უძილობა - ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სამედიცინო პრობლემა, რა უნდა მოიმოქმედოთ თუ დაძინება გიჭირთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უძილობა - ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სამედიცინო პრობლემა, რა უნდა მოიმოქმედოთ თუ დაძინება გიჭირთ

კოფეინის მიღება, არასრულფასოვანი დასვენება - ეს და კიდევ სხვა არაერთი ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძილის რეჟიმზე. ძილთან დაკავშირებული პრობლემები კი, როგორიცაა უძილობა, ადრე გაღვიძება, ძილში შფოთვა და ხშირად გამოფხიზლება, ფხიზელი და არახარისხიანი ძილი, გაღვიძებისას დაღლილობის შეგრძნება თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში მეტად გავრცელებული საკითხია. ამჟამად უძილობა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სამედიცინო პრობლემად მოიაზრება მსოფლიო მასშტაბით და ამ საკითხზე არაერთი ქვეყნის მოწინავე სპეციალისტები მუშაობენ.

უძილობა შეიძლება რომელიმე დაავადების თანმდევი მოვლენა იყოს. მეორე მხრივ კი უძილობა შეიძლება იყოს თავისთავადი პრობლემა, რომელიც ნერვულ აღგზნებასთანაა დაკავშირებული. პირველ შემთხვევაში პრობლემა მთავარი დაავადების მკურნალობისთანაცე გვარდება, მეორე შემთხვევაში კი ჩარევა აუცილებელია.

ძილი დარღვევის დროს მცირდება ორგანიზმში მელატონინის გამოყოფა, რომელიც ადამინიას ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ჰორმონია. სწორედ ამიტომ იწვევს უძილობა არაერთ პრობლემას.

არსებობს მარტივი ჩვევები, რომლებიც ძილის პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელი, მაგრამ ადვილად აღგზნებადი ადამიანებისთვის უძილობის მკურნალობის საშუალებაა, უპირველეს ყოვლისა, ძილის მართებული რეჟიმის დაცვა და მარტივი დამამშვიდებელი პროცედურები ძილის წინ.

• უძილობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ერთსა და იმავე დროს ადგომა და დაწოლა, ორგანიზმისთვის ბუნებრივი ბიოლოგიური რიტმის დაცვა. ყველაზე უკეთესია ადრე დაწოლა და ადრე ადგომა.

• ნორმალური ძილის აღდგენაში რაციონის ცვლილება და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება დაგეხმარებათ.

• ნუ დაწვებით და ნუ ეცდებით დაძინებას, თუ არ გეძინებათ. ეცადეთ, არ დაიძინოთ დღისით. არ დაწვეთ დასაძინებლად მეტისმეტად ადრე. დაიცავით კვების რეჟიმი. ნუ შეჭამთ ძილის წინ, 18:00 საათის შემდეგ ნუ მიიღებთ მატონიზებელ სასმელებს.

• კვირაში 2-3-ჯერ გამონახეთ დრო სპორტისთვის.

• თავი არიდეთ ძილის წინ ინტენსიურ დატვირთვას. ძილის წინ ფეხით ან ველოსიპედით გასეირნება ორგანიზმზე მომადუნებელ ეფექტს ახდენს.

• დასაძინებლად ნუ დაწვებით გაღიზიანებული. ეცადეთ, ღამით მოეშვათ. ამისთვის კარგია წყლის პროცედურები, მსუბუქი მასაჟი.

• ძილის წინ გაანიავეთ ოთახი, გამორთეთ ყველა ელექტროხელსაწყო (სხვათა შორის, საძინებელში რეკომენდებული არ არის ტელევიზორის დადგმა), თუ ოთახში ჰაერი მშრალია - დაამონტაჟეთ დამატენიანებელი მოწყობილობა.

თუ ამ ყველაფერმა არ გიშველათ, მაშინ უკვე მედიკამენური ჩარევაა საჭირო. თუმცა აუცილებელია, რომ შეარჩიოთ პრეპარატი, რომელიც მცენარეულია. ამ შემთხვევაში საუკეთესი ვარიანტი მცენარეული საშუალება "ფიტორემია". მას როგორც წესი, ძილის პრობლემების მოსაგვარებლად ნიშნავენ. ამავე დროს ეფექტურია ნევროზის, ქრონიკური სტრესის, პრედმენსტრუალური, კლიმაქტერული სინდრომის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ქავილით მიმდინარე დერმატოზების დროს.

აღნიშნული მცენარეული საძილე და დამაშვიდებელი საშუალების შემადგენლობა შემდეგნაირია: მელატონინი, კალიფორნიული ეშოლცია, შვრია, კატაბალახა, პასიფლორა, კურდღლისფრჩხილა და უნაბი.

mkurnali.geკალიფორნიული ეშოლცია ხარობს ამერიკის კონტინენტზე და მას უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ აბორიგენი ინდიელები საძილე, დამამშვიდებელ და სპაზმების მომხსნელ საშუალებად. ის შეიცავს ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, ფოტოსტეროლებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძილს და მოდუნებას.

შვრია მატონიზირებელი, ანტიდეპრესანტი, სედატივი, ანტისტრესული აგენტია.

კატაბალახას ფესვი გამოიყენება სედატიურ საშუალებად რომელიც ხელს უწყობს ძილს, ისევე როგორც ნერვული წარმოშობის შფოთვის, დეპრესიის და ინსომნიის საწინააღმდეგოდ.

პასიფლორას საძილე და დამამშვიდებელი ეფექტი 1800 წელს აღმოაჩინეს და იმ დროიდან გამოიყენება ამ დანიშნულებით.

კურდღლისფრჩხილა გამოიყენება როგორც სედატიური საშუალება, ასევე დაძაბულობისა და აღგზნებულობის საწინააღმდეგოდ

უნაბის ნაყოფი შეიცავს ფლავონოიდებს და საპონინებს, რომლებიც გამოიყენება შფოთვის საწინააღმდეგოდ.

ძილით გამოწვეული პრობლემების არსებობისას რეკომენდირებულია დღის განმავლობაში 2 აბი "ფიტორემის" მიღება.

შეიძინეთ პრეპარატი ონლაინ