ტკაცუნი ქვედა ყბის სახსარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკაცუნი ქვედა ყბის სახსარში

ნორმაში იგი ადამიანს არ ესმის ან, უბრალოდ, ვერ ამჩნევს. ჩვეულებრივ, ეს ხმები არ აწუხებს. მაგრამ როცა წარმოიქმნება ტკაცუნის ხმა, საჭიროა ყურადღების მიქცევა, რადგან ეს უკვე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელია.

რა შეიძლება იყოს ტკაცუნის მიზეზი?

ამის მიზეზია ტრავმა ან თუნდაც მინიტრავმა, რომელსაც იწვევს:

  • ოსტეოფიტების - ძვლოვანი წვეტების არსებობა სახსარში ძვლების ზედაპირზე, რომელიც წარმოიქმნება ართროზის შედეგად. ქვედა ყბის სახსრის ართროზი აქვთ პოლიართროზით დაავადებულ ადამიანებს. ასე რომ, ქვედა ყბის ტკაცუნის გარდა, მათ უნდა ჰქონდეთ ჩივილი სხვა სახსრის (უფრო კიდურების) მხრივ. კონკრეტულ შემთხვევაში, შეკითხვის ავტორი ასეთ ჩივილებს არ მიუთითებს.
  • სახსრის ჰიპერმობილურობა - ადამიანს ჰგონია, რომ პირს აღებს ნორმალურად, სინამდვილეში კი სახსრის კაფსულა არის გაჭიმულ მდგომარეობაში, გაჭიმულია ასევე სახსრის შიგნითა მყესებში. ამიტომ სახსრის შიგნითა დისკი გადაადგილებულია წინ და წარმოადგენს მექანიკურ წინააღმდეგობას სახსრის მოძრაობისას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს მუდმივი მინიტრავმა, მინიდარტყმა და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ქრონიკული ტრავმის შედეგი, შესაძლებელია მას დაერთოს ანთებითი პროცესი, რა თქმა უნდა, არა ინფექციური. თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, რადგანაც შეკითხვის ავტორი აღნიშნავს დაზიანებული კბილის არსებობას, არც ინფექციური პროცესის თანდართვაა გამორიცხული.

როგორ გამოვლინდება ანთებითი პროცესი?

ქვედა ყბის სახსარში ანთებითი პროცესი, გარდა ტკაცუნის ხმის არსებობისა, შეიძლება გამოვლინდეს სხვა ნიშნებითაც. პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს:

  • ტკივილს მოსვენებისას და ყბის მოძრაობისას - ლაპარაკისას, საკვების მიღებისას;
  • პირის გაღების შეზღუდვას;
  • საღეჭი კუნთების ტკივილს.

ანთებითი პროცესის გამო ქვედა ყბის სახსრის ფუნქციები შეზღუდულია. კერძოდ: მონაწილეობა ღეჭვაში, ლაპარაკში, მიმიკაში და ა.შ. შორს წასულ შემთხვევაში, არასწორი მკურნალობის ან საერთოდ უყურადღებობის გამო ვითარდება სახსრის დისპლაზია. ადამიანი მეტად მძიმე სიტუაციაში ვარდება - უჭირს ლაპარაკი, ჭამა და ა.შ გირჩევთ, ნუ დაელოდებით ტკივილსა და პირის გაღების შეზღუდვას, მიაკითხეთ სტომატოლოგს. პაციენტის უშუალო გასინჯვა აუცილებელია, საჭიროა ანამნეზის ზუსტი შეგროვება, სხვა ჩივილებისა და ნორმიდან გადახრის აღმოჩენა.

არცთუ იშვიათად, ტკაცუნი ორგანიზმში კალციუმის ცვლის დარღვევის შედეგია, რასაც ენდოკრინული სისტემის, კერძოდ კი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების დისფუნქცია იწვევს. ამდენად, საკითხს სერიოზულად და კომპლექსურად უნდა მიუდგეთ. დაიმახსოვრეთ, პროცესის პროგრესირების შეჩერება შესაძლებელია შესაბამისი მკურნალობითა და სპეციალური ვარჯიშებით.