რჩევები

ბევრი დაავადება ადამიანს „სახეზე აწერია“

ბევრი დაავადება ადამიანს „სახეზე აწერია“
მაგალითისთვის გარკვეული ნაკვთები შეიძლება მიუთითებდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციაზე, ასევე თირკმლის დისფუნქციაზე. აღნიშნულ დარღვევებზე მეტყველებს შეშუპებული სახე, პასტოზური (შესიებული) თვალები, ფერმკრთალი კანი.

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციისას (ჰიპოთირეოზი) თმა გათხელებულია და აღინიშნება ჭარბი წონა. ზედმეტმა კილოგრამებმა კი თავის მხრივ, შეიძლება სხვადასხვა დაავადების, კერძოდ, გულსისხლძარღვთა სისტემის, ნახშირწყლოვანი ცვლის და მეტაბოლური პროცესების დარღვევის პროვოცირება გამოიწვიოს.

სახიფათო ნიშანია - ფეხების შეშუპება, რაც შეიძლება გულსისხლძარღვთა სისტემის და თირკმლის პრობლემებით იყოს გამოწვეული. საყურადღებო სიმპტომებს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ მუხლებისა და იდაყვების ჰიპერპიგმენტაცია. ის ხშირად მეტყველებს ნახშრიწყლოვანი ცვლის დარღვევებსა და შაქრიანი
დიაბეტისკენ მიდრეკილებაზე.

ფრჩხილის ფირფიტის უსწორმასწორო ზედაპრი მეტყველებს მინერალური ნივთიერებების, მათ შორის კალციუმის და ვიტამინების ნაკლებობაზე. ფრჩხილების და სკლერების მოყვითალო შეფერილობა ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების მანიშნებელია.


ლალი ჩხიკვაძე

რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
ცნობილია, რომ ძილი აუმჯობესებს ავადმყოფი ადამიანის მდგომარეობას. როგორც კვლევამ აჩვენა, ძილის დროს
18-02-2019
ყველამ იცის, რომ დაავადებული ორგანიზმიდან გამომწვევები, შესაძლოა ჯანმრთელ ადამიანს გადაეცეს
22-01-2019
1. რა დაავადებაა წითელა? წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის
18-01-2019