ანალიზი გაუკეთდა ამერიკის 223 საავადმყოფოს 2013-2015 წლების მონაცემს. გამოვლინდა გრამდადებითი ნაწლავის ჩხირის (Escherichia coli), ფრიდლენდერის ჩხირის (Klebsiella pneumoniae) და გრამუარყოფითი ოქროსფერი სტაფილოკოკის (Staphylococcus aureus) ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა.
მდგრადობის გავრცელების სიხშირე შეადარეს ტემპერატურულ მაჩვენებლებს. ტემპერატურის 10 გრადუსი ცელსიუსით მატებისას ნაწლავის ჩხირის სიცოცხლისუნარიანობა გაიზარდა 4,2%-ით, ფრიდლენდერის ჩხირისა - 2,2%-ით, ოქროსფერო სტაფილოკოკისა კი - 2,7%-ით.
მოსახლეობის სიმჭიდროვის გაზრდასაც თავისი წვლილი შეაქვს.
* * *
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მიკროსკოპული ელექტრონული ელემენტებითა და გენეტიკურად შეცვლილი ცოცხალი უჯრედებით სავსე აბი.
აბი უკვე გამოსცადეს გოჭებზე. მისი საშუალებით სისხლდენის ზუსტი გამოვლენა გახდა შესაძლებელი. სიგრძით აბი 2,5სმ-ს არ აღემატება. ადამიანთათვის მისი ზომები ბევრად მცირე იქნება. აბის შიგნით არსებული ცოცხალი უჯრედები სენსორის როლში გამოდიან (სისხლდენის აღმოჩენისთანავე იწყებენ ნათებას), ელექტროელემენტები კი ამ ინფორმაციას სმარტფონზე გადასცემენ.
მეთოდი გამოსცადეს E.coli-ს უვნებელი შტამის გამოყენებით. აბი შეიძლება შეიცვალოს მრავალი გადახრის გამოსავლენად. პერსპექტივაში პაციენტებს შეიძლება შესთავაზონ მსგავსი აბების გადაყლაპვა გარკვეული პერიოდულობით, მათი მდგომარეობის მონიტორინგის თვალსაზრისით.