რა გავითვალისწინოთ სახმელეთო ტრანსპორტით მგზავრობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გავითვალისწინოთ სახმელეთო ტრანსპორტით მგზავრობისას

ამის გამო ადამიანებს ხშირად არათუ საათობით, დღეობითაც კი უწევთ მგზავრობა. სახმელეთო ტრანსპორტით, ავტობუსითა თუ ავტომანქანით გადაადგილებას კი გარკვეული პრობლემები ახლავს.

ტრანსპორტით მგზავრობისას ხშირია თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სიფერმკრთალე, უმადობა, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება, ზოგადი თვითშეგრძნების გაუარესება. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი კინეტოზის გამოვლინებაა. ზოგი კინეტოზს ტრანსპორტის დაავადებას უწოდებს, თუმცა სინამდვილეში ის დაავადება კი არა, რწევის შედეგად განვითარებული მდგომარეობაა. კინეტოზის სიმპტომები ასაკთან ერთად სუსტდება და ბოლოს სულმთლად ქრება.

სხვადასხვა ასაკის მგზავრთა ანკეტირებამ აჩვენა, რომ მგზავრობისას უსიამოვნებანი ასიდან 60 შემთხვევაში აღენიშნებათ 10 წლამდე ასაკის ბავშვებს, 10-დან 30 წლამდე მგზავრებს შორის კი ის ასიდან 45 შემთხვევაში ვლინდება. ისე რომ, კინეტოზის სიმპტომებს მგზავრთა საშუალოდ 5-10% იცნობს, 60 წლის შემდეგ კი ეს პრობლემა სრულებით აღარ იჩენს თავს.

ტრანსპორტით მგზავრობისას რწევა და ჯანჯღარი განსაკუთრებით ბავშვებს აწუხებს, რადგან მათ კარიბჭე-ლოკოკინას, ანუ სმენისა და წონასწორობის (ვესტიბულური) აპარატი ჩამოუყალიბებელი აქვთ. ეს აპარატი შიგნითა ყურშია ლოკალიზებული და გარდა იმისა, რომ გარემოდან მიღებულ ბგერებს აღიქვამს, გრავიტაციული ზემოქმედების შეგრძნების ხარჯზე გარემოში ორგანიზმის მდებარეობასაც განსაზღვრავს, წონასწორობასა და ორიენტაციას უზრუნველყოფს.

ტრანსპორტით მგზავრობისას, ერთი მხრივ, ხმაური და მხედველობითი ანალიზატორის გადაძაბვა (მოძრაობისას ხედების სწრაფად ცვლა), მეორე მხრივ - უსიამოვნო ყნოსვითი შეგრძნებები (მაგალითად, საწვავის სუნი) და რწევა თავის ტვინში უამრავი იმპულსის ერთდროულად გადაცემასა და ბევრი ცენტრის აგზნებას იწვევს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ოპტოკინეტიკური შეგრძნება შინაგანი ორგანოების ფუნქციათა გარკვეულ აღრევას იწვევს. ეს იმიტომ, რომ ტრანსპორტით მგზავრობისას, როცა თვალები უამრავ მოძრავ ხედს აღიქვამენ, კუნთები უმოძრაოდ რჩება. ამას ერთვის სმენითი და ყნოსვითი გამღიზიანებლები, რაც, საბოლოოდ, ბავშვის (საზოგადოდ, ადამიანის) ტვინში ერთგვარ რევოლუციას იწვევს. გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, რომლებიც, თავის მხრივ, ორგანოთა სისტემებში სხვადასხვა ძვრას განაპირობებს. ეს ყოველივე კი დაძაბულობით, უსიამოვნო შეგრძნებით, ოფლიანობით, გულისრევით (ზოგჯერ - გულისწასვლითაც) და სხვა სიმპტომებით ვლინდება.

როგორც აღვნიშნეთ, საშიში არაფერია, ასაკთან ერთად (შესაძლოა სულ რამდენიმე წელიწადშიც) ყველა ეს მოვლენა გაივლის, მანამდე კი მგზავრობამდე და მგზავრობის შემდეგაც რამდენიმე წვრილმანი გაითვალისწინეთ:

ნ ბავშვი ტრანსპორტში რაც შეიძლება წინა სავარძელზე დასვით, პირისახით აუცილებლად მოძრაობის მიმართულებით. თუ საკუთარი ავტომანქანით მგზავრობთ, სავარძელი უკან გადასწიეთ, რომ ბავშვი ნახევრად იწვეს. ეცადეთ ავტომობილი თანაბარი სიჩქარით მართოთ. სიჩქარის სწრაფი ცვლა, მკვეთრი მოძრაობები, სწრაფად დამუხრუჭება ან მოხვევა კინეტოზის სიმპტომებს ამძაფრებს.

ნ ტემპერატურა სალონში მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს. გადახურება და გადაცივება მდგომარეობას ამძიმებს. ეცადეთ სალონში არ იდგეს გულისრევის მაპროვოცირებელი მკვეთრი სუნი (მაგალითად, პარფიუმერიისა).

კინეტოზი იოლი ფორმით ვლინდება ან სრულებით არ ვითარდება, თუ ბავშვს ყურადღებას სხვა საგანზე, მაგალითად, საყვარელ გასართობზე, გადაატანინებთ. შეიძლება მსუბუქი რიტმული მუსიკა მოასმენინოთ. მხედველობითი გაღიზიანების ასარიდებლად სასურველია, თვალები დახუჭოთ (შესაბამისად, დაახუჭინოთ პატარასაც). არ არის სასურველი თავის აქეთ-იქით ტრიალი. უმჯობესია წინ ყურება, რაც მთავარია, მზერის შორ დისტანციაზე ფიქსაცია.

თუ ამანაც ვერ გიშველათ, მანქანა დროდადრო გააჩერეთ, ჩამოდით და ღრმად, თანაბრად ისუნთქეთ სუფთა ჰაერი.

რა უნდა ვიცოდეთ

ტრანსპორტით მგზავრობისას მთავარი პრობლემა ხანგრძლივად ჯდომას უკავშირდება. ერთ პოზაში ხანგრძლივად ჯდომა განაპირობებს სერიოზულ უსიამოვნებებს.

უპირველესად, აღსანიშნავია ფეხების შეშუპება. ზოგს ის მგზავრობის მე-3 - მე-4 საათზევე უვითარდება. ყოველი მომდევნო საათის გასვლის კვალად კი, სულ უფრო უმძიმდება მდგომარეობა - ემატება ქვემო კიდურების შეშუპება. მგზავრობის ბოლოსკენ კი ზოგს ისე უშუპდება ფეხები, რომ გადადგილებაც უჭირს.

რატომ ხდება ასე?

უპირველესად, ფეხები უხშირესად მათ უშუპდებათ, ვისაც გულის პრობლემები აღენიშნება. მეორეც, შეშუპების მიზეზი შეიძლება ლიმფოსტაზიც (ლიმფის შეგუბებაც) გახდეს. ლიმფის მოძრაობა განსაკუთრებით ფერხდება ჯდომისას, სისხლძარღვების ორმაგი დატვირთვის გამო, რადგან ადამიანი მათ მთელი ძალით აწვება. მგზავრობისას შეშუპება უფრო ხშირად მსუქნებს უვითარდებათ. საზოგადოდ, გულის პრობლემებით დაავადებულები განსაკუთრებულ რისკჯგუფს ქმნიან და ცუდად გადააქვთ მგზავრობა.

საქმე ისაა, რომ გამხდარი და სრულიად ჯანმრთელი ადამიანებიც კი აწყდებიან გარკვეულწილად ამ პრობლემას (ქვედა კიდურების შეშუპებას), შესაბამისად, ქცევის წესების დაცვა მგზავრობისას ყველასათვის მნიშვნელოვანია.

რა უნდა გაითვალისწინოთ

უპირველესად პოზა ყოველ 10-15 წუთში უნდა იცვალოთ. განსაკუთრებით არასასურველი და სახიფათოა ფეხის ფეხზე გადადება, ამ დროს სისხლძარღვები იჭყლიტება და მათში სისხლი შეფერხებით გადაადგილდება. უნდა შეეცადოთ გაჭიმული ფეხებით ჯდომას. ასეთი პოზა ამცირებს სისხლძარღვებზე დატვირთვას.

მეორეც - საჭიროა მოძრაობა - თუ ავტობუსში ზიხართ, ადგომა და სიარული, ხან ერთ და ხან მეორე მხარეს გადახრა, თუ ავტომანქანით მიემგზავრებით, ხელებისა და ფეხების შეძლებისდაგვარად ამოძრავება. გაითვალისწინეთ, რომ ჯდომისას დიდი დატვირთვა აქვს ხერხემალს. ამის გამო მწვავდება ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა ოსტეოქონდროზი და რადიკულიტი. თუ ავტობუსით მიემგზავრებით, ყოველ 30 წუთში უნდა ადგეთ და გაიარ-გამოიაროთ, ავტომანქანით მგზავრობისას კი გააჩეროთ მანქანა და გადმოხვიდეთ რამდენიმეწუთიანი გამართვა-გასეირნებისათვის. სასურველია ნელა სიარული, ფეხების მაქსიმალურად მაღლა აწევითა და დუნდულა კუნთების დაჭიმვით, მანქანიდან გადმოსული ამას ადვილად შეძლებთ, თუმცა არც ავტობუსშია ეს შეუძლებელი, ნუ მოგერიდებათ გარშემომყოფების, კონცენტრირდით მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე და გააცნობიერეთ, რომ ეს თქვენი ორგანიზმისა და კუნთებისათვის უმნიშვნელოვანესია და იაქტიურეთ.

სითხის მიღების წესი მგზავრობისას

ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტით მგზავრობისას უშვებენ მგზავრები - ალკოჰოლის მიღებაა. ზოგს მიაჩნია, რომ ასე უფრო ადვილად მოდუნდება, უკეთ გადაიტანს მგზავრობას, უფრო მშვიდად და სწრაფად გაივლის მგზავრობის მტანჯველ საათებს. სინამდვილეში სულ სხვაგვარადაა. ალკოჰოლური სასმელები კიდევ უფრო მეტად აღრმავებს შეშუპებას. გარდა ამისა, სპირტი აუარესებს თირკმელების ფუნქციას, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს სითხის შეკავებას.

ჩვეულებრივ, სითხეების მიღებისას სიფრთხილეა საჭირო, წყლის სმის რეჟიმი ამ დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ. ჯდომისას სითხის დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება, სასურველი ოდენობით წყალი მხოლოდ ჩვეულ სიტუაციაში უნდა სვათ, მგზავრობა კი რამდენადმე უჩვეულო სიტუაციაა ორგანიზმისათვის, შესაბამისად, ტრანსპორტით მგზავრობისას, რამდენიმე ყლუპი მოსვით მხოლოდ. 10-საათიანი მგზავრობის მანძილზე ადამიანმა 1 ლიტრი წყალი უნდა დალიოს. ეს ის ოპტიმალური მოცულობაა, რომელიც აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას და აგარიდებთ შეშუპებას. რეკომენდებულია მინერალური წყლის, მწვანე ჩაისა და მჟავე წვენების (ფორთოხლის, გრეიპფრუტის, ალუბლის) დალევა. ტკბილი წვენები წყურვილს აძლიერებს, რაც მგზავრობისას არასასურველია. ასევე არ არის რეკომენდებული მაგარი ჩაის, ყავისა და გაზიანი სასმელების მიღება.

კვების თავისებურება

დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ კვებასაც. თუ მგზავრობა 5-8 საათს მოიცავს, არანაირი შეზღუდვა არ არის საჭირო. თუმცა ხანგრძლივად, დღეობით მგზავრობისას (ავტობუსით ხანგრძლივი ტურებისას) სერიოზული პრობლემები ექმნება საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ადამიანებს ისედაც გზაში წახემსებისათვის მშრალი საკვები (სხვადასხვა ბუტერბროდი, ფუნთუშეული და სხვა) მიაქვთ, არადა სწორედ პურ-ფუნთუშეული იწვევს პრობლემებს. საათობითა და დღეობით უმოძრაობა, მჯდომარე პოზა ანელებს ნაწლავთა პერისტალტიკას, მგზავრობიდან დაბრუნებულებს დიდი ხნის განმავლობაში ყაბზობა (შეკრულობა) ტანჯავთ და შესაბამისი დიეტების დაცვა უხდებათ კუჭ-ნაწლავის დარღვეული ფუნქციის აღსადგენად. ასე რომ, ეცადეთ გზაში მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ, თუ მაინცდამაინც ცომეულს ვერ ელევით, ქატო და მსხვილად დაფქული მარცვლეული გამოიყენეთ.

პრაქტიკული რჩევები

  • მეტისმეტად მაძღარი კუჭით მგზავრობა ისევე არასასურველია, როგორც უზმოზე მგზავრობა. ბავშვი აუცილებლად დააპურეთ, ოღონდ შინიდან გასვლამდე საათით-საათნახევრით ადრე. საკვები ადვილად შესათვისებელი, არაალერგიული და ამავე დროს კალორიული უნდა იყოს. დაუშვებელია გაზიანი სასმელებისა და აუდუღარი რძის მიღება. სასურველია უცხიმო ხაჭო ან მოხარშული თევზი.
  • ტრადიციული მეთოდი - ასანთის ღერის, ყინულის, ლიმონის ან მომჟავო კარამელის წუწნა დღესაც მიღებულია. წუწნა, საზოგადოდ, ყურადღების გადატანას ემსახურება და კუჭში მიმდინარე უსიამოვნო შეგრძნებებს განმუხტავს. მჟავე ან მლაშე სასუსნავი გულისრევის შეგრძნებას ეფექტურად აცხრობს.
  • თანამედროვე მედიცინა კინეტოზის სიმპტომთა ასარიდებლად უამრავ საშუალებას გვთავაზობს. ბავშვის ორგანიზმის თავისებურებების გამო მათი შერჩევისას პედიატრს დაეკითხეთ. თუმცა, არსებობს სრულიად უწყინარი, ჯანჯაფილის (კოჭას) კაფსულებიც, რომლებიც ბავშვს მგზავრობამდე 15 წუთით ადრე უნდა დაალევინოთ.