კონდიციონერი და ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კონდიციონერი და ჯანმრთელობა

რომელი დაავადებების რისკებს ზრდის კონდიციონერით გაგრილებული ჰაერი? სპეციალისტების განმარტებით, რისკფაქტორი გარეთ არსებულ ცხელ ჰაერსა და შინ შენარჩუნებულ ცივ ჰაერს შორის არსებული განსხვავებაა.

ამ უბრალო მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს უამრავი პრობლემა:

  • პნევმონია;
  • სინუსიტი;
  • ტონზილიტი;
  • ცისტიტი;
  • ტემპერატურის ცვალებადობა ამწვავებს ჰერპესს;
  • შეიძლება გახდეს ნევროლოგიური პრობლემების მიზეზი;
  • მწვავე კუნთოვანი სპაზმის მიზეზი.

ამ ყველაფრის გარდა, როგორც პედიატრი-ნეონატოლოგები ამბობენ, კონდიციონერი იწვევს ჰაერის დეიონიზაციას, კონდიციონერის ფილტრები ბინძურდება და საჭიროა პერიოდულად მათი გასუფთვება ან გამოცვლა.

განსაკუთრებით საშიშია დაავადება ლეგიონელოზიც. ზოგიერთი კონდიციონერის წყლის გარემოში მრავლდება ბაქტერია ლეგიონელა, რომელიც გაციებულ ჰაერთან ერთად ხვდება გარემოში და იწვევს ლეგიონელოზს. ის სიმპტომებით მოგვაგონებს ფილტვების ანთებას ან ბრონქიტს. ლეგიონელოზი მკვეთრად საზონური დაავადებაა - ძირითადად ზაფხულში იფეთქებს ხოლმე. უკავშირდება კონდიციონერების ინტენსიურ ამუშავებას. გაციების სისტემაში გროვდება კონდენსატი, ზაფხულის მზე ახურებს მას 30-35ოჩ-ზე და ლეგიონელებისთვის გამრავლების საუკეთესო პირობები იქმნება.

საზოგადოდ, კონდიციონერის ჩართვისას ოთახის ჰაერი ღარიბდება ჟანგბადით, რაც ცუდად მოქმედებს ადამიანის, მით უფრო - ბავშვის ჯანმრთელობაზე, ამიტომ საათში ერთხელ კონდიციონერი უნდა გამორთოთ და ოთახი გაანიავოთ.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ კონდიციონერი აშრობს ჰაერს, თუმცა არსებობს კონდიციონერთა თანამედროვე მოდელები, რომლებიც შედარებით უკეთ ინარჩუნებს ჰაერის ტენიანობას. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ზაფხულში გარემოსა და ოთახის ტემპერატურათა შორის სხვაობა არ აღემატებოდეს 4-5ოჩ-ს, ანუ როდესაც გარემოს ტემპერატურა 30ოჩ-ია, ოთახში 24-25ოჩ უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია გადახურების ან გადაციების რისკი.