ჯანმრთელობა და მოგზაურობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობა და მოგზაურობა

ის ფიზიკური და ფსიქიკური სტაბილურობის შემწეცაა. უამრავი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მოგზაურობა ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია.

ფაქტი 1

მოგზაურობა აძლიერებს იმუნურ სისტემას

მოგზაურობის დროს ადამიანზე ყოველმხრივ მოქმედებს განსხვავებული გარემო, რაც ხელს უწყობს ძლიერი ანტისხეულების გამომუშავებას და მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას.

სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მიკროორგანიზმებით სხეულის უმნიშვნელო დაბინძურება რეალურად აძლიერებს სხეულსა და ნაწლავებს, თუმცა ეს არ ნიშნავს მოგზაურობისას ჰიგიენური წესების დაცვის უკუგდებას.

მოგზაურობისას ჩვეული წესების დაცვა აუცილებელია, თუმცა რამდენიმე ახალი ტიპის ბაქტერიასთან კონტაქტი სხეულს ნამდვილად ვერაფერს ვნებს, რადგან ჩვეული გარემოსგან მოცილებული ადამიანის ორგანიზმი ათასობით ახალ მიკროორგანიზმს უპრობლემოდ ეჩვევა.

ფაქტი 2

მოგზაურობა აძლიერებს სტრესისადმი მედეგობას

მოგზაურობა ადამიანს გაცილებით აბედნიერებს და შესაბამისად, ამცირებს დეპრესიულ მდგომარეობებს, რადგან, ერთი მხრივ, ნერვული სისტემის მოდუნებისა და განმუხტვის საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ კი, მას სტრესისადმი მედეგს ხდის.

მოგზაურობიდან სულ რაღაც 3 დღის შემდეგ ადამიანი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, მას უქვეითდება განგაშისა და შფოთვის დონე და ეს მდგომარეობა შინ დაბრუნებიდან კიდევ კარგა ხანს ნარჩუნდება.

ფაქტი 3

მოგზაურობა ტვინსაც ძლიერ უყვარს

მოგზაურობა ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს. ახალ ადამიანებთან შეხვედრისას ტვინი ადაპტირდება ახალი ვითარებების მიმართ, რაც გლობალურად მას გაცილებით გათვითცნობიერებულს ხდის.

ახალი გამოცდილება ზრდის ტვინის კოგნიტურ მოქნილობასაც, აძლიერებს და ამაღლებს აზროვნების სიმახვილეს.

სპეციალისტები მიგვითითებენ მოგზაურობასა და შემოქმედებითი უნარების ზრდას შორის უშუალო კავშირზე, კულტურული აზროვნებისა და პიროვნული თვისებების ზრდაზე.

სწორედ ამით ხსნიან იმ ფაქტსაც, რომ მოგზაურობის მოყვარული ადამიანები ურთიერთობებისას გაცილებით გახსნილნი და ემოციურად სტაბილურები არიან.

ფაქტი 4

მოგზაურობა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს

შვებულების დროს ჩვეული გარემოდან და საცხოვრებლიდან დროებითი მოცილება ადამიანს უხსნის დაძაბულობასა და შფოთვას, რადგან ემიჯნება სტრესულ ფაქტორებს.

დამტკიცებულია, ისინი, ვინც ყოველწლიურად მოგზაურობს, გაცილებით ნაკლებად უჩივიან გულის შეტევებსა და სისხლძარღვების სხვადასხვა ტიპის დაავადებებს.

ფაქტი 5

მოგზაურობა სხეულს ფორმას უნარჩუნებს

სხვადასხვა ტრანსპორტით მოგზაურობისას ხანგრძლივი ჯდომის დროსაც არსებობს ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა.

მოგზაურობისას გაცილებით მეტს დავდივართ ქუჩებში, ვიდრე შინ. მაშინაც კი, თუ შვებულების გატარებას ზღვაზე გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ ქვიშაზე სიარულისას თქვენი კუნთები ჩვეულებრივზე 2-ჯერ მეტად იტვირთება და გაცილებით მეტ კალორიასაც წვავს.

ფაქტი 6

სამოგზაუროდ “სამკურნალო ადგილები” არჩიეთ

ყველამ იცის, რომ დედამიწაზე მრავლადაა სამკურნალო თვისებების მქონე ადგილები, ერთგან თერაპიული ფაქტორი ჰაერია, მეორეგან - მინერალური წყალი, ზოგან კი - მზე და ტალახის აბაზანები.

ასეთ ადგილებში ორი კურდღლის დაჭერას შეძლებთ - ცხელი ტალახის აბაზანები, მინერალური წყლებით მკურნალობა აუმჯობესებს კანს, ხსნის ტკივილსა და სტრესს, ეხმარება ქსოვილების სწრაფ რეგენერაციას.

გარდა ამისა, ჩვენს პლანეტაზე ენერგეტიკულად დადებითი ადგილებიც არის, სადაც სხვებზე მეტად კონცენტრირდება დედამიწის მაკურნებელი ძალა, რომელიც ააქტიურებს გამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ პროცესებს. ასეთი ადგილებია: სტოუნჰენჯი, ეგვიპტური პირამიდები, აშშ-ში - სედონა და არიზონა.

ფაქტი 7

მოგზაურობა ახანგრძლივებს სიცოცხლეს

მოგზაურობა რომ ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ეს ფაქტია. როგორიც უნდა იყოს ის - ლოკალური თუ გლობალური, სრულყოფს ადამიანის ცხოვრებას და აუმჯობესებს მის ხარისხს.

სტრესის დაქვეითება, ოპტიმალური ფიზიკური ფორმის შენარჩუნება და ტვინის ფუნქციების გაუმჯობესება ნამდვილად საკმარისია ღვთით ბოძებული სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.