იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს

იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს
ექსპერტები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს და ის ენერგიულად, მხნედ გავატაროთ.

ამისათვის თურმე:
• დღე წინა ღამით უნდა დავიწყოთ ანუ შემდგომი დღის განაწესი წინა ღამით დავგეგმოთ, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე საქმე მაინც;
• უნდა ვისწავლოთ და შევძლოთ სწრაფად გაღვიძება. "კიდევ 5 წუთი", "კიდევ 10 წუთი" - ძალიან ცუდად აისახება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასა და გუნება-განწყობაზე. აშშ-ს ძილის ნაციონალური ფონდის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ "დამატებულ 20 წუთს" გაღვიძებიდან, არა თუ სარგებლობა, ზიანიც კი მოაქვს ადამიანისათვის. ძილის ეს რამდენიმე წუთი "დაბალხარისხიანია", ადამიანის ტვინი ძილის შემდგომ
ფაზაზე გადადის, საიდანაც გამოღვიძება კიდევ უფრო ჭირს, ამის გამოა, რომ უხშირესად "თავგასიებული" და ცუდ გუნებაზე დგებით;
• უნდა დალიოთ ლიმონიანი წყალი, ის სიმხნევესა და ძალებს გვმატებს;
• არ უნდა დაიზაროთ გამამხნევებელი ვარჯიშის შესრულება, არ არის აუცილებელი სირბილი და სხვა დიდი დატვირთვები, საკმარისია რამდენჯერმე ჩაიბუქნოთ, ხელ-ფეხი გაშალოთ და
აამოძრაოთ, ეს არის სწორედ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, რომელიც გვამხნევებს და დღეს ხალისით გვაწყებინებს;
• აუცილებლად უნდა ისაუზმოთ - დილით საკვების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. ვინც დილაობით საუზმის გამოტოვებასაა მიჩვეული, შემდგომ დღის განმავლობაში გადაძღომისკენაა მიდრეკილი;
• სასურველია მზიან ამინდში 30-წუთიანი გასეირნება. მზის სინათლე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე, წყდება ძილის ჰორმონის - მელატონინის გამომუშავება, საბოლოოდ ვიღვიძებთ, სიმხნევე და კარგი-გუნება განწყობა გვეუფლება. თუ დილაობით დრო არ გაქვთ სეირნობისთვის, სამსახურში მისვლამდე რამდენიმე გაჩერება მაინც გაიარეთ ფეხით, რომ დილის მზის სხივების სითბო და სარგებლობა შეიგრძნოთ.

თინათინ გოცაძე

ტეგები: რჩევები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ძალიან ძნელია საჭესთან საათობით ჯდომა და მანქანის მართვა, მით უფრო შორ გზაზე,
29-08-2019
ვიტამინების ნაკლებობა, ჩვეულებრივ, ასოცირდება მუდმივ დეპრესიებთან, ძალთა განლევასთან და განუწყვეტელ გაციება-ავადმყოფობებთან.
14-08-2019
აღმოსავლური მედიცინა გვამცნობს - ჯანსაღი წესით მცხოვრები ადამიანი ბედნიერია, რადგან ის ჯანმრთელია და ფლობს
13-08-2019
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰემატომა არის თხევადი სისხლის ან სისხლის კოლტების გროვა, რომელიც წარმოიქმნება სისხლძარღვის გახეთქვით.
ამ ასაკში კანს ისეთივე მონდომებით სჭირდება მოვლა, როგორც ახალგაზრდობისას.
მაინც რა გვიშლის ხელს სწორ კვებაში? ჩვენი ეროვნული სამზარეულოს სტანდარტები, არასწორად ორიენტირებული გემოვნებითი მიდრეკილებები,
ქალს შეიძლება ბევრმა რამემ შეუქმნას დისკომფორტი: ტანსაცმელმა, ფეხსაცმელმა, უსიამოვნო წანაზარდებმა, სხვადასხვა შეგრძნებამ.
სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები კაცობრიობის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია და შესაბამისად,
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად