გთავაზობთ ფრანგი სომნოლოგების (ძილის შემსწავლელი სპეციალისტების) რამდენიმე რჩევას სრულფასოვანი ძილისთვის:
• მნიშვნელოვანია საწოლის სიგანე - ერთი ადამიანისათვის ის სულ მცირე 80-90 სანტიმეტრს უნდა შეადგენდეს;
• 18 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში 2 ადამიანზე მეტს არ უნდა ეძინოს;
• იდეალური ძილის ხანგრძლივობა 8 საათზე ნაკლები არ
• ძილის სრულფასოვნებას აქვეითებს მისი წყვეტილობა, რასაც ხშირად მაღვიძარას ან ტელეფონის ხმა იწვევს;
• ძილის პროცესს არღვევს საკვებისა დ სითხის ჭარბად მიღება დაძინების წინ, განსაკუთრებით მავნებელია ცომეული, ცხიმიანი და მწარე საკვები;
• ძილი სჯობს გრილ ოთახში;
• თუ ჩაძინება გიჭირთ, უმჯობესია ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ ან სასიამოვნო ტემპერატურის აბაზანა მიიღოთ.
თინათინ გოცაძე