რჩევები

პაატა იმნაძის საზაფხულო რჩევები საკვებთან და წყალთან დაკავშირებით

პაატა იმნაძის საზაფხულო რჩევები საკვებთან და წყალთან დაკავშირებით
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

პაატა იმნაძის განმარტებით, ზაფხულში ნაწლავთა ინფექციების საშიშროებაა, ასევე, დაუბანელი ხელით განპირობებული დაავადებები დაახლოებით 25% -ით მეტია სხვა სეზონებთან შედარებით.

იმნაძის თქმით, აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რადგან პროდუქტების მაცივრის გარეთ შენახვა საშიშია. "ყოველგვარი სალათი, რომელიც შეკმაზულია რძის პროდუქტებით, ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს ხოლმე. არაფერს უნდა ვერიდოთ, თუ კარგადაა მომზადებული. ერთადერთი
კრემიანი ნამცხვრები, ქათმის სალათები უმჯობესია მაშინ მივირთვათ, თუ მაცივრიდან ახალი გამოღებული და ცივია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება წყალთან დაკავშირებულ შეკითხვას, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ თუ წყალი ცენტრალიზებულია და კარგად დეზინფიცირდება, მისი მიღება პრობლემას არ წარმოადგენს.
"თუ წყლის ხარისხში ეჭვი გვაქვს, ნებისმიერი წყალი უსაფრთხო
ხდება ერთწუთიანი დუღილის შემდეგ", - განაცხადა იმნაძემ.


რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მსგავსი სიახლეები
ბაზარზე შესაძლებელია შეგვხვდეს სტანდარტული პრეზერვატივების სხვადასხვა ალტერნატივა. მათ შორის „ეკოლოგიური“ პროდუქტი.
13-05-2019
ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ნებისმიერი დაავადება სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს და ცუდ გუნებაზე გვაყენებს.
09-05-2019
„უქოლესტერინო“, „გლუტენის გარეშე“, „ცხიმი 0%“ - რა იმალება ამ წარწერების უკან?
05-02-2019