საფეხმავლო ტურიზმი დასვენების საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საფეხმავლო ტურიზმი დასვენების საშუალება

მაგრამ ბუნების შეუცნობელ ადგილებამდე მისაღწევად ტურისტს ყველა აუცილებელი ნივთის ზურგით ტარება უწევს. საფეხმავლო ტურიზმი დასვენების ყველაზე აქტიური ფორმაა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სირთულის ადგილებში გადაადგილებას. ეს შეიძლება იყოს ტყე, მინდორი, მთა. ორგანიზმისთვის ასეთი მსვლელობის სარგებელი თვალსაჩინოა.

ეკიპირება

აუცილებელი მოწყობილობა და ეკიპირება, უპირველესად, დამოკიდებულია გასვლის დროზე, სეზონსა და ტურისტული მარშრუტის ადგილზე. ტურისტის ჩანთაში უნდა იყოს საკმარისი ოდენობით კვების პროდუქტი, წყალი და პირველადი მოთხოვნილების საგნები.

ლაშქრობაში მხოლოდ აუცილებელი ნივთები უნდა წაიღოთ, რომ ზურგჩანთა ზედმეტი საგნებით არ დაიტვირთოს.

ტურისტისთვის აუცილებელი ნივთების სია:

ნ უნდა წაიღოთ აუცილებელი დოკუმენტები - პასპორტი, დაზღვევის პოლისი, ვიზა;

ნ დასასვენებელი ადგილის შერჩევისას მოიძიეთ ინფორმაცია პოტენციურ ბუნებრივ საშიშროებებზე - საშიშ ცხოველებსა და მცენარეებზე, ასევე ადგილობრივი წეს-ჩვეულებების სპეციფიკაზე;

ნ ნაციონალური ნაკრძალებისა და პარკების უმრავლესობაში გათვალისწინებულია სპეციალური ტურისტული სეზონი - აუცილებელია სეზონის გახსნისა და დახურვის ვადების გაგება. გარდა ამისა, უმჯობესია ნაადრევად გავიგოთ ინფორმაცია ადგილობრივ ოტელებზე, კაფეებსა და რესტორნებზე;

ნ ტანსაცმელი უნდა შეირჩეს კლიმატური პირობების გათვალისწინებით;

ნ საზღვარგარეთ გამგზავრებისას, უმჯობესია, წინასწარ შეისწავლოთ რამდენიმე ფრაზა უცხო ენაზე და თან იქონიოთ ლექსიკონი.

კომპასი ან GPშ. ტექნიკურ პროგრესთან ერთად, კომპასის ნაცვლად წარმატებით გამოიყენება GPშ-ნავიგატორები. ეს ელექტრომოწყობილობა კომპასის კარგი შემცვლელია, მაგრამ მისი მწყობდრიდან გამოსვლის შემთხვევაში (აკუმულატორის დაჯდომა) ტურისტს შეიძლება პრობლემები შეექმნას, რაც კომპასს არ ემუქრება.

ნ მზისგან დამცავი სათვალე;

ნ მზისგან დამცავი კრემი;

ნ ფარანი (მაშუქი);

ნ ასანთი ან სანთებელა;

ნ ქურთუკი;

ნ დანა;

ნ პირველი დახმარების აფთიაქი;

ნ მწერებისგან დამცავი საშუალება;

ნ საძილე ტომარა;

ნ პატარა ზომის ქვაბი (კარდალა);

ნ კარავი.

კვება

საფეხმავლო ტურისას ტურისტი საკმაოდ დიდ ფიზიკურ ძალას ხარჯავს, ამიტომ, ძალების აღსადგენად, მას საკმარისი კალორია სჭირდება. საჭიროა მსუბუქი და კალორიული საკვები, რომლის მომზადებაც ღია ცის ქვეშ ადვილი და მოსახერხებელი იქნება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა კონსერვი, ბურღულეული და სწრაფი მომზადების კერძები.

ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენა

ნ იქონიეთ სათანადო რაოდენობით წინდა. მშრალ და სუფთა ფეხზე ნაკლებად ვითარდება კოჟრები და კანის ტრავმები;

ნ თეთრეული უნდა გაირეცხოს საღამოს, რომ დილისთვის მოასწროს გაშრობა;

ნ საჭიროა მოხერხებული შარვალი, პერანგი, მაისურები, ქურთუკი, რომელიც ადვილად გარდაიქმნება ჟილეტად, აუცილებლობის შემთხვევაში - თერმოთეთრეული.

ნ უნდა იქონიოთ თავსაბურავი, რომელიც მზისგან დაიცავს სახის კანს.

ნ საპონი, კბილის პასტა, ჯაგრისი და შამპუნი შეინახეთ სპეციალურ ფუტლარებში;

ნ აუცილებლად იქონიეთ საგზაო აფთიაქი.

საშიშროებები

გაითვალისწინეთ სხვადასხვა სახიფათო სიტუაციაც: კიდურის დაჭიმვა, დაჟეჟილობა, ტრავმა, მწერების ნაკბენი, პროდუქტით ან ველური კენკრით მოწამვლა, მოყინვა, მზის დამწვრობა ან სითბური დარტყმა. დასაშვებია გარეული ცხოველის და ადამიანის თავდასხმაც კი. ამიტომ, სხვადასხვა უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სიფრთხილე და უსაფრთხოების წესების დაცვა.

შეარჩიეთ კარგად ცნობილი მარშრუტი, ასევე აუცილებელია საკუთარი და თანმხლები პირების ფიზიკური მომზადების დონის შეფასებაც.