სტრესის დაძლევის 19 ხერხი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

სტრესის დაძლევის 19 ხერხი

სტრესის დაძლევის 19 ხერხი
სამუშაოს ჩაბარებას ვერ ასწრებთ? უფროსთან შეხ-ვედრა ან საჯარო გამოსვლა გელით? თქვენი შვილი მისაღებ გამოცდებს აბარებს? უბრალოდ, ნერვებმა გიმტყუნათ? ასეთ დროს ავტოტრენინგის რამდენიმე ხერხი დაგეხმარებათ.

1. ათიოდე წუთით განმარტოვდით, ჩამოაფარეთ ფარდები, მოიკალათეთ დივანზე და ნელა დაითვალეთ ათამდე. ამის შემდეგ გააკეთეთ პაუზა და გონება ქვედა კიდურებისაკენ მიმართეთ. შეეცადეთ, მაქსიმალურად მოადუნოთ კუნთები, ჯერ ტერფისა და წვივის, შემდეგ - ბარძაყის და ასე, ვიდრე თავამდე არ მიხვალთ.

2. მაქსიმალური მოდუნებისთვის კუნთები აამუშავეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და ტერფისა და წვივის კუნთები დაჭიმეთ, ხოლო ამოსუნთქვისას მოადუნეთ. თუ ფეხებში სასიამოვნო
სითბომ დაგიარათ, ესე იგი, ყველაფერს სწორად აკეთებთ. იგივე სავარჯიშო შეასრულეთ მუცლის, მხრისა და კისრის კუნთებისთვის.

3. როდესაც ღელავთ, საკუთარ თავს შორიდან შეხედეთ: შუბლზე - ნაოჭები, წარბები - შეჭმუხნული, კრიჭა - შეკრული, ხელები - მომუშტული... რა საჭიროა ზედმეტი მღელვარება? შეგიძლიათ, ამ ყველაფერს თავი სულ უბრალოდ აარიდოთ.

ერთ თვლაზე გახსენით შუბლი, ორ თვლაზე მილულეთ თვალები, სამ თვლაზე შეეცადეთ, ტუჩის კუთხეები ზემოთ ასწიოთ და გაიღიმოთ...

4. მღელვარებისას სუნთქვა ხშირდება. სცადეთ, შეანელოთ სუნთქვის რიტმი: ღრმად ჩაისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ ამოსუნთქვას მთელი თქვენი შფოთვა და მღელვარება უნდა ამოაყოლოთ. უფრო უკეთესი იქნება, თუ წარმოსახვით ბუშტს გაბერავთ და ყველა უსიამოვნო ფიქრს მასში ჩაუშვებთ. ახლა იმაზე იფიქრეთ, რა ფერისაა ეს ბუშტი, დიდია თუ პატარა. მერე კი თქვენს პრობლემებთან ერთად ცაში გაუშვით.

5. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას ან ჩიტების ჟღურტულს.

6. ერთ ალბომში მოუყარეთ თავი ყველა იმ ფოტოსურათს, რომლებზეც თქვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთებია აღბეჭდილი. მღელვარებისას აუჩქარებლად დაათვალიერეთ ეს სურათები. აუცილებლად დამშვიდდებით.

7. მიიღეთ იმ არომატული ეთერზეთების აბაზანა, რომელთაც დამამშვიდებელი ზემოქმედება ახასიათებთ (ვარდი, ლავანდა). შემდეგ წყალი გადაივლეთ და წარმოიდგინეთ, რომ ყველა თქვენი პრობლემა ნაბან წყალს გაჰყვა, თქვენს ირგვლივ კი სიმშვიდემ დაისადგურა.

8. საოჯახო საქმიანობა სტრესის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი გზაა. მოაწესრიგეთ საქაღალდე, სამუშაო მაგიდა, გარდერობი, კარადა, კაბინეტი. თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. სუფთა, მოწესრიგებულ გარემოში მუშაობა და დასვენება ნებისმიერ ტრანკვილიზატორზე მეტად დაგამშვიდებთ.

9. გაიკეთეთ მსუბუქი წერტილოვანი მასაჟი: იპოვეთ ცხვირის ფუძეზე მტკივნეული წერტილი და რამდენიმეჯერ დააჭირეთ თითი.

10. თუ ემოცია გახრჩობთ, მიეცით თავს უფლება, მისგან განთავისუფლდეთ. ურტყით ბალიშს, დახიეთ ქაღალდის ფურცლები. იაპონელები ტყუილად კი არ დგამენ ოფისში უფროსის თოჯინას, რომელსაც ყოველი მსურველი უბაგუნებს...

11. იყვირეთ, ოღონდ ოჯახის წევრებზე ხმას ნუ აიმაღლებთ. წაბრძანდით პარკში ან უკაცრიელ ქუჩაზე და წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცას ეძახით. მოადუნეთ სახმო იოგები და შეეცადეთ, ხმა მიაწვდინოთ წარმოსახვით ობიექტს.

12. თქვენს გრძნობებზე ხმამაღლა ილაპარაკეთ. ეცადეთ, რაც შეიძლება ზუსტად გამოთქვათ, რისი გეშინიათ.

13. სირბილი, სწრაფი სიარული ან ველოსიპედით გასეირნება საშუალებას მოგცემთ, პრობლემებიდან ყურადღება მოძრაობაზე გადაიტანოთ.

14. წაბრძანდით აბანოში. დაიორთქლეთ საუნაში, შემდეგ კი ცივ აუზს მიაშურეთ. არაჩვეულებრივი გამაჯანსაღებელი საშუალებაა სხეულისთვისაც და სულისთვისაც.

15. ფსიქოლოგები გვირჩევენ, მოვძებნოთ თავშესაფარი, სადაც თავს განსაკუთრებით მშვიდად ვიგრძნობთ. გაიხსენეთ, სად და როდის გრძნობდით თავს სრულიად უსაფრთხოდ და წარმოსახვით ესტუმრეთ იმ ადგილს, სადაც ბედნიერება განიცადეთ.

16. სვით მცენარეთა ნახარში. მაგალითად, ასეთი: 2 ჩაის კოვზ ანგელოზას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და ჩაისავით დააყენეთ. უკიდურეს შემთხვევაში, ვალერიანის ნაყენიც გამოგადგებათ.

17. გაიცინეთ, განურჩევლად იმისა, გეცინებათ თუ არა. უყურეთ კომედიას და ეცადეთ, ფილმის გმირებივით ყველაფერს იუმორით შეხედოთ.

18. იტირეთ. ნუ შეგრცხვებათ ცრემლების. მამაკაცებსაც აქვთ უფლება, იყვნენ უმწეონი. ცრემლები შვებას მოგგვრით.

19. კარგად გამოიძინეთ. ადვილი შესაძლებელია, დილით გამოსავალი გამოჩნდეს.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
კატეგორიის სხვა სტატიები
ცხოვრებაში რამდნეიმეჯერ მაინც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს შემთხვევა, როცა სწორი მოქმედებით შეგვიძლია ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ.
ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ძალიან ძნელია საჭესთან საათობით ჯდომა და მანქანის მართვა, მით უფრო შორ გზაზე,
ვიტამინების შეწოვა-შეთვისებას სხვადასხვა ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორისაა პრეპარატები. ცნობილია, რომ
ელექტრონული სიგარეტების მავნებლობის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ სითხეების
საქართველოში განსაკუთრებით განებივრებულნი ვართ სხვადასხვა ხილითა თუ კენკრით. ზაფხული ხომ შემოდგომასავით
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად