კონდიციონერი და ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

კონდიციონერი და ჯანმრთელობა

კონდიციონერი და ჯანმრთელობა
ზაფხული კონდიციონერის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა ამ მოწყობილობას, კომფორტის გარდა, უსიამოვნებებიც მოაქვს, ამიტომ, ექიმების რჩევით, მათი მოხმარებისას გარკვეულ წესებს უნდა დაემორჩილოთ. რომელი დაავადებების რისკებს ზრდის კონდიციონერით გაგრილებული ჰაერი? სპეციალისტების განმარტებით, რისკფაქტორი გარეთ არსებულ ცხელ ჰაერსა და შინ შენარჩუნებულ ცივ ჰაერს შორის არსებული განსხვავებაა.

ამ უბრალო მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს უამრავი პრობლემა:

  • პნევმონია;
  • სინუსიტი;
  • ტონზილიტი;
  • ცისტიტი;
  • ტემპერატურის ცვალებადობა ამწვავებს ჰერპესს;
  • შეიძლება გახდეს ნევროლოგიური პრობლემების მიზეზი;
  • მწვავე კუნთოვანი სპაზმის მიზეზი.

ამ ყველაფრის გარდა, როგორც პედიატრი-ნეონატოლოგები ამბობენ, კონდიციონერი იწვევს ჰაერის დეიონიზაციას, კონდიციონერის ფილტრები ბინძურდება და საჭიროა პერიოდულად მათი გასუფთვება ან გამოცვლა.

განსაკუთრებით
საშიშია დაავადება ლეგიონელოზიც. ზოგიერთი კონდიციონერის წყლის გარემოში მრავლდება ბაქტერია ლეგიონელა, რომელიც გაციებულ ჰაერთან ერთად ხვდება გარემოში და იწვევს ლეგიონელოზს. ის სიმპტომებით მოგვაგონებს ფილტვების ანთებას ან ბრონქიტს. ლეგიონელოზი მკვეთრად საზონური დაავადებაა - ძირითადად ზაფხულში იფეთქებს ხოლმე. უკავშირდება კონდიციონერების ინტენსიურ ამუშავებას. გაციების სისტემაში გროვდება კონდენსატი, ზაფხულის მზე
ახურებს მას 30-35ოჩ-ზე და ლეგიონელებისთვის გამრავლების საუკეთესო პირობები იქმნება.

საზოგადოდ, კონდიციონერის ჩართვისას ოთახის ჰაერი ღარიბდება ჟანგბადით, რაც ცუდად მოქმედებს ადამიანის, მით უფრო - ბავშვის ჯანმრთელობაზე, ამიტომ საათში ერთხელ კონდიციონერი უნდა გამორთოთ და ოთახი გაანიავოთ.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ კონდიციონერი აშრობს ჰაერს, თუმცა არსებობს კონდიციონერთა თანამედროვე მოდელები, რომლებიც შედარებით უკეთ ინარჩუნებს ჰაერის ტენიანობას. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ზაფხულში გარემოსა და ოთახის ტემპერატურათა შორის სხვაობა არ აღემატებოდეს 4-5ოჩ-ს, ანუ როდესაც გარემოს ტემპერატურა 30ოჩ-ია, ოთახში 24-25ოჩ უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია გადახურების ან გადაციების რისკი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველასათვის ნაცნობი თემაა, რომ კოვიდ-19 განსაკუთრებულ ზიანს აყენებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ვირუსისთვის დამახასიათებელია ჭარბი სისხლის კოლტების წარმოქმნა.
15-02-2021
ტრადიციული აღმოსავლური მედიცინა, საზოგადოდ, დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ცხოვრების წესს (სტილს).
23-05-2019
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
სამკურნალო საშუალება ხველის თავისებურებების მიხედვით უნდა შევარჩიოთ.
ფეხების ყოველდღიური მოვლა, განსაკუთრებით ტერფებისა და ქუსლების, გულისხმობს დღეში არანაკლებ ორჯერ დაბანას,
ჩაი პოლიფენოლებით არის მდიდარი, ანტიოქსიდანტების შემცველობა მის სამკურნალო და სასარგებლო თვისებებს განაპირობებს.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად