რჩევები

თუ თვალის უპეები გიშავდებათ

თუ თვალის უპეები გიშავდებათ
თვა­ლის უპე­ე­ბის შე­შუ­პე­ბა და გა­შა­ვე­ბა ე.წ. შავი წრე­ე­ბი, საკ­მა­ოდ ხში­რი პრობ­ლე­მაა და გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის. რა იწ­ვევს მას და რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან - ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE ექიმ-თე­რა­პევტს, ჟურ­ნალ "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლი­სა" და მკურნალი.გე-ს მთა­ვარ რე­დაქ­ტორს თა­მარ მა­მა­ცაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- კანი თვა­ლის ირ­გვლივ საკ­მა­ოდ თხე­ლი, ნაზი და მგრძნო­ბი­ა­რეა. კო­ლა­გე­ნის ბოჭ­კო­ე­ბი მას­ში ბა­დი­სე­ბუ­რა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რაც კა­ნის წელ­ვა­დო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. უშუ­ა­ლოდ კა­ნის თხე­ლი ფე­ნის ქვეშ კი გან­ლა­გე­ბუ­ლია სის­ხლძარ­ღვე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­ვი­ლად ხილ­ვა­დი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს კა­ნის სტრუქ­ტუ­რის მცი­რე ცვლი­ლე­ბის, სის­ხლძარ­ღვთა გა­ფარ­თო­ე­ბის თუ მათ­ში ჟანგბა­დით არა­საკ­მა­რი­სად გა­ჯე­რე­ბუ­ლი სის­ხლის
გა­დი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. სწო­რედ ასეთ დროს ჩნდე­ბა თვა­ლის ირ­გვლივ "მუქი რგო­ლე­ბი". მათ და­ფარ­ვას ქალ­ბა­ტო­ნე­ბი კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ და აზ­რა­დაც არ მოს­დით, რომ ზოგ­ჯერ ასე­თი სიმპტო­მის მი­ზე­ზი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყოს.

- ხში­რად სა­ხელ­დე­ბა მის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი, თირკმე­ლე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ თვა­ლის უპე­ე­ბი შე­საძ­ლოა, დაღ­ლი­ლო­ბის გა­მოც
გა­შავ­დეს...


- ჩა­შა­ვე­ბულ უპე­ებს რომ ვუმ­კურ­ნა­ლოთ, მი­ზე­ზი უნდა და­ვად­გი­ნოთ. მო­დით, ჯერ მარ­ტი­ვი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზე­ბით და­ვი­წყოთ:

mkurnali.geადა­მი­ანს დღე-ღა­მე­ში 7-8 სა­ა­თი უნდა ეძი­ნოს - გა­მო­უ­ძი­ნებ­ლო­ბი­სას სახე ფერ­მკრთა­ლი ხდე­ბა და თვა­ლის თხე­ლი კა­ნის ქვეშ გან­ლა­გე­ბუ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვია, რაც ჩა­შა­ვე­ბუ­ლი უპე­ე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ქმნის. ასეთ დროს საკ­მა­რი­სია კარ­გი გა­მო­ძი­ნე­ბა და ისე­თი ში­ნა­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა ყი­ნუ­ლის ან უმი კარ­ტო­ფი­ლის ნი­ღა­ბი თვა­ლებ­ზე.

თვა­ლე­ბის გა­დაღ­ლა - მა­გა­ლი­თად, კომ­პი­უ­ტერ­თან ხან­გრძლი­ვად მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, მუდ­მი­ვი სტრე­სი და ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბა თვა­ლის უპე­ე­ბის ჩა­მუ­ქე­ბას, კა­პი­ლა­რებ­ში სის­ხლის შე­გუ­ბე­ბას იწ­ვევს. ასეთ დროს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვა­წეს­რი­გოთ სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, ვე­ცა­დოთ, და­ვას­ვე­ნოთ თვა­ლე­ბი, მი­ვი­ღოთ მსუ­ბუ­ქი მცე­ნა­რე­უ­ლი და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი, ხში­რად ვი­სე­ირ­ნოთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. თვა­ლებ­ზე კი კიტ­რის რგო­ლე­ბის ნი­ღა­ბი გა­ვი­კე­თოთ ან ანა­დუ­ღარ რძე­ში დას­ვე­ლე­ბუ­ლი ტამ­პო­ნე­ბი და­ვი­ფი­ნოთ დღე­ში 15 წუ­თით.

მწე­ვე­ლებ­სა და ალ­კოჰო­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს ხში­რად აქვთ ჩა­შა­ვე­ბუ­ლი თვა­ლის უპე­ე­ბი - ეს იმით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ მათი ორ­გა­ნიზ­მი მუდ­მი­ვად გა­ნიც­დის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას. კანი კი ად­ვი­ლად ბერ­დე­ბა და სტრუქ­ტუ­რა ეც­ვლე­ბა. რაღა თქმა უნდა, ასეთ დროს ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ნი­კო­ტინ­სა და ალ­კოჰოლ­ზე უა­რის თქმაა.

არას­წო­რი რა­ცი­ო­ნი და და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი კვე­ბა, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს შავი უპე­ე­ბის მი­ზე­ზი. თუ თქვენს რა­ცი­ონ­ში ჭარ­ბობს შემ­წვა­რი, და­მა­რი­ლე­ბუ­ლი, ცხა­რე პრო­დუქ­ტი, თუ ხში­რად მი­ირ­თმევთ გვი­ან - და­ძი­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, თუ რა­ცი­ონ­ში არ არის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ნე­რა­ლე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად შეც­ვლის თქვე­ნი კა­ნის სტრუქ­ტუ­რას და თვა­ლის ირ­გვლივ შავი რგო­ლე­ბის გა­ჩე­ნას გა­მო­იწ­ვევს. გა­მო­სა­ვა­ლი რა­ცი­ო­ნის გა­და­ხედ­ვა და დი­ე­ტო­ლოგ­თან გა­სა­უბ­რე­ბაა.

ახლა კი იმ ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებ­ზეც ვთქვათ ორი­ო­დე სი­ტყვა, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დეთ, თუკი თვა­ლის ქვეშ სი­შა­ვეს შევ­ნიშ­ნავთ:

  • თირკმლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - თუ თვა­ლის უპე­ე­ბის სი­შა­ვე თირკმლის ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, უპე­ე­ბი ხში­რად შე­შუ­პე­ბუ­ლიც არის, ადა­მი­ანს კი ხში­რად სხვა სიმპტო­მე­ბი არც აქვს ხოლ­მე და სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩენს ამ და­ა­ვა­დე­ბას. ამი­ტომ ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის შარ­დის ანა­ლი­ზი მა­ინც უნდა გა­ი­კე­თოთ.
  • ღვიძ­ლი­სა და ნაღ­ვლის ბუშ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ასეთ დროს ჩა­შა­ვე­ბულ უპე­ებს მოყ­ვი­თა­ლო ელ­ფე­რიც დაჰ­კრავს, ადა­მი­ანს აწუ­ხებს მწა­რე გემო პირ­ში და სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბა მარ­ჯვე­ნა ფერდქვეშ.
  • კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვა­ლი - თა­ნამ­დე­ვი ნიშ­ნე­ბია გუ­ლის­რე­ვა და ღე­ბი­ნე­ბა, ფა­ღა­რა­თი ან შეკ­რუ­ლო­ბა, ტკი­ვი­ლი მარ­ცხე­ნა ფერდქვეშ - ხში­რად გა­და­დის ზურ­გის­კენ.
  • ჭი­ე­ბით ინ­ვა­ზია - შავი უპე­ე­ბის ერთ-ერთი ხში­რი მი­ზე­ზია. პა­ცი­ენ­ტი გრძნობს დაღ­ლი­ლო­ბას, ტკი­ვილს ან დის­კომ­ფორ­ტს მუც­ლის არე­ში, ად­ვი­ლად ღი­ზი­ან­დე­ბა.
  • ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი - ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი და უშაქ­რო დი­ა­ბე­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს უპე­ე­ბის სი­შა­ვის დროს.
  • გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - თვა­ლის ირ­გვლივ ჩრდი­ლებს აქვს მო­ლურ­ჯო ფერი და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.
  • ანე­მია - სის­ხლის ჟანგბა­დით არა­სა­თა­ნა­დო გა­ჯე­რე­ბაა ამ დროს უპე­ე­ბის სი­შა­ვის მი­ზე­ზი. ადა­მი­ანს აწუ­ხებს თა­ვის ტკი­ვი­ლი, თავ­ბრუ, ად­ვი­ლად იღ­ლე­ბა.

- რო­მელ სპე­ცი­ა­ლისტს უნდა მივ­მარ­თოთ, თუკი თვა­ლის ირ­გვლივ შავი რგო­ლე­ბი გაგ­ვიჩ­ნდე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში უნდა მი­მარ­თოთ ზო­გა­დი პრო­ფი­ლის ანუ ოჯა­ხის ექიმს და გა­მო­რი­ცხოთ ის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რაც ზე­მოთ ჩა­მოვ­თვა­ლეთ. რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბა­ზე ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხის ექი­მი შე­სა­ბა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტთან გა­და­გა­მი­სა­მარ­თებთ, კერ­ძოდ, ნეფ­რო­ლოგ­თან, კარ­დი­ო­ლოგ­თან, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგ­თან, ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან და სხვა. თუ სო­მა­ტუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი გა­მო­ი­რი­ცხე­ბა, მა­შინ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ კოს­მე­ტო­ლოგს ან დერ­მა­ტო­ლოგს მი­მარ­თოთ.

- ბავ­შვებ­ში რაზე მე­ტყვე­ლებს თვა­ლის ირ­გვლივ სი­შა­ვე?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე სწო­რედ ბავ­შვებ­ში ამ სიმპტო­მის გა­ჩე­ნის დროს გვმარ­თებს, რად­გან ხში­რად ეს ნი­შა­ნი გულ-სის­ხლძარ­ღვთა, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი, ინ­ფექ­ცი­უ­რი ან თირკმლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ნი­შა­ნია. ასე­ვე მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჭი­ე­ბით ინ­ვა­ზია და ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამი­ტომ მშობ­ლებ­მა სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ.

- და­ბო­ლოს, რას ურ­ჩევთ ჩვენს მკი­თხველს?

- გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ თუ გა­მო­ძი­ნე­ბის, დას­ვე­ნე­ბის, კვე­ბის რა­ცი­ო­ნის მო­წეს­რი­გე­ბის შემ­დეგ თვა­ლის ირ­გვლივ სი­შა­ვე მა­ინც რჩე­ბა, აუ­ცი­ე­ლებ­ლად უნდა და­ი­წყოთ მისი მი­ზე­ზის ძებ­ნა და დრო­უ­ლად მი­მარ­თოთ ექიმს.

ლალი ფაცია


წყარო: ამბები.გე
რეკომენდებული პროდუქტები
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მსგავსი სიახლეები
ზა­ფხუ­ლის სი­ცხე ადა­მი­ანს უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის და გამ­წვა­ვე­ბის საფრ­თხეს უქ­მნის,
13-07-2019
ბოლო დროს, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას სულ უფრო ნაკ­ლე­ბად აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას,
25-02-2019
მთელი საქართველო შეძრა დიდ დიღომში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელიც გაზის აფეთქებამ გამოიწვია.
17-01-2019