რჩევები

როგორ გავიუმჯობესოთ ძილი

როგორ გავიუმჯობესოთ ძილი
ძილის მნიშვნელობაზე ბევრი ინფორმაცია ქვეყნდება. ყველამ იცის, რომ ძილი ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ძილი კურნავს, აჯანსაღებს, ამშვიდებს, განამტკიცებს და არეგულირებს ენერგეტიკულ ბალანსს. ძილი ყველა ასაკის ადამიანისთვის მეტად მნიშვნელოვანია, მათ შორის მოზრდილთათვის, ხარისხიანი ძილი აუმჯობესებს შეგრძნებას, აფერხებს დაბერების პროცესს.

გთავაზობთ ფრანგი სომნოლოგების (ძილის შემსწავლელი სპეციალისტების) რამდენიმე რჩევას სრულფასოვანი ძილისთვის:

• მნიშვნელოვანია საწოლის სიგანე - ერთი ადამიანისათვის ის სულ მცირე 80-90 სანტიმეტრს უნდა შეადგენდეს;
• 18 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში 2 ადამიანზე მეტს არ უნდა ეძინოს;
• იდეალური ძილის ხანგრძლივობა 8 საათზე ნაკლები არ
უნდა იყოს, ღამის ძილი ბევრად სჯობს დღისას;
• ძილის სრულფასოვნებას აქვეითებს მისი წყვეტილობა, რასაც ხშირად მაღვიძარას ან ტელეფონის ხმა იწვევს;
• ძილის პროცესს არღვევს საკვებისა დ სითხის ჭარბად მიღება დაძინების წინ, განსაკუთრებით მავნებელია ცომეული, ცხიმიანი და მწარე საკვები;
• ძილი სჯობს გრილ ოთახში;
• თუ ჩაძინება გიჭირთ, უმჯობესია ძილის
წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ ან სასიამოვნო ტემპერატურის აბაზანა მიიღოთ.

თინათინ გოცაძე

ტეგები: ძილი უძილობა
მსგავსი სიახლეები
უკვე დადგენილია, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ქალებთან სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი რამდენადმე
22-07-2019
მხოლოდ 16 წუთითაც კი ძილის დანაკლისი მეორე დღეს შრომის ეფექტურობას მნიშვნელოვნად აქვეითებს. სამხრეთ
12-06-2019
ძილი ადამიანს ეხმარება ცხოვრების უსიამოვნო, დამამცირებელი მოვლენების გადალახვაში. ჯანსაღი ძილის საშუალებით
11-06-2019