ზაფხულის „გვერდითი მოვლენები“ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
ზაფხულის „გვერდითი მოვლენები“
ზაფხულის „გვერდითი მოვლენები“
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგებიც ჰქონდეს. ზაფხულის სიყვარული თუ სიძულვილი დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ ფორმასა და სხვადასხვა დაავადებისადმი განწყობაზე.

ზაფხული გვეხმარება გახდომაში, თანაც ცხოვრების წესის შეცვლის გარეშე. მზის სხივი მოქმედებს ცირკადულ რითმებზე, რომელიც თავის მხრივ, არეგულირებს ჰორმონების დონესა და სხვა ბიოლოგიურ პროცესებს. ეს პირდაპირ კავშირშია სხეულის მასასთან. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო სწრაფად იღებს ადამიანი მზის სხივების ულუფას, მით უფრო დაბალია მისი სხეულის მასა. ამასთან, მზის სხივები არ მოქმედებს მოხმარებული კალორიების
რაოდენობაზე.

მეცნიერებმა ასევე გამოარკვიეს, რომ უშუალოდ კანქვეშ განლაგებული ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა მზის ზემოქმედებით მცირდება. მზის სხივების მოქმედებით ცხიმის წვეთები გამოდის უჯრედებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ზაფხულში მიღებული მზის აბაზანები ზედმეტი წონის
დაკლებაშიც გვეხმარება.

ზაფხული აღრმავებს ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აღენიშნება ფილტვების, ენდოკრინული და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნევროლოგიული მოშლილობები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ზაფხულის სიცხე მთთვის შეიძლება ფატალურიც კი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით 75 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. ქალებში, მამაკაცებთან შედარებით, რისკი უფრო მაღალია.

ჯანმრთელობისთვის სიცხის უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით ზაფხულის დასაწყისშია შესამჩნევი. ზაფხულის ბოლოსკენ სიცხისგან წამოსული საშიშროება იკლებს, მაგრამ ადამიანებს ქრონიკული დაავადების გამწვავება აწუხებთ. ორგანიზმი ადაპტაციას განიცდის სიცხისადმი და ზაფხულის განმავლობაში თანდათანობით იზრდება კომფორტული ტემპერატურის დიაპაზონი. თუმცა სიცხის მიჩვევისთანავე დგება შემდოგომა და ისევ აკლიმატიზაცია გვიწევს.

ზაფხული აუმჯობესებს გუნება-განწყობას

ზაფხულის სეზონზე ფსიქიკური მოშლილობის რიცხვი რამდენადმე ქვეითდება. თბილი ამინდი და მზე დეპრესიასთან, შფოთვით მდგომარეობასთან, პანიკის შეტევებთან ბრძოლაში გვეხმარება.
ფეხით უფრო მეტს დავდივართ - ზაფხული ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობის ზრდას, რაც არა მარტო გახდომას აჩქარებს, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ზაფხულში ადამიანები უფრო მეტს დადიან ფეხით.

იწვევს ალერგიას - მთელი ცხელი სეზონი აქტუალურია ალერგიით დაავადებული ადმიანებისთვის. იწყება ის აპრილ-მაისში სხვადასხვა მცენარის ყვავილობით და გრძელდება მთელი ზაფხული სექტემბრის ჩათვლით.
ზრდის ლიბიდოს -კვლევების მიხედვით ცხელი სეზონი ზრდის სექსისადმი ინტერესს, რამეთუ ზაფხულში მზის გავლენით, ადამიანები უფრო აქტიურები და ენერგიულები ხდებიან. მამაკაცებში ივლის-აგვისტოში იზრდება ტესტოსტერონის რაოდენობა. სისხლში ქალის ჰორმონ ესტროგენის შემცველობის პიკიც ზაფხულის პერიოდზე მოდის.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ზოგჯერ სიფხიზლე აუცილებელია, რასაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - დატვირთული სამუშაო, საშინაო
12-11-2018
საკვები პროდუქტის შეძენისას ხშირად ვაკვირდებით წარმოების თარიღსა და ვადას. თუმცა არსებობს უამრავი
07-11-2018
ალცჰაიმერის დაავადების შემსწავლელი ცენტრისა და კოგნიტიური ნევროლოგიის ცენტრის მეცნიერებმა
28-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერთა განცხადებით, მოგზაურობა მედიკამენტების ალტერნატივაა, თანაც ბევრი პათოლოგიის დროს.
ბევრს ქუდი არ უყვარს და მიუხედავად მკაცრი კლიმატური პირობებისა, ზამთრის ცივ დღეებშიც თავსაბურავის
ხანდაზმულ ასაკში ხშირია გონებრივი შესაძლებლობების საგრძნობი შემცირება.
პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ზრდასრული ადამიანები, რომლთაც ნაცვლად 8 საათისა, 6
ზოგჯერ სიფხიზლე აუცილებელია, რასაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - დატვირთული სამუშაო, საშინაო
თუ კვირაში 3-ჯერ მაინც ცდილობთ სირბილს, ისეთი სპორტული ფეხსაცმელი უნდა შეარჩიოთ, რომელიც ტრავმებს
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
ეს სტატია 31 იანვარს გამოქვეყნდა ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალში Science Translational Medicine და
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება