ოტიტი - ცივ, განსაკუთრებით ქარიან ამინდში უქუდოდ სიარულმა შესაძლოა გარეთა და შუა ყურის ანთება გამოიწვიოს. ყურში შესაძლოა ფურუნკულები განვითარდეს, რაც ძლიერ ტკივილს და დაჩირქებას განაპირობებს.
სახის ნერვის ანთება - ეს ნევრიტი გადაცივების შედეგად ვითარდება, მტანჯველი პათოლოგიაა, თან ახლავს მოპულსირე ტკივილი, რომელიც არ აძლევს ადამიანს
ჰაიმორიტი და ფრონტიტი - ცხვირის დანამატი (ჰაიმორის) და შესაბამისად, შუბლის წიაღების ანთება, ხშირად ყურის ანთების გართულებაა, ზოგჯერ კი დამოუკიდებლად ვითარდება. ცივ ამინდში უქუდოდ სიარული ამ პათოლოგიების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია.
სტენოკარდია - თავის გადაციებამ შესაძლოა შინაგან ორგანოთა სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს და სტენოკარდიისა და ასთმის შეტევათა პროვოცირება მოახდინოს.
თმის ცვენა - სიცივე ცუდ გავლენას ახდენს თმის ფოლიკულების მკვებავ სისხლძარღვებზე, მათ სპაზმს იწვევს, შედეგად თმის ფოლიკულების კვება (ტროფიკა) ირღვევა, თმის ღერები თხელდება, იფიტება და ცვივა.
თინათინ გოცაძე