მოგზაურობა ქრონიკული დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოგზაურობა ქრონიკული დაავადებების დროს

მაგრამ, ხშირად, ქრონიკული პათოლოგიების მქონე ადამიანები თავს იკავებენ მსგავსი განტვირთვისაგან. თანამედროვე მედიცინა არ აღიარებს ასეთი შეზღუდვის აუცილებლობას და თვლის, რომ ქრონიკული დაავადებები მგზავრობისა თუ მოგზაურობის უკუჩვენება ნამდვილად არის.

შევეცდებით მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ის რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება და შესრულება ქრონიკული დაავადებების მქონეთაც მისცემს მოგზაურობისა და სამშობლოს მოხილვის საშუალებას.

პირველი აუცილებლად შესასრულებელი რჩევა - საცხოვრებელი ადგილის დატოვებამდე 4-6 კვირით ადრე დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ჩაიტარეთ აუცილებელი კვლევები, გადახედეთ მკურნალობის სქემას და ექიმთან ერთად განიხილეთ მგზავრობის მიზანშეწონილობა.

მგზავრობის რისკი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ტრანსპორტის სახეობაზე, მგზავრობის ხანგრძლივობასა და დანიშნულების ადგილზეც. მაგალითად, მაღალმთიან რეგიონში გამგზავრება ან ზღვის დონიდან მაღლა მდებარე უღელტეხილის გადავლა გაცილებით მეტ რისკს ქმნის.

საჰაერო მგზავრობა ქრონიკული დაავადებების დროს

მოგეხსენებათ, თვითმფრინავით მგზავრობა სიმაღლეს უკავშირდება. რაც მეტად ვშორდებით დედამიწას, მით უფრო იშვიათდება ჰაერი და მასში ჟანგბადის შემცველობა. ჯანმრთელი ადამიანები ვერ გრძნობენ ჟანგბადის ასეთ დაქვეითებას, თუმცა გულისა და ფილტვის ზოგიერთი დაავადების დროს ის დისკომფორტის მიზეზი ხდება. ამ მოსაზრებით ხშირად პაციენტებს არ ურჩევდნენ თვითმფრინავით მგზავრობას, თუმცა, ბოლო კვლევების თანახმად, თუ ექიმის რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, მსგავსი შეზღუდვა სულაც არ არის აუცილებელი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კი მგზავრობის მიზანშეწონილობა მკურნალ ექიმთან უნდა შეთანხმდეს.

დღეს არაერთ პაციენტს აქვს იმპლანტირებული რიტმის წამყვანი (პეისმეკერი) ან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი. ამ მოწყობილობათა თანამედროვე ვარიანტები არავითარ პრობლემებს არ ქმნის აეროპორტში უასფრთხოების კონტროლის გავლისას. სხვა შემთხვევაში აუცილებელია უსაფრთხოების თანამშრომელთა ინფორმირება.

კიდევ ერთი მარტივი წესი, რომელიც შეიძლება მგზავრობასთან დაკავშირებული ფუსფუსისას გადაგავიწყდეთ - აუცილებლად იქონიეთ ხელბარგში რამდენიმე დღისათვის საკმარისი მედიკამენტები, რათა ბარგის დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელი წამლების გარეშე არ დარჩეთ.

მგზავრობა გულის დაავადებების დროს

სადღეისოდ სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ გულის დაავადებების, გადატანილი ინსულტისა თუ გულის შეტევის შემდეგ მარტივი ღონისძიებებით შესაძლებელია უსაფრთხო მგზავრობა.

პირველი რჩევა მგზავრობისას გულის დაავადებების დროს - არავითარ შემთხვევაში არ დაირღვეს მედიკამენტების მიღების ჩვეული განრიგი. საცხოვრებელი ადგილის დატოვებისას პაციენტს თან უნდა ჰქონდეს რეგულარული მოხმარების მედიკამენტების აუცილებელი მარაგი ან დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მათ შეძენას იქაც შეძლებს, სადაც მიემგზავრება. ალბათ, არ არის საჭირო შეხსენება, რომ აუცილებლად თან იქონიოთ ექიმის დანიშნულება ან ზუსტი ჩანაწერი, რომელ პრეპარატს იღებთ და რა დოზით.

მეორე, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელი და შესასრულებელია - გულის უკმარისობისას უნდა აკონტროლოთ მიღებული სითხის რაოდენობა და არ გადაიტვირთოთ ნატრიუმით (მისი უმნიშვნელოვანესი წყაროებია სუფრის მარილი და სოდა).

მართალია, უკანასკნელი წლების რეკომენდაციებით უკუაგდეს მგზავრობისას მკვეთრი შეზღუდვები, თუმცა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს მაინც არ ურჩევენ დასვენებას ძალიან ცხელი ან პირიქით, ძალიან ცივი კლიმატის პირობებში. არ არის რეკომენდებული მგზავრობა ან დასვენება ძალიან მაღალ (იგულისხმება ზღვის დონიდან 2000 და მეტი მეტრი) ადგილზეც. ამ დროს ჰაერში ჟანგბადის გაიშვიათების გამო ორგანოებისა და ქსოვილების სათანადო მომარაგებისათვის გულს გახშირებული მუშაობა უწევს, რაც მას ზედმეტად ტვირთავს. თუ ასეთ ადგილზე გამგზავრებას მაინც გეგმავთ, აუცილებელია შეუთანხმდეთ თქვენს პირად ექიმს.

დასვენება და მგზავრობა მაღალი არტერიული წნევის დროს

მედიკამენტების მეშვეობით კარგად კონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი არტერიული წნევა არავითარ დაბრკოლებას არ ქმნის აქტიური დასვენების (ლაშქრობა, ცურვა, ველოსიპედის ტარება და სხვა ფიზიკური აქტივობა) დროს. მოგეხსენებათ, კარგად კონტროლირებულ ჰიპერტენზიაში იგულისხმება დაავადების ის შემთხვევები, რომელთა დროსაც მედიკამენტური მკურნალობის წყალობით მიღწეულია არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები. რასაკვირველია, არ არის რეკომენდებული ის აქტივობა, რომელიც ადრენალინის მკვეთრ გადმოსროლას იწვევს (ღრმად ყვინთვა, პარაშუტით დაშვება, სიმაღლიდან ხტომა). ასეთ გართობას შეიძლება არტერიული წნევის მომატება მოჰყვეს. არტერიული ჰიპერტენზიის დროს უნდა მოერიდოთ ისეთ რელაქსაციასაც, რამაც წნევის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, წნევის დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს საუნა ან ძალიან თბილი გარემო. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სათანადო რაოდენობით წყლის მიღება.

ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანს ებადება ლოგიკური კითხვა - იმოქმედებს თუ არა მის დასვენებაზე ყოველდღიურად მიღებული მედიკამენტები? რასაკვირველია, მედიკამენტები გარკვეულწილად ავლენენ თავიანთ უარყოფით ეფექტს. ჰიპოტენზიული (წნევის დამწევი) მედიკამენტების ნაწილი ეფექტს სისხლძარღვთა გაფართოების ხარჯზე ავლენს. აღნიშნულის გამო მათი მიღებისას შესაძლოა აღმოცენდეს მცირედი (ზოგჯერ კი თვალშისაცემი) შეშუპება კოჭ-წვივის სახსრის არეში. ასეთი შეშუპება უფრო მკვეთრად ვლინდება ხანგრძლივი მგზავრობის, ფრენის, ცხელ ადგილზე ყოფნის დროს. შეშუპებისაგან გვიცავს მგზავრობისას ხშირი წამოდგომა, ფეხების მოძრაობა. ზაფხულში შეიძლება თვალშისაცემი გახდეს შარდმდენების და აგფ ინჰიბიტორების წნევის მკვეთრად (სასურველზე მეტად) დაქვეითების ეფექტიც. აღნიშნულის მიზეზია ცხელ ჰავასთან დაკავშირებული ოფლიანობა. განსაკუთრებით მძიმდება მდგომარეობა ნაწლავური ინფექციების დროს (ფაღარათისა და ღებინების გამო). ასეთ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება.

მგზავრობა დიაბეტის დროს

კარგა ხანია ცნობილია, რომ დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების წესია. ამ წესს პაციენტი ვერ დაარღვევს ვერც დასვენებისა და ვერც მგზავრობის დროს. თუ დიაბეტიანი პაციენტი ინსულინს იყენებს, მან აუცილებლად უნდა იქონიოს აღნიშნულის დამადასტურებელი ექიმის ჩანაწერი, რათა საჭირო მედიკამენტი და ინსულინის ნემსი თან იქონიოს მგზავრობისას. დროულად უნდა ჩატარდეს ინექციაც.

აუცილებელია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება.

მგზავრობისას დიაბეტით დაავადებულმა თან უნდა იქონიოს გლუკოზის შემცველი საკვები შესაძლო ჰიპოგლიკემიის დროს გამოსაყენებლად. სასურველია მცირე ოდენობის საკვებიც დიეტური რეკომენდაციების გათვალისწინებით.

მგზავრობა ასთმისა და ალერგიის დროს

სამწუხაროდ, ასთმითა და ალერგიით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი საკმაოდ დიდია. მათი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული გარემოს მდგომარეობაზე. აღნიშნულის გამო ასთმისა და ალერგიის დროს მოგზაურობისას მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო. მგზავრობისას აუცილებელია:

ნ თან იქონიოთ საჭირო მედიკამენტები;

ნ ზუსტად იცოდეთ საკუთარი დიაგნოზები;

ნ გქონდეთ ჩანაწერი, სადაც მითითებული იქნება, რომელ მედიკამენტზე (საკვებზე, ნივთიერებაზე) გქონდათ ალერგია;

ნ კიდევ ერთხელ მიიღოთ მითითებები თქვენი ექიმისაგან ალერგიის ან ასთმის შეტევის დროს სათანადო ტაქტიკის შესახებ;

ნ თუ გქონიათ სასუნთქი გზების შეშუპება ალერგიის გამო (ანგიოედემა), თან (ხელბარგში) იქონიეთ ეპინეფრინის (ადრენალინი) მზა შპრიცი;

ნ თვითმფრინავით მგზავრობისას იქონიეთ (ხელბარგში) ასთმის მედიკამენტები.

როგორ ავირიდოთ ღრმა ვენების თრომბოზი

ადამიანთა უდიდესი ნაწილისათვის მგზავრობისას ღრმა ვენების თრომბოზის რისკი მცირეა, თუმცა რისკი იზრდება წარსულში გადატანილი ღრმა ვენების თრომბოზის, ახლო წარსულში ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა და სიმსივნეების შემთხვევაში. ასეთ დროს რეკომენდებულია სპეციალური ელასტიკური ტრიკოტაჟის (გეტრი, წინდა) ტარება მგზავრობის დროს. მისი ზომა და კომპრესია (ზეწოლის ხარისხი) სწორად უნდა იყოს შერჩეული. პაციენტი უნდა ეცადოს, რომ მგზავრობისას:

ნ ხშირად წამოდგეს, გაიაროს;

ნ მჯდომარემაც შეასრულოს გარკვეული ვარჯიში, რომელიც წვივის კუნთების რეგულარულ შეკუმშვა-მოდუნებას იწვევს (მაგალითად, ტერფის წინ წაწევა და შემდეგ მოხრა, ჯდომისას ტერფის წამოწევა, თითქოს ადამიანი ცერებზე დგას, დასაწყის მდგომარეობაში დაბრუნება და ა. შ.);

ნ დალიოს საკმარისი რაოდენობით წყალი;

ნ არ მიიღოს ალკოჰოლი და ყავა (განაპირობებენ დეჰიდტარაციას);

ნ მიმართოს ექიმს თრომბოზის პროფილაქტიკის მედიკამენტური ღონისძიებების განსახილველად.