ძილის დარღვევა და მისი სახეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ძილის დარღვევა და მისი სახეები

ძილის დარღვევა და მისი სახეები
საზოგადოდ, ნორმალური ძილის ხა­ნგრძლივობა სხვადასხვა ინდივიდთან საკმაოდ დიდ ფარგლებში მერყეობს (4-5 სთ-იდან 10-12 საათის ფარგლებში). არსებობენ ჯანმრთელი “ძილისგუდები” და ასევე ხანმოკლე ძილით გამორჩეულები, ანუ ადამიანები, რომლებსაც ხანმოკლე ძილიც კი სავსებით ჰყოფნით.
ძილის ნორმის ძირითადი მაჩვენებელი მისი ხანგრძლივობა კი არა, დასვენებისა და ძალთა აღდგენის შეგრძნებაა! თუ ეს უკანასკნელი არ მოსდევს ძილს შედეგად, ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევაზე საუბრობენ.


ძილის დარღვევის რამდენიმე სახე არსებობს:

ჰიპერსომნია - ძილის ხანგრძლივობის პათოლოგიური ზრდაა. ის სხვადასხვა დაავადების დროს შეიძლება აღინიშნოს (ენდოკრინული, ნევროლოგიური, რევმატოლოგიური და სხვა). როგორც წესი, დეპრესიის
გამოვლინებაა. ე. წ. სეზონური დეპრესიები სწორედ ღამის ძილის გახანგრძლივებით ხასიათდება.

ჰიპერსომნიის შემთხვევაში, მიუხედავად გახანგრძლივებული ძილისა, ადამიანებს მაინც არ აქვთ დასვენებისა და ძალთა აღდგენის შეგრძნება, დღის განმავლობაში დაუოკებელი ძილიანობა და მოდუნებულობა აღენიშნებათ, მომატებული აქვთ მადა ტკბილეულისადმი. ჰიპერსომნიას ზოგჯერ გაღიზიანება, უსაფუძვლო განგაშის შეგრძნება და კუნთების ტკივილიც ერწყმის.

ინსომნია - ტოტალური უძილობაა. ის გვხვდება როგორც ფსიქიკური (ნევროზები, დეპრესია, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი), ასევე სომატური დაავადებების დროს (ენდოკრინული და კანის ზოგიერთი დაავადების, ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების, ქრონიკული ტკივილისმიერი სინდრომის დროს და სხვა).

ინტრასომნიური დარღვევების დროს - ადამიანები ძილის პროცესის არასრულფასოვნად მიმდინარეობას უჩივიან. “ღრმა ძილით” არ სძინავთ, ხშირ-ხშირად ეღვიძებათ და რაც მთავარია, ყოველი ასეთი გამოღვიძების შემდეგ ძალიან უჭირთ ჩაძინება.

პრესომნიური დარღვევები, როგორც წესი, მომატებულ ემოციურ აგზნებასა და განგაშისმაგვარ მოვლენებს უკავშირდება. ამ ტიპის დარღვევის დროს ჩაძინების მოძალებული სურვილი ადამიანებს ლოგინში ჩაწოლისთანავე უქრებათ. საწოლში მოკალათებისთანავე მათ ცუდი მოგონებანი და ნეგატიური, დამამძიმებელი ფიქრები იპყრობთ, ძლიერდება მოძრაობითი აქტივობა და ადამიანი ცდილობს მისთვის სასურველი პოზა მიიღოს. ზოგიერთს ქავილის ან ტკივილის შეგრძნება ეძალება. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ძალიან უნდა დაძინება, იტანჯება და ვერ იძინებს; თუ ნორმის დროს ჩაძინების პროცესი 3-10 წუთს მოიცავს, პრესომნიური დარღვევის დროს ის 30-40 წუთს გრძელდება; უფრო მეტიც, ადამიანებს ზოგჯერ საათობით უჭირთ ჩაძინება.

* * *
არსებობს პოსტსომნიური დარღვევაც, ანუ ის მოვლენები, რომლებიც ადამიანებს გამოღვიძებიდან უახლოეს პერიოდში აღენიშნებათ. მიუხედავად რამდენიმესაათიანი ძილისა, ამ დარღვევის დროს ადამიანები გამოუძინებლები, მოდუნებულები, ძილით დაუკმაყოფილებელნი და ძალაგამოცლილნი დგებიან (ნაცვლად იმისა, რომ ძალამოზღვავებულნი, დასვენებულნი და შემართულნი ადგნენ). მათ დაქვეითებული აქვთ შრომისუნარიანობა, გუნება-განწყობა, ზოგიერთს აღენიშნება თავის ტკივილი, აპათია.

პოსტსომნიური მოვლენები ხშირად მათ უვლინდებათ, ვინც ჩვეულ რეჟიმს ამა თუ იმ მიზეზით არღვევს. მაგალითად, არსებობს კატეგორია, რომელსაც სხვადასხვა ვითარების გამო (სამსახურის სპეციფიკისა თუ დღის რეჟიმის გამო) რეგულარულად ერთი და იმავე ხანგრძლივობის ძილით უწევს ძილი; საკმარისია ოპტიმალურ ხანგრძლივობას გადააჭარბონ, რომ გარკვეული პოსტსომნიური მოვლენები (ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება თავის არეში, აპათია, გუნება-განწყობის დაქვეითება) ეწყებათ, ანუ, როგორც თავად აღნიშნავენ, ძილი მათ აღარ “ერგებათ”!

რჩევები:

  • დაძინების წინ არ უნდა უყუროთ ტელევიზორს, არ უნდა გაერთოთ კომპიუტერითა და მობილური მოწყობილობით;
  • უნდა ერიდოთ სავსე კუჭით დაძინებას;
  • სასურველია ერთსა და იმავე დროს დაძინება;
  • ძილის წინ რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე გასეირნება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
უკვე დადგენილია, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ქალებთან სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი რამდენადმე
22-07-2019
მხოლოდ 16 წუთითაც კი ძილის დანაკლისი მეორე დღეს შრომის ეფექტურობას მნიშვნელოვნად აქვეითებს. სამხრეთ
12-06-2019
პედიატრები გვირჩევენ ჩვილები მყარ ზედაპირზე, ყოველგვარი ბალიშის გარეშე დავაძინოთ. ჩვილების
28-05-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ხშირად გვიკვირს, რომ ადამიანთა ნაწილი, რომელიც დიდი გურმანობით გამოირჩევა
სპეციალისტების თქმით, მობილური მოწყობილობების და კომპიუტერების მომხმარებლებს შორის გავრცელებულია
მეცნიერებმა ჩაატარეს მასშტაბური კვლევა იმის გასარკვევად, თუ რამდენად ზრდიდა თმის
აშშ-ს სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ სექსისგან დიდი ხნით თავის შეკავება მავნეა ქალის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
იაპონიის ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტში დაადგინეს, რომ ასაკთან ერთად ხდება დროის აღქმის გამრუდება,
როგორც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში დაადგინეს, ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ერთზე მეტ ენას ფლობენ,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად