რჩევები

რითია საშიში ცალკეული ალკოჰოლური სასმელი

რითია საშიში ცალკეული ალკოჰოლური სასმელი
ლუდი ყველზე საშიშ სპირტიან სასმელთა ჩამონათვალში მოხვდა. მისი მიღება განსაკუთრებით საშიშია სიცხეში. იგი ზედმეტად ტვირთავს ღვიძლს და იწვევს მის გადიდებას.

ლიქიორები, თავის მხრივ, ბევრს ტკბილი გემოთი იზიდავს, რის შედეგადაც ადამიანმა, შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს მოხმარების უსაფრთხო ლიმიტს. შედეგად ვიღებთ კუჭუკანა ჯირკვალზე გამოუსწორებელ ზიანს, კალორიულობის გამო წონის მატებას და დიაბეტის რისკის გაზრდას.

სიაში ასევე შეიძლება ვიპოვოთ შამპანური, როგორც ღვიძლისა და კუჭის დაავადებების გამოწვევის სავარაუდო მიზეზი. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, შამპანური ხშირად იწვევს ძლიერ ალკოჰოლურ მოწამვლას. ექსპერტების თქმით, ადამიანები ამ „მსუბუქი“ სასმელის საშიშროებას ვერ აფასებენ.

ყველაზე მავნედ ექიმები კოქტეილს მიიჩნევენ. გარდა შინაგან ორგანოებზე უარყოფითი მოქმედებისა, კოქტეილი შლის კბილის მინანქარს და მაღალი კალორიულობის გამო, იწვევს წონის სწრაფად მატებას.

ლალი ჩხიკვაძე

მსგავსი სიახლეები
კვირაში 5 ულუფაზე მეტი ალკოჰოლური სასმელის მიღება მიზანშეწონილი არ არის. ამასთან, ეს მოცულობა კვირის განმავლობაში
15-03-2019
თუ წამლის ინსტრუქციაში არ არის მისი ალკოჰოლის მიღებასთან შეუთავსებლობაზე გაფრთხილება,
07-03-2019
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არალიცენზირებული სასმლით მოწამვლის შედეგად,
23-02-2019