5 საფრთხე, რომელიც ზამთარში უქუდოდ სიარულმა შეიძლება შეგიქმნათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 საფრთხე, რომელიც ზამთარში უქუდოდ სიარულმა შეიძლება შეგიქმნათ

გარეშე სიარულს ამჯობინებს. თავის ჩათბუნება, მით უფრო, ქარიან ამინდში, მეტად მნიშვნელოვანია. სპეციალისტები გამოყოფენ 5 ძირითად პრობლემას, რომელიც შეიძლება თავსაბურავის გარეშე ცივ ამინდში სიარულს მოჰყვეს:

ოტიტი - ცივ, განსაკუთრებით ქარიან ამინდში უქუდოდ სიარულმა შესაძლოა გარეთა და შუა ყურის ანთება გამოიწვიოს. ყურში შესაძლოა ფურუნკულები განვითარდეს, რაც ძლიერ ტკივილს და დაჩირქებას განაპირობებს.

სახის ნერვის ანთება - ეს ნევრიტი გადაცივების შედეგად ვითარდება, მტანჯველი პათოლოგიაა, თან ახლავს მოპულსირე ტკივილი, რომელიც არ აძლევს ადამიანს მოსვენების, ჭამისა და დაძინების საშუალებას. მკურნალობა ამ დროს ხანგრძლივია, ზოგჯერ უშედეგო.

ჰაიმორიტი და ფრონტიტი - ცხვირის დანამატი (ჰაიმორის) და შესაბამისად, შუბლის წიაღების ანთება, ხშირად ყურის ანთების გართულებაა, ზოგჯერ კი დამოუკიდებლად ვითარდება. ცივ ამინდში უქუდოდ სიარული ამ პათოლოგიების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია.

სტენოკარდია - თავის გადაციებამ შესაძლოა შინაგან ორგანოთა სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს და სტენოკარდიისა და ასთმის შეტევათა პროვოცირება მოახდინოს.

თმის ცვენა - სიცივე ცუდ გავლენას ახდენს თმის ფოლიკულების მკვებავ სისხლძარღვებზე, მათ სპაზმს იწვევს, შედეგად თმის ფოლიკულების კვება (ტროფიკა) ირღვევა, თმის ღერები თხელდება, იფიტება და ცვივა.

თინათინ გოცაძე