რატომ უნდა მიირთვათ ყურძენი კურკებიანად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა მიირთვათ ყურძენი კურკებიანად

სასარგებლოა ყველა თავისი კომპონენტით! თურმე, ყურძნის კურკები მეტად სასარგებლოა კბილებისათვის. მათში შემავალი მიკროელემენტები და სხვა ნივთიერებები არა მხოლოდ განამტკიცებს კბილის მყარ ქსოვილს (დენტინს), არამედ ბჟენთა კომპოზიტებსაც იცავს დაშლისაგან.

ილინოისის შტატის (ჩიკაგო) უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლითაც დაადასტურეს ყურძნის კურკების კომპონენტთა მნიშვნელობა კბილების ჯანმრთელობისათვის. აღმოჩნდა, რომ ყურძნის კურკები შეიცავს კარიესის საწინააღმდეგო მძლავრი მოქმედების ნივთიერებებს, რომლებიც იმავდროულად ახანგრძლივებს ბჟენთა კომპოზიტების მოქმედების ვადას.

სპეციალისტთა განმარტებით, სასარგებლო ექსტრაქტი, კონკრეტულად ოლიგომერი პროანტოცანიდინი ბევრ პროდუქტშია წარმოდგენილი, თუმცა, ყველაზე ჭარბად მას ყურძნის კურკები შეიცავს. ასე რომ შეიყვარეთ და მიირთვით ყურძენი კურკებიანად!

ყურძნის კურკებს გააჩნია აგრეთვე შემდეგი სასარგებლო თვისებები:

• თუ თქვენ პასიური მწეველი ხართ ან ცოტას ეწევით, ყურძნის კურკები დაგეხმარებათ თამბაქოს მავნე ზემოქმედების შემცირებაში. ამასთან, კარგად ასუფთავებს სისხლს.

• კანი: აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ყურძნის კურკები შეიცავს კოლაგენს, რომელიც ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს და ნაოჭებისგან დაცვას. ის აქტიურად ებრძვის აკნეს, ასევე ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს. კანს ანიჭებს ელასტიურობას.

• არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. ყურძნის კურკები შეიცავს დიდი რაოდენობით ტოკოფეროლს, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ძლიერი ანტიოქსიდანტია.

• აუმჯობესებს მხედველობას. ყურძნის კურკები მდიდარია Е ვიტამინით, რაც აუმჯობსებს მხედველობას, ასევე ამცირებს დიაბეტის შედეგად გამოწვეული მხედველობის პრობლემებს.

• კურძნის კურკები წმენდს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამაგრებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემით დაავადებული პაციენტებისთვის.

• კიბოს პრევენცია: ყურძნის თესლი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლის გარკვეული სახის კიბოს, როგორიცაა პროსტატის, კანის ან ძუძუს კიბოს განვითარებას.

• ყურძნის კურკებს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. ყურძნის თესლი ასუფთავებს ნაწლავებს, ასევე მკურნალობს საშარდე გზების ინფექციებს, კოლიტს, გასტრიტს, სინუსიტს და კანის პრობლემებს, როგორიცაა დერმატიტი.

• თმის ცვენის პრევენცია: ყურძნის კურკებს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება შეუძლია, რაც თმის ცვენას თავიდან აგაცილებთ. აძლიერებს თმის ძირებს, ხელს უწყობს თმის სიჯანსაღეს და სილამაზეს.

• ბუნებრივი ჰორმონი: ყურძნის თესლი არის შესანიშნავი ბუნებრივი ჰორმონი, რომელიც არეგულირებს მენოპაუზის სიმპტომებს.

როგორ გამოვიყენოთ ყურძნის კურკები

ყურძენი მიირთვით კურკებიანად, მაგრამ თუ არ მოგწონთ ყურძნის თესლი, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური კაფსულები, რომელიც შედგება ყურძნის დაფქული თესლისგან.

თამარ ნეფარიძე

თინათინ გოცაძე