმი, დიდხანს ფეხზე დგომა, მარილიანი საკვები - შეშუპების მიზეზებია. როგორ ვუმკურნალოთ?
ედინბურგის უნივერსიტეტის პალიატიური დახმარების ექიმის დევიდ ჯეფრის აზრით,
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად