იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს

გავატაროთ.

ამისათვის თურმე:

• დღე წინა ღამით უნდა დავიწყოთ ანუ შემდგომი დღის განაწესი წინა ღამით დავგეგმოთ, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე საქმე მაინც;

• უნდა ვისწავლოთ და შევძლოთ სწრაფად გაღვიძება. "კიდევ 5 წუთი", "კიდევ 10 წუთი" - ძალიან ცუდად აისახება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასა და გუნება-განწყობაზე. აშშ-ს ძილის ნაციონალური ფონდის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ "დამატებულ 20 წუთს" გაღვიძებიდან, არა თუ სარგებლობა, ზიანიც კი მოაქვს ადამიანისათვის. ძილის ეს რამდენიმე წუთი "დაბალხარისხიანია", ადამიანის ტვინი ძილის შემდგომ ფაზაზე გადადის, საიდანაც გამოღვიძება კიდევ უფრო ჭირს, ამის გამოა, რომ უხშირესად "თავგასიებული" და ცუდ გუნებაზე დგებით;

• უნდა დალიოთ ლიმონიანი წყალი, ის სიმხნევესა და ძალებს გვმატებს;

• არ უნდა დაიზაროთ გამამხნევებელი ვარჯიშის შესრულება, არ არის აუცილებელი სირბილი და სხვა დიდი დატვირთვები, საკმარისია რამდენჯერმე ჩაიბუქნოთ, ხელ-ფეხი გაშალოთ და აამოძრაოთ, ეს არის სწორედ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, რომელიც გვამხნევებს და დღეს ხალისით გვაწყებინებს;

• აუცილებლად უნდა ისაუზმოთ - დილით საკვების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. ვინც დილაობით საუზმის გამოტოვებასაა მიჩვეული, შემდგომ დღის განმავლობაში გადაძღომისკენაა მიდრეკილი;

• სასურველია მზიან ამინდში 30-წუთიანი გასეირნება. მზის სინათლე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე, წყდება ძილის ჰორმონის - მელატონინის გამომუშავება, საბოლოოდ ვიღვიძებთ, სიმხნევე და კარგი-გუნება განწყობა გვეუფლება. თუ დილაობით დრო არ გაქვთ სეირნობისთვის, სამსახურში მისვლამდე რამდენიმე გაჩერება მაინც გაიარეთ ფეხით, რომ დილის მზის სხივების სითბო და სარგებლობა შეიგრძნოთ.

თინათინ გოცაძე