პაატა იმნაძის განმარტებით, ზაფხულში ნაწლავთა ინფექციების საშიშროებაა, ასევე, დაუბანელი ხელით განპირობებული დაავადებები დაახლოებით 25% -ით მეტია სხვა სეზონებთან შედარებით.
იმნაძის თქმით, აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რადგან პროდუქტების მაცივრის გარეთ შენახვა საშიშია. "ყოველგვარი სალათი, რომელიც შეკმაზულია რძის პროდუქტებით, ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს ხოლმე. არაფერს უნდა ვერიდოთ, თუ კარგადაა მომზადებული. ერთადერთი
რაც შეეხება წყალთან დაკავშირებულ შეკითხვას, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ თუ წყალი ცენტრალიზებულია და კარგად დეზინფიცირდება, მისი მიღება პრობლემას არ წარმოადგენს.
"თუ წყლის ხარისხში ეჭვი გვაქვს, ნებისმიერი წყალი უსაფრთხო ხდება ერთწუთიანი დუღილის შემდეგ", - განაცხადა იმნაძემ.