ევროპის თითოეულ ქვეყანაში ამა თუ იმ სახის ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებენ უპირატესობას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და დაითვალა თითოეულ ქვეყანაში 1 სულ მოსახლეზე მოხმარებული ლუდის, ღვინისა და სპირტიანი სასმელების რაოდენობა. კვლევის შედეგები შეგიძლიათ შემდეგ რუკაზე იხილოთ:
რუკაზე ყვითლად აღნიშნულია ლუდის მოყვარული ქვეყნები, იასამნისფრად - ღვინის, ხოლო ცისფრად - სპირტიანი სასმელების. მუქი ფერით მონიშვნა ამა თუ იმ სასმლისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობას მინიჭებას აღნიშნავს. ანუ ამ ქვეყანაში მოხმარებული ალკოჰოლის 50%-ზე მეტი აღნიშნული სასმლის სახით ისმევა.
წაიკითეთ:
ალკოჰოლი და დაავადებები - გვესაუბრება თერაპევტი ვაჟა გვიშიანი
1990 და 2015 წლების სტატისტიკას თუ შევადარებთ, აშკარაა რომ აღმოსავლეთ ევროპაში სპირტიანმა სასმელებმა მნიშვნელოვნად დაკარგა უპირატესობა, ხოლო ლუდი ნელ-ნელა კონტინენტის უმეტეს ნაწილზე დომინირებს. საქართველო უწინდებურად ღვინის მოყვარულად რჩება, თუმცა ამ სასმელის უპირატესობის მაჩვენებელი გარკვეულწილად შემცირებულია.