კრუიზი ზღვაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კრუიზი ზღვაზე

ზღვის დაავადება!

საზღვაო კრუიზის ყველაზე ხშირი და ცხადი ნეგატიური მხარე ზღვის დაავადებაა, რომელსაც შვებულების ჩამწარებაც კი შეუძლია.

ზღვის დაავადება, იგივე კინეტოზი - ზღვაზე ლაინერის რხევის შედეგად განვითარებული მდგომარეობაა.

მისთვის დამახასიათებელია გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება, ზოგადი სისუსტე, ემოციური ცვლილებანი, აპათია და აგზნება, არტერიული წნევის დაქვეითება, არითმია.

ზღვის დაავადების მიმდინარეობის ინტენსივობას ლაინერის რხევის ფორმა განსაზღვრავს, ნელი რხევა - გაცილებით ადვილად გადასატანია, ვიდრე ხომალდის სწრაფი და მიზანმიმართული სვლა.

გემის რხევის სახეს კი განსაზღვრავს ზღვის ღელვის ინტენსივობა, ლაინერის ზომები და მასზე არსებული ტვირთის რაოდენობა.

ზღვის დაავადების განვითარებას თავისი მაპროვოცირებელი ფაქტორები გააჩნია:

  • ალკოჰოლის მიღება, გაზიანი სასმელები, ცხიმიანი საკვები, უზომო ჭამა - ამცირებს ორგანიზმის რხევებისადმი მდგრადობას. კინეტოზის გამოწვევა მათ განსაკუთრებით ცურვის დაწყებიდან პირველ ორ დღეს შეუძლიათ, ამიტომ მოგზაურობის დაწყებისას გამაღიზიანებელი სასმელებისა და საკვებისაგან თავის შეკავებას გირჩევთ;
  • არახელსაყრელი გარემო - ზღვის დაავადება ხშირად ტალღების მონოტონური ხმაურისა და ლაინერის ვიბრაციისგანაც კი ჩნდება, ასეთ დროს ყურსასმენებით სასურველი მელოდიების მოსმენას გირჩევთ;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების მქონეთ რხევის სტატოკინეტიკურ მოქმედებაზე არაადეკვატური რეაქციები უვითარდებათ. ცენტრალური ნერვული სისტემა პერიფერიიდან მიღებულ იმპულსებზე უჩვეულოდ რეაგირებს, რაც კინეტოზის გაცილებით სწრაფად განვითარების მაუწყებელია;
  • ხშირად კინეტოზი ოპტიკური ფაქტორის მოქმედების შედეგია - მხედველობის არეში ერთგვარი გამოსახულების მუდმივი ყოფნა აძლიერებს მხედველობის ანალიზატორის გაღიზიანებას, რომელიც, ვესტიბულური ანალიზატორის მსგავსად, თავბრუსხვევასა და ღებინებას იწვევს;
  • კინეტოზი ადვილად უვითარდებათ დეპრესიულ-შფოთვითი აშლილობებისადმი მიდრეკილ ადამიანებს, მუდმივი შიშის გრძნობა ზრდის ზღვის დაავადების წარმოშობას. ასეთ დროს სპეციალისტები ძილსა და დასვენებას გვირჩევენ, რადგან კარგი გამოძინება მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებაა.

თუ გსურთ ზღვის დაავადებამ არ ჩაგიმწაროთ შვებულება, მისთვის წინასწარ მოემზადეთ, მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც შეგირჩევთ რხევის საწინააღმდეგო პრეპარატს, გარდა ამისა, შეგიძლიათ ჩაეწეროთ ვესტიბულური აპარატის გამავარჯიშებელ კურსებზე.

აუცილებელია, შეარჩიოთ შესაფერი ლაინერი. თუ ზღვის დაავადებისადმი მიდრეკილი ხართ, უმჯობესია არჩევანი დამამშვიდებელი რხევის მქონე ხომალდზე შეაჩეროთ, რომელიც ცურვისას მინიმალური ამპლიტუდით მოძრაობს და რხევებისადმი გაცილებით მედეგია.

გაითვალისწინეთ!

საზღვაო კრუიზში წამსვლელ ქრონიკულად მოავადე პაციენტებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ზღვაზე ცურვა ამწვავებს გულ-სისხლძარღვთა, ნაღველკენჭოვან და თირკმელკენჭოვან დაავადებებს, ქრონიკულ გასტრიტს. ამიტომ გირჩევთ, კრუიზში წასვლამდე საგულდაგულოდ გადაამოწმოთ მოავადე ორგანო და მოგზაურობის გადაწყვეტილება მკურნალ ექიმთან შეთანხმებით მიიღეთ.

აკრძალვები

კრუიზი აკრძალვებს უწესებს ზოგიერთი კატეგორიის პირებს.

  • უსაფრთხოების მიზნით ლაინერზე არ დაიშვებიან ქალები, რომელთაც კრუიზის დასრულებისას ორსულობის 24 და მეტი კვირა უსრულდებათ;
  • კრუიზში არ დაიშვებიან 21 წლამდე პირები ოჯახის წევრის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გარეშე, ასევე 21 წელზე მეტი ასაკისანი.

შთაბეჭდილებათა კოლაჟი

  • მოგზაურობა საკმაოდ კომფორტულია, რამდენადაც თანამედროვე ლაინერები აღჭურვილია ცივილიზაციის უკანასკნელი მიღწევებით, სპეციალურად მომზადებული პერსონალი კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ტურისტს დასვენება დაუვიწყარ მოგონებად ექცეს;
  • კრუიზი დასვენების პრაქტიკულად უნივერსალური ვარიანტია როგორც შეყვარებული წყვილისთვის, ისე ოჯახისა და მარტოხელა დამსვენებლისთვისაც კი;
  • ერთი კრუიზისას შესაძლებელია რამდენიმე ქვეყნის მონახულება, საუკეთესო ვარიანტში კი, შესაძლოა, 7-10 სახელმწიფო საზღვარიც კი გადალახოთ;
  • გემზე აუცილებლად იპოვით თქვენთვის საუკეთესო გართობის საშუალებას: რესტორანში, სპორტულ დარბაზში, ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილ სათამაშო მოედნებსა და ჩოგბურთის კორტებზე;
  • მთელ მოგზაურობას ერთ კაიუტაში ატარებთ, რომელიც ხშირად საუკეთესო სასტუმროს ნომერს არაფრით ჩამოუვარდება;
  • მოგზაურობა იმდენად საგანგებოდაა დაგეგმილი, რომ ღირსშესანიშნაობათა თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოძიებაზე დროის დაკარგვა აღარ გიწევთ.

გსურთ კრუიზი უსაფრთხო, კომფორტული და დაუვიწყარი იყოს?

  • დასაწყისშივე ჩამოყალიბდით, სად გსურთ მოგზაურობა. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი ადგილის შერჩევა, სეზონური თავისებურებების და იმ კონკრეტული ქვეყნის მდგომარეობის გათვალისწინება, სადაც მოგზაურობას გეგმავთ;
  • განსაზღვრეთ პირადი პრიორიტეტები;
  • შემოდგომასა და გაზაფხულზე ყველგან სითბო არ არის, ზაფხულში კი ზოგიერთ ქვეყანაში წვიმების სეზონი იწყება. გაარკვიეთ, სად გსურთ მოგზაურობა: ევროპაში, აზიაში, ავსტრალიაში, ამერიკასა თუ აფრიკაში.

ასე რომ, თუ გიყვართ ზღვა და ოკეანე, არ გაშინებთ წყლის უსაზღვროება, ნუ დააყოვნებთ, მიმართეთ გამოცდილ ტუროპერატორს და განეწყვეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისათვის!