როგორ ვლინდება აკლიმატიზაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვლინდება აკლიმატიზაცია

რა უნდა ვიცოდეთ, რომ კურორტზე მომზადებულები აღმოვჩნდეთ და ავირიდოთ ორგანიზმზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედება.

აკლიმატიზაციის სიმპტომები

უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანმა აკლიმატიზაცია შეიძლება განიცადოს როგორც შორეული მოგზაურობისას, ისე საკუთარ ქვეყანაში. რაც უფრო შორს ცხოვრობს ადამიანი იმ ადგილიდან, რომლის მონახულებასაც აპირებს, მით მეტია ორგანიზმის რეაქციის ალბათობა მოსალოდნელი ცვლილებებისადმი.

აკლიმატიზაციის სიმპტომებს ხშირად მივაწერთ ცუდ გუნება-განწყობას, გაციებას, მოწამვლას ან მზის დაკვრას. აკლიმატიზაციის სიმპტომებია:

  • ახალი კლიმატის მიმართ ორგანიზმის ადაპტაციის გამოვლინება ზოგჯერ მართლაც გაციების მსგავსია: იწევს ტემპერატურა, აღინიშნება სურდო, ყელის ტკივილი, შემცივნება, სისუსტე;
  • მომატებული ძილიანობა ან, პირიქით, უძილობა. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ძილის ნებისმიერი სახის დარღვევას;
  • თავბრუსხვევა და ადვილად დაღლა;
  • აკლიმატიზაციას შეიძლება ახლდეს იმუნიტეტის დაქვეითება და ამის შედეგად ქრონიკული დაავადების გამწვავება;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევა. შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა;
  • ახალ გარემოს შესაბამისად ორგანიზმის გადაწყობის დროს იზრდება გადახურებისა და სითბური დარტყმის ალბათობა;
  • შეიძლება აღინიშნოს გაღიზიანება, მოძრაობის შენელება და მადის დაქვეითება.

როგორ შევამციროთ აკლიმატიზაციის შედეგები

თანამედროვე ადამიანს თავისუფალი დრო ძალზე მცირე აქვს, შვებულება, ჩვეულებრივ, 2 კვირა გრძელდება, აკლიმატიზაციისას კი შეიძლება ეს დრო კიდევ უფრო შემცირდეს, რადგანაც ახალ პირობებთან შესაგუებლად ორგანიზმს 2 დღიდან ერთ კვირამდე სჭირდება. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი გარემოებაა, განსაკუთრებით - შორს გამგზავრებისას.

კარგი იქნება, თუ ადრიანად დაიწყებთ იმ ქვეყნის დროზე გადასვლას, რომლის მონახულებასაც აპირებთ. ცხადია, მომუშავე ადამიანისთვის ამის გაკეთება რთულია, მაგრამ ნელ-ნელა შესაძლებელია დროის გადაწევა: ერთი საათით გვიან დაწოლა დასაძინებლად და ერთი საათით ადრე ადგომა - იმის გათვალისწინებით, როგორ გრაფიკს უნდა მოერგოთ.

შვებულების წინ ვარჯიში არა მხოლოდ კარგ ფორმაში სამყოფად, აკლიმატიზაციასთან გასამკლავებლადაც წაგადგებათ. ორგანიზმი უფრო ადვილად გადაიტანს გარემოს შეცვლას.

ტონუსის ასამაღლებლად სწორი კვებაც მნიშვნელოვანია. თუ აქტიურად ფიქრობთ მზის აბაზანების მიღებას, ცუდი არ იქნება წინასწარ გარუჯვა, რომ დაიცვათ კანი დამწვრობისა და სითბური დარტყმისაგან. თან იქონიეთ კრემები და სპეციალური საშუალებები შPF-ით.

თუ ხანგრძლივი ფრენა გიწევთ, თვითმფრინავში სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, რომ არ გაუწყლოვდეთ. ალკოჰოლის მიღებისგან კი თავი უნდა შეიკავოთ.

შვებულების პირველ დღეებში ზედმეტად ნუ იაქტიურებთ. ექსკურსიები და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული ყველა დატვირთვა დაგეგმეთ არდადეგების შუა ან ბოლო დღეებში. დასაწყისში კი მოდუნდით და დაეხმარეთ ორგანიზმს ახალ გარემოსთან შეგუებაში. მეტი ისეირნეთ, მაგრამ მოერიდეთ მზის სხივებს.

აკლიმატიაციის შემთხვევაში, პირველ დღეებში თავი აარიდეთ ალკოჰოლურ სასმელებსა და ადგილობრივი სამზარეულოს კერძებს. ნუ დატვირთავთ კუჭს ცხიმიანი, მარილიანი და შემწვარი საკვებით.

შვებულების პირველ სამ დღეს სჯობს შეზღუდოთ საკვების რაოდენობაც. ორგანიზმს სჭირდება ძალები ახალ გარემოსთან შესაგუებლად და არა საკვების გადასამუშავებლად. სიფრთხილით შეიძინეთ სიცხესა თუ ქუჩაში გამოტანილი პროდუქტები. მათზე შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ორგანიზმისთვის უჩვეულო მიკრობები. მოერიდეთ ტკბილ სასმელებს, განსაკუთრებით - ყინულიანს. თუმცა “მოგზაურის დიარეა” შეიძლება კლიმატის ცვლილებამაც გამოიწვიოს, სწორი მიდგომით კი ყველაფერი 2-3 დღეში გაივლის.

“მოგზაურის ყაბზობა” - შეიძლება ასეთი რეაგირება მოახდინოს ნაწლავმა საგზაო სტრესზე, დაღლილობასა და აკლიმატიაზაციაზე. ამისათვის საჭიროა მეტი მოძრაობა, ცურვა, ფეხით სეირნობა, აუცილებლად იქონიეთ საგზაო აფთიაქში საფაღარათო და შემკვრელი საშუალებები.

სიცხე წარმატებით ახანგრძლივებს აკლიმატიზაციას, ამიტომ შეეცადეთ იყოთ ჩრდილში და ბევრი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.

წინასწარ მოამზადეთ საგზაო აფთიაქი. მასში უნდა იყოს:

  • სიცხის დამწევი;
  • მოწამვლის დროს საჭირო მედიკამენტები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოსაწესრიგებელი საშუალებები;
  • ალერგიისა და გაციების სამკურნალო საშუალებები;
  • ტკივილგამაყუჩებელი;
  • დამწვრობის, მზისგან დამცავი კრემები;
  • ლეიკოპლასტირი;
  • ნაკბენის, ნაკაწრისა და დაჟეჟილობის სამკურნალო კრემები.

რეაკლიმატიზაცია

ორგანიზმს, რომელიც შეეგუა ახალ გარემოსა და პირობებს, ხელახლა უწევს სახლის კლიმატთან გადაწყობა, რამაც შეიძლება გააღრმაოს დეპრესია, რაც ხშირას თან სდევს შვებულების დასრულებასა და სამსახურში გასვლას.

შეეცადეთ შინ დაბრუნება ისე დაგეგმოთ, რომ სამსახურში გასვლამდე 1-2 დღე გქონდეთ გონზე მოსასვლელად - დასასვენებლად, გამოსაძინებლად და ჩვეულ ცხოვრებასთან დასაბრუნებლად.

ბავშვთა აკლიმატიზაცია

აკლიმატიზაცია ბავშვებზეც აისახება. რა ვიღონოთ მათი მოგზაურობის პროცესის შესამსუბუქებლად? უპირველესად, აუცილებელია კონსულტაცია პედიატრთან, რომელიც შეგვირჩევს ბავშვისთვის სასურველ კლიმატს.

ახალ ადგილზე მოხვედრილ პატარას ესაჭიროება დასვენება, ძალების მოკრება და მხოლოდ ამის შემდეგ აქტიური დასვენება: სათამაშო მოედნები, ექსკურსიები და ცურვა.

შეეცადეთ არ შეცვალოთ ბავშვის კვებისა და ძილის რეჟიმი. არ ღირს ეგზოტიკური საკვების მიცემა და რაციონში სიახლის შეტანა.

პირველ საათებში სჯობს ბავშვის იზოლირება სხვა ბავშვებისგან, ასევე ხალხმრავლობისაგან, რადგანაც აკლიმატიზაცია აქვეითებს იმუნიტეტს, ამიტომ ინფექციის რისკი მნიშვნელოვნად მატულობს.

შინ დაბრუნებაც არ არის ბავშვისთვის ადვილი გადასატანი. მას სჭირდება მოსვენება და გარკვეული დრო სახლის პირობებთან ხელახლა შესაგუებლად.